Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"70 ადამიანი დამესხა თავს, წამაქციეს... მანდატურების გმირობაა, რომ ცოცხალი ვარ, შეიძლება იქვე ჩავექოლე ამ ბრბოს" - რას ჰყვება ადვოკატი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, პროცესის შემდეგ სცემეს
"70 ადამიანი დამესხა თავს, წამაქციეს... მანდატურების გმირობაა, რომ ცოცხალი ვარ, შეიძლება იქვე ჩავექოლე ამ ბრბოს" - რას ჰყვება ადვოკატი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, პროცესის შემდეგ სცემეს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სი­დან გა­მო­სულ ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ ანა ჟღენტს თავს და­ესხნენ ამ საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მხა­რის ნა­თე­სა­ვე­ბი და მას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ად­ვო­კა­ტი თვლის, რომ მის სი­ცო­ცხლეს სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე შე­ექ­მნა და რომ არა სა­სა­მარ­თლოს მან­და­ტუ­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა, შე­საძ­ლოა იმ ბრბოს ის იქვე ჩა­ე­ქო­ლა.

  • ად­ვო­კატ­ზე თავ­დას­ხმის ფაქტს ად­ვო­კატ­თა კორ­პუს­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. იუ­რის­ტე­ბი ფაქტს გმო­ბენ და საქ­მის სა­მარ­თლი­ან გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს. რო­გორც ირ­კვე­ვა იმა­ვე დღეს და­ი­წყო საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა, გა­მო­ი­კი­თხხა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტი, ჩა­უ­ტარ­და მას ექ­სპერ­ტი­ზა.

ფაქ­ტი­დან ორი დღის შემ­დეგ კი პრო­კუ­რა­ტუ­რამ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ ად­ვო­კა­ტის მი­მართ სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის გან­ხილ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მუ­ქა­რი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ორ პირს, მათ შო­რის, ერთ არას­რულ­წლო­ვანს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. (წა­ი­კი­თხეთ: "სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ორმა პირ­მა ად­ვო­კა­ტი სცე­მა, მათ შო­რის არას­რულ­წლო­ვა­ნი მას სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა" - პრო­კუ­რა­ტუ­რა)

ად­ვო­კა­ტი ანა ჟღენ­ტი თვლის, რომ საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია არას­წო­რია. რად­გან საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პრო­კუ­რა­ტუ­რა თავს იკა­ვებს სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბის­გან. ად­ვო­კა­ტი ყვე­ლა იმ პი­რის დას­ჯას ითხოვს, ვინც მას თავს და­ეს­ხა.

ად­ვო­კა­ტი ანა ჟღენ­ტი:

- გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულს ვი­ცავ, მას მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი და­უ­ზუს­ტა, ამ­ჟა­მად შეკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან. 7 დე­კემ­ბერს წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა ჩა­ტარ­და სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა. და­ვა­ყე­ნეთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის გა­რე­შე, მე­ო­რე სხდო­მა­ზე მო­სა­მარ­თლეს გა­მო­ე­ტა­ნა ამ საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი, რად­გან ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­ურს, ასე­ვე მო­რა­ლურს და ის მკვლე­ლო­ბას აღი­ა­რებ­და. თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ არ მი­ი­ღო ჩვე­ნი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა. გა­და­წყდა, რომ საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა მოხ­დე­ბა. საქ­მე ლი­ლო­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას ეხე­ბა. საქ­მე­ში არ არის იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ეს არის შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა და ვის­ზეც ეჭვი აქვთ ის პირი რა­მე­ნა­ი­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თან, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად ბრალ­დე­ბულს შეკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

- კონ­ფლიქ­ტი სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში და­ი­წყო?

- დარ­ბაზ­შიც იყ­ვნენ ისი­ნი ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლე­ბი. 4 ადა­მი­ა­ნი მო­სა­მარ­თლემ გა­ა­ძე­ვა კი­დეც სხდო­მის დარ­ბა­ზი­დან. გა­ნუ­მარ­ტა ისიც, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი არ ნიშ­ნავს იმას, რომ კა­ნო­ნი უნდა და­არ­ღვი­ო­თო. ისი­ნი გა­ვიდ­ნენ დარ­ბა­ზი­დან. შემ­დეგ კო­ლო­დორ­შიც ჩოჩ­ქო­ლი იყო. სხდო­მა რომ დას­რულ­და, ცოტა ხანი ჩემს კო­ლე­გებ­თან ვსა­უბ­რობ­დი, ასე­ვე ვე­ლო­დე­ბო­დი სხვა საქ­მის მო­სა­მარ­თლის თა­ნა­შემ­წეს, რომ დის­კე­ბი ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. ამა­სო­ბა­ში დიდი ხანი გა­ვი­და, ესეც ადას­ტუ­რებს, რომ აშ­კა­რად ჰქონ­დათ გან­ზრა­ხუ­ლი ჩემ­ზე თავ­დას­ხმა და იქ მე­ლო­დე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ გა­ვე­დი ეზო­ში, ვე­სა­უბ­რე­ბო­დი ჩემს კო­ლე­გას და სწო­რედ ამ დროს მოხ­და ჩემ­ზე თავ­დას­ხმა, და­ახ­ლო­ე­ბით 70 ადა­მი­ა­ნი პირ­და­პირ თავს და­მეს­ხა.

- პრო­ცე­სი­დან გა­მო­სუ­ლი პი­რე­ბი და­გესხნენ თავს?

- 70 ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა ვერ და­ე­ტია სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში, ამი­ტომ ნა­წი­ლი ეს­წრე­ბო­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს, ნა­წი­ლი პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბას გა­რეთ ელო­დე­ბო­და. თავ­დას­ხმა­ში ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე­ობ­და. იყო სა­ში­ნე­ლი მუ­ქა­რე­ბი ჩემი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის მი­სა­მარ­თი­თაც. რომ არა მან­და­ტუ­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა, არ ვიცი საქ­მე რო­გორ დამ­თავ­რდე­ბო­და. თავს და­მესხნენ, წა­მაქ­ცი­ეს, თავ­ში მაქვს და­ზი­ა­ნე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად მან­და­ტუ­რებ­მა გა­და­მარ­ჩი­ნეს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ პრო­კუ­რა­ტუ­რამ მხო­ლოდ ორ პირს წა­უ­ყე­ნა ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრა­ლი, მათ სა­სა­მარ­თლომ გი­რაო შე­უ­ფარ­და და მა­ინც არ ის­ვე­ნე­ბენ, ისევ მო­დის მათი მხრი­დან მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი მე­სი­ჯე­ბი ჩემს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე. კი­დევ გა­ბე­დეს, ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია მათი და­უს­ჯე­ლო­ბით. იმით, რომ საქ­მეს არ მი­ე­ცა სა­მარ­თლი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბა და არ წა­ე­ყე­ნათ მათ ბრა­ლი ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ბა­მი­სად.

და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მაქვს, რომ დავ­ვარ­დი ძირს, თავი და­ვარ­ტყი, თავ­ში მაქვს და­ზი­ა­ნე­ბა, მარ­თლა მან­და­ტუ­რე­ბის გმი­რო­ბაა, რომ მე ცო­ცხა­ლი ვარ, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა იქვე ჩა­ვე­ქო­ლე ამ ბრბოს. სა­სა­მარ­თლოს კა­რებ­თან მომ­ვარ­დნენ, არის ვი­დეო მა­სა­ლაც ამის ამ­სახ­ვე­ლი, რო­მე­ლიც რუს­მა გო­გომ გა­და­ი­ღო. არის მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი და დღემ­დე არ არი­ან იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. ფო­ტო­ე­ბიც კი გა­ვუგ­ზავ­ნე მათი ვინც ამო­ვი­ცა­ნი. ვინც ჩემ­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და და ტე­ლე­ფო­ნის წარ­თმე­ვას ცდი­ლობ­და მას 3000- ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­დეს, ცალ ცალ­კე წა­უ­ყე­ნეს ორი­ვე პირს ბრა­ლი და არა ჯგუ­ფუ­რად.

ერთ საქ­მე­ზე ორი ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი და ჯგუ­ფუ­რად არ წა­უ­ყე­ნეს. გარ­დაც­ვლი­ლი რომ ჰყავს ახ­ლო­ბე­ლი ამი­ტომ კა­ნონს არ უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოს? ამი­ტომ ად­ვო­კატ­ზე თავ­დას­ხმის­თვის პა­სუ­ხი არ უნდა აგოს? ეს ჯგუ­ფუ­რი თავ­დას­ხმა იყო, ერ­თობ­ლი­ვად მოქ­მე­დებ­და ყვე­ლა, ელო­დე­ბოდ­ნენ ჩემს გას­ვლას შე­ნო­ბი­დან. არ ვიცი კონ­კრე­ტუ­ლად ვინ და­გეგ­მა, მაგ­რამ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი რომ და­მეს­ხა თავს, ეს ხომ ადას­ტუ­რებს, რომ იყო ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლი. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე არ ვიცი. თუმ­ცა ხში­რად ის­მო­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სი­ტყვა და რო­გორც მერე გა­ვარ­კვიე ეს სი­ტყვა ნიშ­ნავს მოგ­კლავ, მოგ­კლავ. მათ­გან იყო მოკ­ვლის მუ­ქა­რა, ცოტა აქეთ, სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში, სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს­კენ თუნ­დაც რომ მომ­ხდა­რი­ყო ეს თავ­დას­ხმა, იქ ვე­რა­ვინ ვერ მიშ­ვე­ლი­და. ვერც მო­ას­წრებ­დნენ მან­და­ტუ­რე­ბი ჩემს დახ­მა­რე­ბას. ასე­თი თავ­დას­ხმა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ვი­თხოვ სწო­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის წა­ყე­ნე­ბას და ასე­ვე სხვა მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის დას­ჯას კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, რომ სხვა დროს არა­ვინ გა­ბე­დოს ად­ვო­კატ­ზე ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი თავ­დას­ხმა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
asea
20

ადვოკატი უნდა ითხოვდეს სასჯელის შემსუბუქებას და არა აშკარა დამნაშავის გამართლებას, როგორც ეს ბილო დროს ხდება მამის მკვლელს, ბებიის გამუპატიურებელის, განძრახ მკვლელობის ჩამდენს ამართლებენ და ანგრლოზებად გამოჰყავთ. 

ანა ჟღენტს
65

მოგექცნენ ისე, როგორც შენს აზროვნებას და შენს დონეს შეეფერება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"70 ადამიანი დამესხა თავს, წამაქციეს... მანდატურების გმირობაა, რომ ცოცხალი ვარ, შეიძლება იქვე ჩავექოლე ამ ბრბოს" - რას ჰყვება ადვოკატი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, პროცესის შემდეგ სცემეს

"70 ადამიანი დამესხა თავს, წამაქციეს... მანდატურების გმირობაა, რომ ცოცხალი ვარ, შეიძლება იქვე ჩავექოლე ამ ბრბოს" - რას ჰყვება ადვოკატი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, პროცესის შემდეგ სცემეს

რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესიდან გამოსულ ბრალდებულის ადვოკატ ანა ჟღენტს თავს დაესხნენ ამ საქმეში დაზარალებული მხარის ნათესავები და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადვოკატი თვლის, რომ მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნა და რომ არა სასამართლოს მანდატურების ოპერატიული მოქმედება, შესაძლოა იმ ბრბოს ის იქვე ჩაექოლა.

  • ადვოკატზე თავდასხმის ფაქტს ადვოკატთა კორპუსში დიდი გამოხმაურება მოყვა. იურისტები ფაქტს გმობენ და საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვს. როგორც ირკვევა იმავე დღეს დაიწყო საქმის გამოძიება, გამოიკითხხა დაზარალებული ადვოკატი, ჩაუტარდა მას ექსპერტიზა.

ფაქტიდან ორი დღის შემდეგ კი პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ადვოკატის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით მუქარისა და ძალადობის ფაქტზე ორ პირს, მათ შორის, ერთ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. (წაიკითხეთ: "სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ორმა პირმა ადვოკატი სცემა, მათ შორის არასრულწლოვანი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა" - პროკურატურა)

ადვოკატი ანა ჟღენტი თვლის, რომ საქმის კვალიფიკაცია არასწორია. რადგან საქმეში ფიგურირებენ დაზარალებულები და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, პროკურატურა თავს იკავებს სათანადო შეფასებისგან. ადვოკატი ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც მას თავს დაესხა.

ადვოკატი ანა ჟღენტი:

- განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ვიცავ, მას მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუზუსტა, ამჟამად შეკვეთილ მკვლელობას ედავებიან. 7 დეკემბერს წინასასამართლო სხდომა ჩატარდა საქალაქო სასამართლოში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დუმილის უფლება გამოიყენა. დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, მეორე სხდომაზე მოსამართლეს გამოეტანა ამ საქმეზე განაჩენი, რადგან ვითვალისწინებდით დაზარალებულების მდგომარეობას, როგორც ფსიქოლოგიურს, ასევე მორალურს და ის მკვლელობას აღიარებდა. თუმცა მოსამართლემ არ მიიღო ჩვენი შუამდგომლობა. გადაწყდა, რომ საქმის არსებითი განხილვა მოხდება. საქმე ლილოში მომხდარ მკვლელობას ეხება. საქმეში არ არის იმის მტკიცებულებები, რომ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა და ვისზეც ეჭვი აქვთ ის პირი რამენაირად დაკავშირებულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, თუმცა ამის მიუხედავად ბრალდებულს შეკვეთილ მკვლელობას ედავებიან.

- კონფლიქტი სასამართლო დარბაზში დაიწყო?

- დარბაზშიც იყვნენ ისინი ძალიან აგრესიულები. 4 ადამიანი მოსამართლემ გააძევა კიდეც სხდომის დარბაზიდან. განუმარტა ისიც, დაზარალებულის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ კანონი უნდა დაარღვიოთო. ისინი გავიდნენ დარბაზიდან. შემდეგ კოლოდორშიც ჩოჩქოლი იყო. სხდომა რომ დასრულდა, ცოტა ხანი ჩემს კოლეგებთან ვსაუბრობდი, ასევე ველოდებოდი სხვა საქმის მოსამართლის თანაშემწეს, რომ დისკები ჩამებარებინა. ამასობაში დიდი ხანი გავიდა, ესეც ადასტურებს, რომ აშკარად ჰქონდათ განზრახული ჩემზე თავდასხმა და იქ მელოდებოდნენ. შემდეგ გავედი ეზოში, ვესაუბრებოდი ჩემს კოლეგას და სწორედ ამ დროს მოხდა ჩემზე თავდასხმა, დაახლოებით 70 ადამიანი პირდაპირ თავს დამესხა.

- პროცესიდან გამოსული პირები დაგესხნენ თავს?

- 70 ადამიანი ყველა ვერ დაეტია სასამართლო დარბაზში, ამიტომ ნაწილი ესწრებოდა სასამართლო პროცესს, ნაწილი პროცესის დასრულებას გარეთ ელოდებოდა. თავდასხმაში ყველა მონაწილეობდა. იყო საშინელი მუქარები ჩემი არასრულწლოვანი შვილის მისამართითაც. რომ არა მანდატურების ოპერატიული მოქმედება, არ ვიცი საქმე როგორ დამთავრდებოდა. თავს დამესხნენ, წამაქციეს, თავში მაქვს დაზიანება. ფაქტობრივად მანდატურებმა გადამარჩინეს. წარმოიდგინეთ პროკურატურამ მხოლოდ ორ პირს წაუყენა ამ დანაშაულისთვის ბრალი, მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა და მაინც არ ისვენებენ, ისევ მოდის მათი მხრიდან მუქარის შემცველი მესიჯები ჩემს "ფეისბუქის" გვერდზე. კიდევ გაბედეს, ეს გამოწვეულია მათი დაუსჯელობით. იმით, რომ საქმეს არ მიეცა სამართლიანი რეაგირება და არ წაეყენათ მათ ბრალი ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად.

დაზიანებები მაქვს, რომ დავვარდი ძირს, თავი დავარტყი, თავში მაქვს დაზიანება, მართლა მანდატურების გმირობაა, რომ მე ცოცხალი ვარ, თორემ შეიძლება იქვე ჩავექოლე ამ ბრბოს. სასამართლოს კარებთან მომვარდნენ, არის ვიდეო მასალაც ამის ამსახველი, რომელიც რუსმა გოგომ გადაიღო. არის მოკლე ტექსტური შეტყობინებები მუქარის შემცველი და დღემდე არ არიან იდენტიფიცირებულები ეს ადამიანები. ფოტოებიც კი გავუგზავნე მათი ვინც ამოვიცანი. ვინც ჩემზე ფიზიკურად იძალადა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა მას 3000- ლარიანი გირაო შეუფარდეს, ცალ ცალკე წაუყენეს ორივე პირს ბრალი და არა ჯგუფურად.

ერთ საქმეზე ორი ადამიანია დაკავებული და ჯგუფურად არ წაუყენეს. გარდაცვლილი რომ ჰყავს ახლობელი ამიტომ კანონს არ უნდა დაემორჩილოს? ამიტომ ადვოკატზე თავდასხმისთვის პასუხი არ უნდა აგოს? ეს ჯგუფური თავდასხმა იყო, ერთობლივად მოქმედებდა ყველა, ელოდებოდნენ ჩემს გასვლას შენობიდან. არ ვიცი კონკრეტულად ვინ დაგეგმა, მაგრამ ამდენი ადამიანი რომ დამესხა თავს, ეს ხომ ადასტურებს, რომ იყო ჯგუფური დანაშაული. აზერბაიჯანული მე არ ვიცი. თუმცა ხშირად ისმოდა აზერბაიჯანული სიტყვა და როგორც მერე გავარკვიე ეს სიტყვა ნიშნავს მოგკლავ, მოგკლავ. მათგან იყო მოკვლის მუქარა, ცოტა აქეთ, სასამართლოს ეზოში, საინფორმაციოსკენ თუნდაც რომ მომხდარიყო ეს თავდასხმა, იქ ვერავინ ვერ მიშველიდა. ვერც მოასწრებდნენ მანდატურები ჩემს დახმარებას. ასეთი თავდასხმა წარმოუდგენელია. ვითხოვ სწორი კვალიფიკაციის წაყენებას და ასევე სხვა მონაწილე პირების დასჯას კანონის შესაბამისად, რომ სხვა დროს არავინ გაბედოს ადვოკატზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმა.