საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"Elite Model Look Georgia 2023“-ის გამარჯვებულები გამოვლინდა
"Elite Model Look Georgia 2023“-ის გამარჯვებულები გამოვლინდა

Elite Model Look-ი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მო­დე­ლო კონ­კურ­სია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მე­თხუთ­მე­ტედ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტარ­და, კომ­პა­ნია ელი­ტის ექ­სკლუ­ზი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო “IC Model Management”-ის მიერ. კონ­კურ­სი მიზ­ნად ისა­ხავს გო­გო­ნებ­სა და ვა­ჟებს შო­რის ახა­ლი სა­ხე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და მათ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გაყ­ვა­ნას.

უკვე ოთხი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, Elite Model Look-ი ახა­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნის ავან­გარ­დში რჩე­ბა. იგი ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რდას მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან სთა­ვა­ზობს, ოც­ნე­ბე­ბი რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ონ და მო­დის ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბის კვალს მიჰ­ყვნენ, რო­გო­რე­ბიც არი­ან: სინ­დი კრო­უ­ფორ­დი, ჟი­ზელ ბუნდჰე­ნი, სტე­ფა­ნი სე­ი­მუ­რი, ვი­ტო­რია სე­რე­ტი, მონა ტუ­გარ­დი, ფეი ფეი სან, მა­ი­ო­ვა ნი­კო­ლა­სი, ბირ­გიტ კოსი, მინგ ქსი, ვა­ლე­რია ბულ­დი­ნი, ნინა მარ­კე­რი, მე­თიუ ბელი, დე­ვიდსონ ობე­ნე­ბო და სხვე­ბი.

“Elite Model Look”-ის უნი­კა­ლუ­რო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ იგი დამ­წყებ მო­დე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, უმოკ­ლე­სი გზით მი­აღ­წი­ონ წარ­მა­ტე­ბას, გახ­დნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და და­ი­წყონ შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა. კონ­კურ­სში ყო­ველ­წლი­უ­რად 70 ქვეყ­ნი­დან 350 000-ამდე კონ­კურ­სან­ტი იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მე-40, სა­ი­უ­ბი­ლეო მსოფ­ლიო ფი­ნალ­ზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს ელით სა­მო­დე­ლო კონ­ტრაქ­ტი სა­ა­გენ­ტო Elite Model Management-თან და აქ­ტი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა.

Elite Model Look Georgia 2023-ში ონ­ლა­ინ რე­გის­ტრა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 1000-ზე მეტ­მა კან­დი­დატ­მა და მათ­გან შე­ირ­ჩა19 გო­გო­ნა და 4 ვაჟი კონ­კურ­სან­ტი, რომ­ლე­ბიც იბ­რძოდ­ნენ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ტი­ტუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად. 6 დე­კემ­ბერს, სას­ტუმ­რო­ში "თბი­ლი­სი ფი­ლარ­მო­ნია მერ­კუ­რი­სა­გან“ "Elite Model Look Georgia 2023"-ის ფი­ნა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და, რო­მელ­შიც პირ­და­პი­რი ჩარ­თვის მეშ­ვე­ო­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მო­დე­ლო კონ­კურ­სის ELITE MODEL LOOK WORLD-ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ჯე­ნი­ფერ მეიმ და ELITE MODEL LOOK Georgia-ს ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ია კიწ­მა­რიშ­ვილ­მა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გო­გო­ნა და ვაჟი და­ა­სა­ხე­ლეს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მსოფ­ლიო ფი­ნალ­ზე გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან.

მე-15-ე სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­კურ­სის Elite Model Look Georgia 2023-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ:

17 წლის დი­ა­ნა ჯინ­ჭა­რა­ძე და 18 წლის საბა ცქვი­ტიშ­ვი­ლი.

დი­ა­ნა და საბა 2024 წლის და­სა­წყის­ში წა­რად­გე­ნენ ჩვენს ქვე­ყა­ნას მე-40 სა­ი­უ­ბი­ლეო მსოფ­ლიო ფი­ნა­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ELITE MODEL LOOK WORLD FINAL.

კაით რა
1

მართლა კაით რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"Elite Model Look Georgia 2023“-ის გამარჯვებულები გამოვლინდა

"Elite Model Look Georgia 2023“-ის გამარჯვებულები გამოვლინდა

Elite Model Look-ი მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული საერთაშორისო სამოდელო კონკურსია, რომელიც საქართველოში უკვე მეთხუთმეტედ წარმატებით ჩატარდა, კომპანია ელიტის ექსკლუზიური წარმომადგენლის, სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის მიერ. კონკურსი მიზნად ისახავს გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

უკვე ოთხი ათწლეულის განმავლობაში, Elite Model Look-ი ახალი ვარსკვლავების აღმოჩენის ავანგარდში რჩება. იგი ათასობით ახალგაზრდას მთელი მსოფლიოდან სთავაზობს, ოცნებები რეალობად აქციონ და მოდის ისეთი ვარსკვლავების კვალს მიჰყვნენ, როგორებიც არიან: სინდი კროუფორდი, ჟიზელ ბუნდჰენი, სტეფანი სეიმური, ვიტორია სერეტი, მონა ტუგარდი, ფეი ფეი სან, მაიოვა ნიკოლასი, ბირგიტ კოსი, მინგ ქსი, ვალერია ბულდინი, ნინა მარკერი, მეთიუ ბელი, დევიდსონ ობენებო და სხვები.

“Elite Model Look”-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი დამწყებ მოდელებს საშუალებას აძლევს, უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ შთამბეჭდავი საერთაშორისო სამოდელო კარიერა. კონკურსში ყოველწლიურად 70 ქვეყნიდან 350 000-ამდე კონკურსანტი იღებს მონაწილეობას. მე-40, საიუბილეო მსოფლიო ფინალზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი სააგენტო Elite Model Management-თან და აქტიური საერთაშორისო სამოდელო კარიერა.

Elite Model Look Georgia 2023-ში ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა კანდიდატმა და მათგან შეირჩა19 გოგონა და 4 ვაჟი კონკურსანტი, რომლებიც იბრძოდნენ გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად. 6 დეკემბერს, სასტუმროში "თბილისი ფილარმონია მერკურისაგან“ "Elite Model Look Georgia 2023"-ის ფინალური ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც პირდაპირი ჩართვის მეშვეობით, საერთაშორისო სამოდელო კონკურსის ELITE MODEL LOOK WORLD-ის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ჯენიფერ მეიმ და ELITE MODEL LOOK Georgia-ს ორგანიზატორმა ქალბატონმა ია კიწმარიშვილმა, გამარჯვებული გოგონა და ვაჟი დაასახელეს, რომლებიც საქართველოს სახელით მსოფლიო ფინალზე გაემგზავრებიან.

მე-15-ე საიუბილეო კონკურსის Elite Model Look Georgia 2023-ის გამარჯვებულები გახდნენ:

17 წლის დიანა ჯინჭარაძე და 18 წლის საბა ცქვიტიშვილი.

დიანა და საბა 2024 წლის დასაწყისში წარადგენენ ჩვენს ქვეყანას მე-40 საიუბილეო მსოფლიო ფინალის ღონისძიებაზე ELITE MODEL LOOK WORLD FINAL.