საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ისრაელელი მძევლის მკვლელობას თელ-ავივში მასიური პროტესტი მოჰყვა - ცნობილი ხდება გარდაცვლილთა ვინაობა
3 ისრაელელი მძევლის მკვლელობას თელ-ავივში მასიური პროტესტი მოჰყვა - ცნობილი ხდება გარდაცვლილთა ვინაობა

ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ებ­მა ღა­ზის სექ­ტორ­ში 3 ის­რა­ე­ლე­ლი მძე­ვა­ლი შეც­დო­მით მოკ­ლეს - შე­დე­გად, თელ-ავივ­ში ასო­ბით მო­მი­ტინ­გე შე­იკ­რი­ბა. დე­მონ­სტრან­ტე­ბი, სან­თლე­ბით ხელ­ში, სამ­ხედ­რო ბა­ზას­თან მი­ვიდ­ნენ. მათ ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბას მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბი­სა და დარ­ჩე­ნი­ლი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს.

ცნო­ბის­თვის, ის­რა­ე­ლის ძა­ლე­ბის მიერ შემ­თხვე­ვით მოკ­ლუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი 28 წლის იო­თამ ჰა­ი­მი, 22 წლის სა­მერ ტა­ლალ­კა და 26 წლის ალონ შამ­რი­ზი არი­ან.

იო­თამ ჰა­ი­მი კი­ბუც კფარ აზა­დან 7 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­ტა­ცეს. მის­მა დე­დამ ის­რა­ე­ლის მე-11 არხს გა­ნუ­ცხა­და, რომ შვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბას დიდი იმე­დე­ბით ელო­და.

სა­მერ ტა­ლალ­კა ის­რა­ე­ლის ბე­დუ­ინ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი იყო. მისი მამა, ფუ­ა­დი, თვის და­სა­წყის­ში შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ეწ­ვია, რათა მისი შვი­ლის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა აე­მაღ­ლე­ბი­ნა.

"გა­სულ კვი­რას იმე­დი გვქონ­და, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ცო­ცხლე­ბი დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ეს იმე­დი უკვე აღარ არ­სე­ბობს" - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლი მძევ­ლის მა­მამ.

ალონ შიმ­რი­ზი ოჯახ­თან ერ­თად კი­ბუც კფარ აზა­ში ცხოვ­რობ­და. იგი "ჰა­მა­სის" მებ­რძო­ლებ­მა 7 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­ტა­ცეს. ღა­ზას პე­რი­მეტრთან ახ­ლოს, კი­ბუ­ცებ­ში მცხოვ­რე­ბი ბევ­რი ადა­მი­ა­ნი პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­თან ერ­თად თა­ნა­არ­სე­ბო­ბის მომ­ხრე­ე­ბი არი­ან - ამ აზრს იზი­ა­რებ­და შამ­რი­ზიც.

ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ მძევ­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო "ღრმა სი­ნა­ნუ­ლი" გა­მოთ­ქვა და გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ დრო­ის­თვის, "ჰა­მა­სის" ტყვე­ო­ბა­ში 100-ზე მეტი მძე­ვა­ლი იმ­ყო­ფე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

3 ისრაელელი მძევლის მკვლელობას თელ-ავივში მასიური პროტესტი მოჰყვა - ცნობილი ხდება გარდაცვლილთა ვინაობა

3 ისრაელელი მძევლის მკვლელობას თელ-ავივში მასიური პროტესტი მოჰყვა - ცნობილი ხდება გარდაცვლილთა ვინაობა

ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში 3 ისრაელელი მძევალი შეცდომით მოკლეს - შედეგად, თელ-ავივში ასობით მომიტინგე შეიკრიბა. დემონსტრანტები, სანთლებით ხელში, სამხედრო ბაზასთან მივიდნენ. მათ ისრაელის მთავრობას მოლაპარაკებების დაწყებისა და დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

ცნობისთვის, ისრაელის ძალების მიერ შემთხვევით მოკლული მოქალაქეები 28 წლის იოთამ ჰაიმი, 22 წლის სამერ ტალალკა და 26 წლის ალონ შამრიზი არიან.

იოთამ ჰაიმი კიბუც კფარ აზადან 7 ოქტომბერს გაიტაცეს. მისმა დედამ ისრაელის მე-11 არხს განუცხადა, რომ შვილის დაბრუნებას დიდი იმედებით ელოდა.

სამერ ტალალკა ისრაელის ბედუინთა საზოგადოების წევრი იყო. მისი მამა, ფუადი, თვის დასაწყისში შეერთებულ შტატებს ეწვია, რათა მისი შვილის შესახებ საზოგადოების ცნობიერება აემაღლებინა.

"გასულ კვირას იმედი გვქონდა, რომ ჩვენი შვილები ცოცხლები დაბრუნდებოდნენ, თუმცა ეს იმედი უკვე აღარ არსებობს" - განაცხადა გარდაცვლილი მძევლის მამამ.

ალონ შიმრიზი ოჯახთან ერთად კიბუც კფარ აზაში ცხოვრობდა. იგი "ჰამასის" მებრძოლებმა 7 ოქტომბერს გაიტაცეს. ღაზას პერიმეტრთან ახლოს, კიბუცებში მცხოვრები ბევრი ადამიანი პალესტინელებთან ერთად თანაარსებობის მომხრეები არიან - ამ აზრს იზიარებდა შამრიზიც.

ისრაელის მთავრობამ მძევლების გარდაცვალების გამო "ღრმა სინანული" გამოთქვა და განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, "ჰამასის" ტყვეობაში 100-ზე მეტი მძევალი იმყოფება.