საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი რამ მახსენდება - როგორ გადარჩი თურქეთში, სადაც ბოლო წამს მოგისწარი აუზში, თორემ იხრჩობოდი" - მიხეილ სააკაშვილი შვილს, ნიკოლოზს ემოციურ პოსტს უძღვნის
"ბევრი რამ მახსენდება - როგორ გადარჩი თურქეთში, სადაც ბოლო წამს მოგისწარი აუზში, თორემ იხრჩობოდი" - მიხეილ სააკაშვილი შვილს, ნიკოლოზს ემოციურ პოსტს უძღვნის

ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვაჟს, ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილს დღეს და­ბა­დე­ბის დღე აქვს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ფე­ის­ბუქ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ნი­კუ­ში­კო, დღეს შენ სრულ­წლო­ვა­ნე­ბას მი­აღ­წიე. გე­გო­ნე­ბა გუ­შინ და­ვეს­წა­რი სან­დრას მშო­ბი­ა­რო­ბას და მერე გა­ვე­შუ­რე სა­პას­პორ­ტო ბი­უ­რო­ში შენ და­სა­რე­გის­ტრი­რებ­ლად, ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლად, ნი­კო­ლო­ზო­ბის დღეს. ნი­კო­ლო­ზი მა­მა­ჩე­მის და ჩემი საყ­ვა­რე­ლი ბა­ბუ­ის, ნი­კო­ლოზ წე­რეთ­ლის სა­ხე­ლია, ისე­ვე რო­გორც ედუ­არდს ჰქვია ბა­ბუ­ა­მი­სის სა­ხე­ლი. შემ­დე­გი ეპი­ზო­დი ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში შენი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წარ­დგე­ნაა, როცა პარ­ლა­მენ­ტის წინ, ნაძ­ვის ხის ან­თე­ბი­სას, პირ­ვე­ლად გა­გიყ­ვა­ნეთ ხალ­ხში.

ბევ­რი რამ მახ­სენ­დე­ბა - რო­გორ გა­დარ­ჩი თურ­ქეთ­ში, სა­დაც ბოლო წამს მო­გის­წა­რი აუზ­ში, თო­რემ იხ­რჩო­ბო­დი, დღემ­დე კოშ­მა­რად მე­სიზ­მრე­ბა. მე­ო­რე ეპი­ზო­დი, როცა გრი­პის დროს გა­გი­ჩერ­და სუნ­თქვა და სას­წრა­ფოდ რო­გორ გა­გა­ქა­ნეთ კი­დევ კარ­გი, ჩვენს სახ­ლთან ახ­ლომ­დე­ბა­რე იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც გა­და­გარ­ჩი­ნეს. მახ­სოვს, რო­გორ გა­მო­მე­ტი­რე­ბო­დი ხოლ­მე დი­ლა­ო­ბით, როცა სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ო­დი.

ყურ­ში ჩა­მეს­მის შენი ნამ­ღე­რი "დე­დაო ნანა" ლა­ზი­კას კლიპ­ში. მე ძა­ლი­ან ბევრ დროს ვუთ­მობ­დი ხალ­ხის სამ­სა­ხურს და ძა­ლი­ან ცოტა დრო მქონ­და შენ­თვის. ამი­ტომ ძა­ლი­ან ბევ­რი მო­მენ­ტი გა­ვუშ­ვი. მინ­და ბო­დი­ში მო­გი­ხა­დო იმის­თვის, რომ როცა კრი­ტი­კუ­ლი ასა­კი გქონ­და და მე დაგ­პირ­დი ია­პო­ნი­ა­ში წაყ­ვა­ნას, ამის მა­გივ­რად აქ ჩა­მო­ვე­დი და სა­ერ­თოდ ვე­ღარ მოგ­ხე­დე, პი­რი­ქით, დიდი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა მო­გა­ყე­ნე.

ახლა შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ. უკვე იქით გე­კი­თხე­ბი რჩე­ვებს და ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო აზრი მო­ვის­მი­ნე შენ­გან. შენ უკვე მარ­ტო მოგ­ზა­უ­რობ ია­პო­ნი­ა­ში, ინ­დო­ეთ­ში, და­დი­ხარ სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, კარ­გად სა­უბ­რობ და წერ ია­პო­ნუ­რად, ხოლო ქარ­თუ­ლად, ჰო­ლან­დი­უ­რად და ინ­გლი­სუ­რად სა­უბ­რობ, რო­გორც მშობ­ლი­ურ­ზე. ბევ­რის­გან მსმე­ნია, რომ ჩემი ზუს­ტი ასლი ხარ. სი­ნამ­დვი­ლე­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ შენ ჩემ­ზე ბევ­რად მეტს მი­აღ­წევ და გა­ა­ო­ცებ მსოფ­ლი­ოს შენი სა­სარ­გებ­ლო საქ­მე­ე­ბით. ამა­ვე დროს დარ­ჩე­ბი ბო­ლომ­დე ქარ­თვე­ლად. ბოლო დრომ­დე ხომ უარს ამ­ბობ­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან გამ­გზავ­რე­ბა­ზე იმ ში­შით, რომ უკან აღარ შე­მო­ეშ­ვით. შენ შენი მშობ­ლე­ბის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით გად­მო­გე­ცა ამ ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და ეს ძა­ლი­ან მით­ბობს გულს. ასე­ვე, ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ პა­ტა­რა­ო­ბი­დან ცდი­ლობ სხვებს და­ეხ­მა­რო. სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რიც შენს გე­ნე­ტი­კა­შია და ყო­ველ­დღე ვლინ­დე­ბა ახალ-ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ში. ჩემო ნი­კუ­შა, ჩემო საყ­ვა­რე­ლო შვი­ლო, გი­ლო­ცავ 18 წლის დაბ­დღეს. გკოც­ნი ძა­ლი­ან ბევ­რს. სიყ­ვა­რუ­ლით, მიშა.

P. S. ცოტა ხნის წინ იყო შე­მო­სუ­ლი ნი­კუ­შა და მო­ვუ­ბო­დი­შე, რომ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას ვერ ვაქ­ცევ­დი, მან კი მი­პა­სუ­ხა, რომ მე უკვე გა­ვი­ზარ­დეო", - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანჩო
1

მე უკვე გავიზარდეო-უპასუხა. ანუ რაც იყო იყო, შენს სინდისზე იყოსო 😁 სანამ ახალგაზრდა იყო, შეჭამა საქართველო, გაერთო, იცანცარა წლები,არც შვილი ახსოვდა და არც ცოლი, სიბერეში წავიდა და აუჩუყდა გული, გადაგარჩინე ხოლმე მეო, ახსენებს შვილს და ვითომ დანაშაულს იგერიებს თავის ჭკუით 😁 

ლაშა
6

დარწმუნებული ხარ, რომ შენი შვილია, რაღაც შენ არ გავს, უფრო მეზობელს დაემსგავსა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ბევრი რამ მახსენდება - როგორ გადარჩი თურქეთში, სადაც ბოლო წამს მოგისწარი აუზში, თორემ იხრჩობოდი" - მიხეილ სააკაშვილი შვილს, ნიკოლოზს ემოციურ პოსტს უძღვნის

"ბევრი რამ მახსენდება - როგორ გადარჩი თურქეთში, სადაც ბოლო წამს მოგისწარი აუზში, თორემ იხრჩობოდი" - მიხეილ სააკაშვილი შვილს, ნიკოლოზს ემოციურ პოსტს უძღვნის

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟს, ნიკოლოზ სააკაშვილს დღეს დაბადების დღე აქვს. ამასთან დაკავშირებით კი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს.

"ნიკუშიკო, დღეს შენ სრულწლოვანებას მიაღწიე. გეგონება გუშინ დავესწარი სანდრას მშობიარობას და მერე გავეშურე საპასპორტო ბიუროში შენ დასარეგისტრირებლად, ნიკოლოზ სააკაშვილად, ნიკოლოზობის დღეს. ნიკოლოზი მამაჩემის და ჩემი საყვარელი ბაბუის, ნიკოლოზ წერეთლის სახელია, ისევე როგორც ედუარდს ჰქვია ბაბუამისის სახელი. შემდეგი ეპიზოდი ჩემს მეხსიერებაში შენი საზოგადოებაში წარდგენაა, როცა პარლამენტის წინ, ნაძვის ხის ანთებისას, პირველად გაგიყვანეთ ხალხში.

ბევრი რამ მახსენდება - როგორ გადარჩი თურქეთში, სადაც ბოლო წამს მოგისწარი აუზში, თორემ იხრჩობოდი, დღემდე კოშმარად მესიზმრება. მეორე ეპიზოდი, როცა გრიპის დროს გაგიჩერდა სუნთქვა და სასწრაფოდ როგორ გაგაქანეთ კიდევ კარგი, ჩვენს სახლთან ახლომდებარე იაშვილის კლინიკაში, სადაც გადაგარჩინეს. მახსოვს, როგორ გამომეტირებოდი ხოლმე დილაობით, როცა სამსახურში მივდიოდი.

ყურში ჩამესმის შენი ნამღერი "დედაო ნანა" ლაზიკას კლიპში. მე ძალიან ბევრ დროს ვუთმობდი ხალხის სამსახურს და ძალიან ცოტა დრო მქონდა შენთვის. ამიტომ ძალიან ბევრი მომენტი გავუშვი. მინდა ბოდიში მოგიხადო იმისთვის, რომ როცა კრიტიკული ასაკი გქონდა და მე დაგპირდი იაპონიაში წაყვანას, ამის მაგივრად აქ ჩამოვედი და საერთოდ ვეღარ მოგხედე, პირიქით, დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მოგაყენე.

ახლა შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ. უკვე იქით გეკითხები რჩევებს და ძალიან ბევრი საინტერესო აზრი მოვისმინე შენგან. შენ უკვე მარტო მოგზაურობ იაპონიაში, ინდოეთში, დადიხარ სამეცნიერო კონფერენციებზე, კარგად საუბრობ და წერ იაპონურად, ხოლო ქართულად, ჰოლანდიურად და ინგლისურად საუბრობ, როგორც მშობლიურზე. ბევრისგან მსმენია, რომ ჩემი ზუსტი ასლი ხარ. სინამდვილეში დარწმუნებული ვარ, რომ შენ ჩემზე ბევრად მეტს მიაღწევ და გააოცებ მსოფლიოს შენი სასარგებლო საქმეებით. ამავე დროს დარჩები ბოლომდე ქართველად. ბოლო დრომდე ხომ უარს ამბობდი საქართველოდან გამგზავრებაზე იმ შიშით, რომ უკან აღარ შემოეშვით. შენ შენი მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგეცა ამ ქვეყნის სიყვარული და ეს ძალიან მითბობს გულს. ასევე, ძალიან მიხარია, რომ პატარაობიდან ცდილობ სხვებს დაეხმარო. საზოგადოების სამსახურიც შენს გენეტიკაშია და ყოველდღე ვლინდება ახალ-ახალ ინიციატივებში. ჩემო ნიკუშა, ჩემო საყვარელო შვილო, გილოცავ 18 წლის დაბდღეს. გკოცნი ძალიან ბევრს. სიყვარულით, მიშა.

P. S. ცოტა ხნის წინ იყო შემოსული ნიკუშა და მოვუბოდიშე, რომ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდი, მან კი მიპასუხა, რომ მე უკვე გავიზარდეო", - წერს მიხეილ სააკაშვილი.