მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს - არის მსხვერპლი
რუსებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს - არის მსხვერპლი

ოდე­სის ოლ­ქში, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ დრო­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის გამო, მას­შტა­ბუ­რი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

"სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ნა­წი­ლებ­მა ჩა­მო­აგ­დეს Shahed-131/136 ტი­პის 16 დრო­ნი, რომ­ლე­ბიც ოკუ­პან­ტებ­მა ყი­რი­მი­დან გა­მო­უშ­ვეს. აქე­დან შვი­დი „კა­მი­კა­ძე-დრო­ნი“ ხერ­სო­ნის ოლ­ქში ჩა­მო­აგ­დეს, ცხრა კი - ოდე­სის ოლ­ქში. ერთ-ერთი დრო­ნი ოდე­სა­ში კერ­ძო სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს და­ე­ცა და აფეთ­ქდა“, - აცხა­დე­ბენ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბის ტალ­ღამ ახ­ლომ­დე­ბა­რე სახ­ლე­ბი და კერ­ძო სპორ­ტუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­წყო­ბი და­ა­ზი­ა­ნა, დრო­ნის ჩა­მო­ვარ­დნამ დიდი ხან­ძა­რი გა­მო­იწ­ვია, რომ­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ას ოთხ სა­ათ­ზე მეტი დას­ჭირ­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი იპო­ვეს.

სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის 10 ერ­თე­უ­ლი ტექ­ნი­კა და 53 მაშ­ვე­ლი იყო ჩარ­თუ­ლი.

Dima
0

ნამდვილად. ჩვენზე წინ არიან !(((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

რუსებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს - არის მსხვერპლი

რუსებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს - არის მსხვერპლი

ოდესის ოლქში, რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს Shahed-131/136 ტიპის 16 დრონი, რომლებიც ოკუპანტებმა ყირიმიდან გამოუშვეს. აქედან შვიდი „კამიკაძე-დრონი“ ხერსონის ოლქში ჩამოაგდეს, ცხრა კი - ოდესის ოლქში. ერთ-ერთი დრონი ოდესაში კერძო საცხოვრებელ სახლს დაეცა და აფეთქდა“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

მათივე ინფორმაციით, აფეთქების ტალღამ ახლომდებარე სახლები და კერძო სპორტული დაწესებულების საკუთრებაში არსებული საწყობი დააზიანა, დრონის ჩამოვარდნამ დიდი ხანძარი გამოიწვია, რომლის ლიკვიდაციას ოთხ საათზე მეტი დასჭირდა. შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.

სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის 10 ერთეული ტექნიკა და 53 მაშველი იყო ჩართული.