მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგმა "რწმენის ფალსიფიკაციაც" კი დამწამა, ზოგს შეეშინდა... ჩემმა ერთ-ერთმა ნამუშევარმა ბევრი ურთიერთ საწინააღმდეგო აზრი წარმოშვა" - გაიცანით მხატვარი მრავალფეროვანი შემოქმედებით
"ზოგმა "რწმენის ფალსიფიკაციაც" კი დამწამა, ზოგს შეეშინდა... ჩემმა ერთ-ერთმა ნამუშევარმა ბევრი ურთიერთ საწინააღმდეგო აზრი წარმოშვა" - გაიცანით მხატვარი მრავალფეროვანი შემოქმედებით

"ყვე­ლა ნა­მუ­შევ­რის ქვე­ტექ­სტი სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლას ეთ­მო­ბა, გა­მარ­ჯვე­ბის სურ­ვილს" - გვე­უბ­ნე­ბა მა­მუ­კა ფი­ფია, მხატ­ვა­რი სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბით. ამ­ბობს, რომ ხატ­ვა ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ და­ი­წყო და პირ­ვე­ლად ეს ნიჭი ჯერ ოჯახ­ში, შემ­დეგ კი სკო­ლა­ში შე­ამ­ჩნი­ეს. სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში არ უვ­ლია.

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, რა ასაკ­ში და­ი­წყეთ ხატ­ვა?

- ასა­კი არ მახ­სოვს, ალ­ბათ რო­გორც მხატ­ვრე­ბის უმე­ტე­სო­ბამ ხატ­ვა ძა­ლი­ან ადრე და­ვი­წყე. პირ­ვე­ლად ხატ­ვის ნიჭი მშობ­ლებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს, შემ­დეგ სკო­ლა­ში. ხატ­ვა კლა­სე­ლებ­ზე კარ­გად გა­მომ­დი­ო­და და კედ­ლის გა­ზე­თებს მა­ხატ­ვი­ნებ­დნენ. ასე­ვე სკო­ლის­თვის, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის სა­ჭი­რო პლა­კა­ტებს, რაც ძა­ლი­ან მე­ზა­რე­ბო­და... ჩემ­თვის ვხა­ტავ­დი სახ­ლში, სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში არ მივ­ლია, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, რომ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის მერე სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა... ამი­ტომ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის მერე სო­ხუმ­ში,(მე ოჩამ­ჩი­რი­დან გახ­ლა­ვართ) მხატ­ვარ რა­მინ აფა­ქი­ძეს­თან მო­ვემ­ზა­დე ხატ­ვა-ფერ­წე­რა­ში და მომ­დევ­ნო წელს წა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე ჩა­სა­ბა­რებ­ლად...

- სო­ხუმ­ში ყოფ­ნა რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ?

- სო­ხუმ­ში 1990 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან,1991 წლის აპ­რი­ლამ­დე ვი­ყა­ვი, ვცხოვ­რობ­დი მა­მი­დას ოჯახ­ში - ონე­რი და ნანი თო­დუ­ე­ბი... მათ გა­რე­შე ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. მათი მად­ლი­ე­რი ვარ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვიქ­ნე­ბი. რა­მინ აფა­ქი­ძე პირ­ვე­ლი მხატ­ვა­რი იყო, ვი­საც შევ­ხვდი. დღემ­დე უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბით ვიხ­სე­ნებ ამ დი­დე­ბულ ადა­მი­ანს. შე­სა­ნიშ­ნა­ვი მხატ­ვა­რი და პე­და­გო­გი­უ­რი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მხატ­ვრის პე­და­გო­გი იყო. მის­გან მი­ვი­ღე პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი. შემ­დეგ კი თბი­ლის­ში ჩა­მომ­ყვა და სწორ გზა­ზე და­მა­ყე­ნა, რათა მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მცდე­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და პირ­ვე­ლი­ვე წელს, დიდი კონ­კურ­სის მი­უ­ხე­და­ვად სტუ­დენ­ტი გავ­ხდი...

- სო­ხუ­მის, აფხა­ზე­თის სი­ლა­მა­ზემ თქვენ­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა?

- რა თქმა უნდა... სო­ხუ­მი ულა­მა­ზე­სი ქა­ლა­ქია. ჩვე­ნი დიდი ტკი­ვი­ლი და მო­ნატ­რე­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ისე წა­მო­ვე­დი იქი­დან, რომ ბო­ლომ­დე ვერ მო­ვა­ხერ­ხე მისი სრუ­ლად და კარ­გად დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა... რო­გორც ზე­მოთ ვახ­სე­ნე, სულ რამ­დე­ნი­მე თვე ვი­ყა­ვი და ჩემი გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (პა­რა­ლე­ლუ­რად ვვარ­ჯი­შობ­დი) თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ძა­ლი­ან ცოტა მქონ­და...

მახ­სოვს ზღვის და მთის შე­ზა­ვე­ბუ­ლი ჰა­ე­რის სურ­ნე­ლი და სიმწვა­ნე... მა­რადმწვა­ნე მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ზამ­თარ­შიც კი აცო­ცხლებ­და ქა­ლაქს. ასე­ვე სო­ხუ­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, პა­ტა­რა, თეთ­რი, ლა­მა­ზი შე­ნო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მარ­გა­ლი­ტე­ბი­ვით ამ­კობ­და ქა­ლაქს. ზღვა რა თქმა უნდა ლურ­ჯი და კამ­კა­მა.ზღვის გა­რე­შე სო­ხუ­მი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია...

- სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ისევ ხე­ლოვ­ნე­ბას გაჰ­ყე­ვით?

- სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წელი სა­ერ­თოდ არ მი­ხა­ტია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ,ძა­ლი­ან ცუდი დრო იყო... მერე და­ვი­წყე ხატ­წე­რა და საკ­მაო ხნის მან­ძილ­ზე ამ დი­დე­ბუ­ლი საქ­მით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ფერ­წე­რას, სულ მინ­დო­და და­მე­წყო, მაგ­რამ ხან შეკ­ვე­თე­ბის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, და ხან უბ­რა­ლოდ არ მე­ხა­ტე­ბო­და. და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის წინ, ჩემს შვილს მა­რი­ამს და­ბა­დე­ბის დღის სა­ჩუქ­რად პორ­ტრე­ტი და­ვუ­ხა­ტე. ეს რომ ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ნა­ხეს, მირ­ჩი­ეს, არ შე­მე­წყვი­ტა მუ­შა­ო­ბა და ასე და­ი­წყო კი­დეც მომ­დევ­ნო სა­ინ­ტე­რე­სო ეტა­პი ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში. საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი და­მიგ­როვ­და და 2019 წელს მო­ვა­წყვე პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა, სა­ხელ­წო­დე­ბით "როლი"... ერ­თობ­ლივ გა­მო­ფე­ნებ­ზე, ად­რეც და ახ­ლაც, თუმც იშ­ვი­ა­თად, მა­ინც ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა უცხო­ეთს, 2017 წელს ლიტ­ვა­ში, პლე­ნერ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რის შემ­დე­გაც, იქვე ჩემს მე­გო­ბარ­თან და­ვით ბა­ძა­ღუ­ას­თან ერ­თად მო­ე­წყო ორი მხატ­ვრის გა­მო­ფე­ნა. იმა­ვე წელს ეს­პა­ნეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის დღე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­მო­ფე­ნა­ზე სხვა მხატ­ვრებ­თან ერ­თად, ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ფე­ნაც გვქონ­და. ევ­რო­პა­ში მქონ­და სხვა, არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ფე­ნა და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ პან­დე­მი­ამ ხელი შე­მი­შა­ლა. იმე­დი მაქვს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ და­სა­ხულ მიზ­ნებს...

- ხატ­წე­რა­ზე რომ გვი­ამ­ბოთ...

- სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით და­ვი­წყე. ხა­ტე­ბის რეპ­რო­დუქ­ცი­ებს ფა­ნერ­ზე ვაკ­რავ­დი და სა­ეკ­ლე­სიო მა­ღა­ზი­ებ­ში ვა­ბა­რებ­დი. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ბა­რე­ბაც ჭირ­და. ერთ დღე­საც ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, და­ვით ქა­ლე­ბაშ­ვილ­მა (ისიც მხატ­ვა­რია და ამ­ჟა­მად სა­სუ­ლი­ე­რო პირი) მი­თხრა: მა­მუ­კა რა­ტომ წვა­ლობ, რო­დე­საც შე­გიძ­ლია შენ თვი­თონ და­ხა­ტოო...

მე ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა ხატი რო­გორ უნდა და­მე­ხა­ტა. თა­ვი­სი რთუ­ლი კა­ნო­ნი­კა, მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცია და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია აქვს. თვი­თონ ჰქონ­და ცო­ტა­ო­დე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ამ საქ­მე­ში და მეც გა­მი­ზი­ა­რა. მე­ო­რე დღეს ვი­ყი­დეთ პიგმენ­ტე­ბი და სა­ღე­ბა­ვიც დავ­ტეს­ტეთ. მა­შინ სე­ნაკ­ში ვცხოვ­რობ­დი და და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვის მერე, 4 ნა­მუ­შე­ვა­რი ჩა­მო­ვი­ტა­ნე და ვა­ნა­ხე ჩემს მე­გო­ბარს. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, სხვებ­მაც ნა­ხეს და მის მერე სულ ვმუ­შა­ობ. ძი­რი­თა­დად შეკ­ვე­თებ­ზე... პირ­ვე­ლი კან­კე­ლის ხა­ტე­ბი შე­ვას­რუ­ლე ფო­თის ერთ-ერთი ტაძ­რის­თვის. სე­ნაკ­ში რამ­დე­ნი­მე ტაძ­რის კან­კე­ლის ხა­ტე­ბი. მარ­ტვილ­შია რამ­დე­ნი­მე ხატი. ზუგ­დიდ­ში ასე­ვე. წა­ლენ­ჯი­ხის, სოფ.ოჭა­ნეს დე­და­თა მო­ნას­ტე­რი. ასე­ვე კერ­ძო შეკ­ვე­თე­ბი, ტაძ­რე­ბის­თვის და ოჯა­ხის­თვის შუ­ამ­თის მო­ნას­ტრის­თვის. აბა­ნო­თუ­ბან­თან მდე­ბა­რე 40 მო­წა­მე­თა ტაძ­რის­თვის კან­კე­ლის და დარ­ბა­ზის ხა­ტე­ბი.წმ.სა­მე­ბის ტაძ­რის­თვის წმ.ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ხატი და ან­ჩის­ხა­ტის ასლი. ყვე­ლას ვერ ვიხ­სე­ნებ. ბო­ლოს ჯვარ­ცმის ხატი, წალ­კის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ რე­ხას­თვის... უცხო­ეთ­შიც საკ­მა­ოდ ბევ­რია...

- პა­რა­ლე­ლუ­რად ფერ­წე­რა...

- ფერ­წე­რა­ში ორ­წლი­ა­ნი პა­უ­ზა მქონ­და.ზო­გა­დად ფერ­წე­რის და ხატ­წე­რის შე­თავ­სე­ბა ურ­თუ­ლე­სია. ორი მოლ­ბერ­ტი მაქვს. ვხუმ­რობ ხოლ­მე მე­გობ­რებ­თან: "მეტ­რა ნა­ხევ­რი­ა­ნი მან­ძი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა­ზე შორი და რთუ­ლი გზა ჩემ­თვის, ერთი მოლ­ბერ­ტი­დან მე­ო­რემ­დეა". ამი­ტომ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ისევ უნდა გან­ვა­ახ­ლო ფერ­წე­რა­ში მუ­შა­ო­ბა და იდე­ებს ხორ­ცი შე­ვას­ხა.

- თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რია აღ­ტა­ცე­ბუ­ლი... რას ეტყო­დით მათ?

- მად­ლო­ბე­ლი ვარ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის, ვი­საც მოს­წონს ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა. მე ისი­ნი უდი­დეს ძა­ლას მმა­ტე­ბენ. ჩემი ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი, ხატ­წე­რუ­ლის­გან ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბაა... არ არის ჩემი მხატ­ვრო­ბა, ასე ვთქვათ პო­პუ­ლა­რუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის, ან ლა­მა­ზი... უფრო მძი­მე სი­უ­ჟე­ტე­ბი ჭარ­ბობს, მაგ­რამ "რე­ა­ლო­ბა უფრო მკაც­რია"... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლა ნა­მუ­შევ­რის ქვე­ტექ­სტი სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლას ეთ­მო­ბა, გა­მარ­ჯვე­ბის სურ­ვილს. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რი ის არის, რა­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ხა­ტავ და არ ფიქ­რობ სხვებს მო­ე­წო­ნე­ბათ თუ არა. ამ შემ­თხვე­ვა­ში მარ­თა­ლი ხარ და ეს ემო­ცია ტი­ლო­ზეც აი­სა­ხე­ბა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია. მხატ­ვა­რი არა­სო­დეს არ უნდა იყოს მიღ­წე­უ­ლით კმა­ყო­ფი­ლი. მუდ­მი­ვად უნდა იც­ვლე­ბო­დეს და ვი­თარ­დე­ბო­დეს.

- თქვენს ერთ-ერთ ნა­მუ­შე­ვარს ძა­ლი­ან დიდი გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა...

- დიახ, ამ ნა­მუ­შე­ვარ­მა ყვე­ლა­ზე მეტი ურ­თი­ერთ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზრი წარ­მოშ­ვა. ზოგს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. ზოგს შე­ე­შინ­და.. ზოგ­მა "რწმე­ნის ფალ­სი­ფი­კა­ცი­აც", კი დამ­წა­მა, სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­ტი­პე­ბი ნა­ხეს. ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და­ით­ვა­ლეს. მეც არ ვიცი რამ­დე­ნია... ერთი რამ კი და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა - ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კვი­რა დღის ლოც­ვაა, სა­დაც ყვე­ლა ტი­პის ადა­მი­ა­ნია,თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბით, მიზ­ნე­ბით, სურ­ვი­ლე­ბით...

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი...

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, ბევ­რი მუ­შა­ო­ბაა და მერე მომ­დევ­ნო პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის გა­კე­თე­ბა,ყვე­ლა­ზე დიდ,ყვე­ლა­ზე ნა­თელ გა­ლე­რე­ა­ში..მხატ­ვრებ­თან და ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რულ ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0

ძალიან საინტერესო ნამუშევრებია, როგორც ფერწერაში,ასევე ხატწერაში! უდავოდ ზედმიწევნით ნიჭიერი მხატვარი გახლავთ ! ღმერთმა მას ხელი მოუმართოს!🙏🏻✝️

ანატოლი ქარდავა
0

გვეამაყები, წარმატებები, თქვენისთანა წარმატებული, ორიგინალური ხედვის მხატვრებით ამაყობს საქართველო, მითუმეტეს ჩვენ, თქვენი თანასოფლელები, ახალ აკვასკელები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ზოგმა "რწმენის ფალსიფიკაციაც" კი დამწამა, ზოგს შეეშინდა... ჩემმა ერთ-ერთმა ნამუშევარმა ბევრი ურთიერთ საწინააღმდეგო აზრი წარმოშვა" - გაიცანით მხატვარი მრავალფეროვანი შემოქმედებით

"ზოგმა "რწმენის ფალსიფიკაციაც" კი დამწამა, ზოგს შეეშინდა... ჩემმა ერთ-ერთმა ნამუშევარმა ბევრი ურთიერთ საწინააღმდეგო აზრი წარმოშვა" - გაიცანით მხატვარი მრავალფეროვანი შემოქმედებით

"ყველა ნამუშევრის ქვეტექსტი სიცოცხლისთვის ბრძოლას ეთმობა, გამარჯვების სურვილს" - გვეუბნება მამუკა ფიფია, მხატვარი საინტერესო და მრავალფეროვანი შემოქმედებით. ამბობს, რომ ხატვა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო და პირველად ეს ნიჭი ჯერ ოჯახში, შემდეგ კი სკოლაში შეამჩნიეს. სამხატვრო სკოლაში არ უვლია.

- ბატონო მამუკა, რა ასაკში დაიწყეთ ხატვა?

- ასაკი არ მახსოვს, ალბათ როგორც მხატვრების უმეტესობამ ხატვა ძალიან ადრე დავიწყე. პირველად ხატვის ნიჭი მშობლებმა შეამჩნიეს, შემდეგ სკოლაში. ხატვა კლასელებზე კარგად გამომდიოდა და კედლის გაზეთებს მახატვინებდნენ. ასევე სკოლისთვის, ღონისძიებებისთვის საჭირო პლაკატებს, რაც ძალიან მეზარებოდა... ჩემთვის ვხატავდი სახლში, სამხატვრო სკოლაში არ მივლია, თუმცა გადაწყვეტილი მქონდა, რომ სკოლის დამთავრების მერე სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა... ამიტომ სკოლის დამთავრების მერე სოხუმში,(მე ოჩამჩირიდან გახლავართ) მხატვარ რამინ აფაქიძესთან მოვემზადე ხატვა-ფერწერაში და მომდევნო წელს წამოვედი თბილისში სამხატვრო აკადემიის მისაღებ გამოცდებზე ჩასაბარებლად...

- სოხუმში ყოფნა როგორ გახსენდებათ?

- სოხუმში 1990 წლის ოქტომბრიდან,1991 წლის აპრილამდე ვიყავი, ვცხოვრობდი მამიდას ოჯახში - ონერი და ნანი თოდუები... მათ გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. მათი მადლიერი ვარ და მთელი ცხოვრება ვიქნები. რამინ აფაქიძე პირველი მხატვარი იყო, ვისაც შევხვდი. დღემდე უდიდესი მადლიერებით ვიხსენებ ამ დიდებულ ადამიანს. შესანიშნავი მხატვარი და პედაგოგიური ნიჭით დაჯილდოებული, არაერთი წარმატებული მხატვრის პედაგოგი იყო. მისგან მივიღე პირველი სერიოზული გაკვეთილები. შემდეგ კი თბილისში ჩამომყვა და სწორ გზაზე დამაყენა, რათა მისაღები გამოცდებისთვის მაქსიმალურად მომზადებული ვყოფილიყავი. მცდელობამ შედეგი გამოიღო და პირველივე წელს, დიდი კონკურსის მიუხედავად სტუდენტი გავხდი...

- სოხუმის, აფხაზეთის სილამაზემ თქვენზე გავლენა მოახდინა?

- რა თქმა უნდა... სოხუმი ულამაზესი ქალაქია. ჩვენი დიდი ტკივილი და მონატრება. სიმართლე გითხრათ, ისე წამოვედი იქიდან, რომ ბოლომდე ვერ მოვახერხე მისი სრულად და კარგად დათვალიერება... როგორც ზემოთ ვახსენე, სულ რამდენიმე თვე ვიყავი და ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე (პარალელურად ვვარჯიშობდი) თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მქონდა...

მახსოვს ზღვის და მთის შეზავებული ჰაერის სურნელი და სიმწვანე... მარადმწვანე მცენარეები, რომლებიც ზამთარშიც კი აცოცხლებდა ქალაქს. ასევე სოხუმისთვის დამახასიათებელი, პატარა, თეთრი, ლამაზი შენობები, რომელიც მარგალიტებივით ამკობდა ქალაქს. ზღვა რა თქმა უნდა ლურჯი და კამკამა.ზღვის გარეშე სოხუმი წარმოუდგენელია...

- სწავლის დასრულების შემდეგ ისევ ხელოვნებას გაჰყევით?

- სწავლის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელი საერთოდ არ მიხატია. მოგეხსენებათ,ძალიან ცუდი დრო იყო... მერე დავიწყე ხატწერა და საკმაო ხნის მანძილზე ამ დიდებული საქმით ვიყავი დაკავებული. რაც შეეხება ფერწერას, სულ მინდოდა დამეწყო, მაგრამ ხან შეკვეთების გამო ვერ ვახერხებდი, და ხან უბრალოდ არ მეხატებოდა. დაახლოებით ათი წლის წინ, ჩემს შვილს მარიამს დაბადების დღის საჩუქრად პორტრეტი დავუხატე. ეს რომ ჩემმა მეგობრებმა ნახეს, მირჩიეს, არ შემეწყვიტა მუშაობა და ასე დაიწყო კიდეც მომდევნო საინტერესო ეტაპი ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში. საკმაო რაოდენობის ნამუშევრები დამიგროვდა და 2019 წელს მოვაწყვე პირველი პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით "როლი"... ერთობლივ გამოფენებზე, ადრეც და ახლაც, თუმც იშვიათად, მაინც ვიღებ მონაწილეობას. რაც შეეხება უცხოეთს, 2017 წელს ლიტვაში, პლენერში მივიღე მონაწილეობა, რის შემდეგაც, იქვე ჩემს მეგობართან დავით ბაძაღუასთან ერთად მოეწყო ორი მხატვრის გამოფენა. იმავე წელს ესპანეთში, საქართველოს კულტურის დღეებთან დაკავშირებულ გამოფენაზე სხვა მხატვრებთან ერთად, ერთობლივი გამოფენაც გვქონდა. ევროპაში მქონდა სხვა, არანაკლებ საინტერესო გამოფენა დაგეგმილი, მაგრამ სამწუხაროდ პანდემიამ ხელი შემიშალა. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში განვახორციელებ დასახულ მიზნებს...

- ხატწერაზე რომ გვიამბოთ...

- სრულიად შემთხვევით დავიწყე. ხატების რეპროდუქციებს ფანერზე ვაკრავდი და საეკლესიო მაღაზიებში ვაბარებდი. ხშირ შემთხვევაში ჩაბარებაც ჭირდა. ერთ დღესაც ჩემმა მეგობარმა, დავით ქალებაშვილმა (ისიც მხატვარია და ამჟამად სასულიერო პირი) მითხრა: მამუკა რატომ წვალობ, როდესაც შეგიძლია შენ თვითონ დახატოო...

მე ვერ წარმომედგინა ხატი როგორ უნდა დამეხატა. თავისი რთული კანონიკა, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და განსხვავებული ტექნოლოგია აქვს. თვითონ ჰქონდა ცოტაოდენი გამოცდილება ამ საქმეში და მეც გამიზიარა. მეორე დღეს ვიყიდეთ პიგმენტები და საღებავიც დავტესტეთ. მაშინ სენაკში ვცხოვრობდი და დაახლოებით 2 თვის მერე, 4 ნამუშევარი ჩამოვიტანე და ვანახე ჩემს მეგობარს. ძალიან მოეწონა, სხვებმაც ნახეს და მის მერე სულ ვმუშაობ. ძირითადად შეკვეთებზე... პირველი კანკელის ხატები შევასრულე ფოთის ერთ-ერთი ტაძრისთვის. სენაკში რამდენიმე ტაძრის კანკელის ხატები. მარტვილშია რამდენიმე ხატი. ზუგდიდში ასევე. წალენჯიხის, სოფ.ოჭანეს დედათა მონასტერი. ასევე კერძო შეკვეთები, ტაძრებისთვის და ოჯახისთვის შუამთის მონასტრისთვის. აბანოთუბანთან მდებარე 40 მოწამეთა ტაძრისთვის კანკელის და დარბაზის ხატები.წმ.სამების ტაძრისთვის წმ.ვახტანგ გორგასლის ხატი და ანჩისხატის ასლი. ყველას ვერ ვიხსენებ. ბოლოს ჯვარცმის ხატი, წალკის რაიონის, სოფელ რეხასთვის... უცხოეთშიც საკმაოდ ბევრია...

- პარალელურად ფერწერა...

- ფერწერაში ორწლიანი პაუზა მქონდა.ზოგადად ფერწერის და ხატწერის შეთავსება ურთულესია. ორი მოლბერტი მაქვს. ვხუმრობ ხოლმე მეგობრებთან: "მეტრა ნახევრიანი მანძილის მიუხედავად, ყველაზე შორი და რთული გზა ჩემთვის, ერთი მოლბერტიდან მეორემდეა". ამიტომ ყველაფრის მიუხედავად, ისევ უნდა განვაახლო ფერწერაში მუშაობა და იდეებს ხორცი შევასხა.

- თქვენი შემოქმედებით ძალიან ბევრია აღტაცებული... რას ეტყოდით მათ?

- მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვისაც მოსწონს ჩემი შემოქმედება. მე ისინი უდიდეს ძალას მმატებენ. ჩემი ფერწერული ნამუშევრები, ხატწერულისგან ძალიან განსხვავებულია და მეორე უკიდურესობაა... არ არის ჩემი მხატვრობა, ასე ვთქვათ პოპულარული მიმდინარეობის, ან ლამაზი... უფრო მძიმე სიუჟეტები ჭარბობს, მაგრამ "რეალობა უფრო მკაცრია"... მიუხედავად ამისა, ყველა ნამუშევრის ქვეტექსტი სიცოცხლისთვის ბრძოლას ეთმობა, გამარჯვების სურვილს. ყველაზე რთული და კარგი ნამუშევარი ის არის, რასაც საკუთარი თავისთვის ხატავ და არ ფიქრობ სხვებს მოეწონებათ თუ არა. ამ შემთხვევაში მართალი ხარ და ეს ემოცია ტილოზეც აისახება, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მხატვარი არასოდეს არ უნდა იყოს მიღწეულით კმაყოფილი. მუდმივად უნდა იცვლებოდეს და ვითარდებოდეს.

- თქვენს ერთ-ერთ ნამუშევარს ძალიან დიდი განხილვა მოჰყვა...

- დიახ, ამ ნამუშევარმა ყველაზე მეტი ურთიერთ საწინააღმდეგო აზრი წარმოშვა. ზოგს ძალიან მოეწონა. ზოგს შეეშინდა.. ზოგმა "რწმენის ფალსიფიკაციაც", კი დამწამა, სხვადასხვა ფსიქოტიპები ნახეს. ადამიანების რაოდენობაც განსხვავებულად დაითვალეს. მეც არ ვიცი რამდენია... ერთი რამ კი დაზუსტებით შემიძლია ვთქვა - ერთი ჩვეულებრივი კვირა დღის ლოცვაა, სადაც ყველა ტიპის ადამიანია,თავისი პრობლემებით, მიზნებით, სურვილებით...

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები...

- სამომავლო გეგმები, ბევრი მუშაობაა და მერე მომდევნო პერსონალური გამოფენის გაკეთება,ყველაზე დიდ,ყველაზე ნათელ გალერეაში..მხატვრებთან და ხელოვნების მოყვარულ ადამიანებთან შეხვედრა