პარტნიორები:
    ავტორი:

    კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა

    კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა

    "კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა" - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

    ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, გვიან ღამით, რუსები უპილოტო საფრენი აპარატებით კიევის ცენტრთან ახლოს მდებარე ტერიტორიებს დაესხნენ თავს.

    კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ რუსების თავდასხმას მსხვერპლი და სერიოზული ზიანი არ მოჰყოლია.

    "საჰაერო თავდაცვამ ყველა სამიზნე გაანადგურა" - განაცხადა სერგეი პოპკომ.

    პოპკოს ცნობით, მიმდინარე თვეში ეს რუსების კიევზე განხორციელებული მეექვსე შეტევა იყო.