მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სატელეკომუნიკაციო ბლოკმა უკან დაიწყო 1-იანებისა და 0-იანების გაგზავნა" - Voyager-1 გაქრა: დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი ხომალდი კავშირზე აღარ არის
"სატელეკომუნიკაციო ბლოკმა უკან დაიწყო 1-იანებისა და 0-იანების გაგზავნა" - Voyager-1 გაქრა:  დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი ხომალდი კავშირზე აღარ არის

ნა­სას კოს­მო­სურ ხო­მალ­დზე Voyager-1 კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი შე­ფერ­ხე­ბა მოხ­და, რა­მაც მასა და დე­და­მი­წის ჯგუფს შო­რის კავ­ში­რის გა­წყვე­ტა გა­მო­იწ­ვია. ამ დრო­ის­თვის ინ­ჟი­ნე­რე­ბი ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას ცდი­ლო­ბენ, რად­გან კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი მზის სის­ტე­მის გარე მო­ნაკ­ვე­თის გას­წვრივ ამო­უც­ნობ ტე­რი­ტო­რი­ას იკ­ვლევს.

ამ მო­მენ­ტის­თვის Voyager-1 დე­და­მი­წი­დან ყვე­ლა­ზე შორს მყო­ფი ხო­მალ­დია. მან­ძი­ლი 24 მლრდ კი­ლო­მეტრს შე­ად­გენს, მისი „ტყუ­პის­ცა­ლი“ Voyager-2 კი დე­და­მი­წი­დან 20 მლრდ კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით იმ­ყო­ფე­ბა. ორი­ვე ვარ­სკვლავთშო­რის სივ­რცე­შია და წარ­მო­ად­გენს პირ­ველ კოს­მო­სურ ხო­მალ­დებს, რომ­ლე­ბიც ოდეს­მე ჰე­ლი­ოს­ფე­როს მიღ­მა აღ­მო­ჩე­ნი­ლან. Voyager-ის ზონ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­მნე­ბო­და, არის ორი ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვად მოქ­მე­დი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი ის­ტო­რი­ა­ში.

მათი უკი­დუ­რე­სად გრძე­ლი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა ნიშ­ნავს, რომ ორი­ვე კოს­მო­სურ­მა ხო­მალდმა მოგ­ვცა და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია ჩვე­ნი მზის სის­ტე­მის შე­სა­ხებ და მის ფარ­გლებს.

Voyager-1-ს აქვს სამი კომ­პი­უ­ტე­რი ბორტზე, რო­მე­ლიც აგ­რო­ვებს ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­დან და მას სა­ინ­ჟინ­რო მო­ნა­ცე­მებ­თან აკავ­ში­რებს, რაც მის ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას ასა­ხავს. თუმ­ცა Voyager 1-ის ფრე­ნის მო­ნა­ცე­მე­ბის სის­ტე­მა ახლა, რო­გორც ჩანს, ავ­ტო­მა­ტურ გა­მე­ო­რე­ბა­ზეა ჩარ­ჩე­ნი­ლი. შორ მან­ძილ­ზე მი­სი­ის ჯგუფ­მა პრობ­ლე­მა პირ­ვე­ლად 14 ნო­ემ­ბერს და­ა­ფიქ­სი­რა, რო­დე­საც სის­ტე­მის სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ბლოკ­მა უკან და­ი­წყო 1-ია­ნე­ბი­სა და 0-ია­ნე­ბის გაგ­ზავ­ნა... და ასე და­უს­რუ­ლებ­ლად.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კოს­მო­სურ ხო­მალდს გარ­კვე­ულ­წი­ლად ჯერ კი­დევ შე­უძ­ლია მი­ი­ღოს და შე­ას­რუ­ლოს მი­სი­ის გუნ­დი­დან გა­და­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბე­ბი, ამ სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბის პრობ­ლე­მა ნიშ­ნავს, რომ Voyager -1-ის სა­მეც­ნი­ე­რო ან სა­ინ­ჟინ­რო მო­ნა­ცე­მე­ბი დე­და­მი­წა­ზე არ დაბ­რუნ­დე­ბა.

NASA-ს ინ­ჟინ­რე­ბი ამ­ჟა­მად ცდი­ლო­ბენ შე­აგ­რო­ვონ მეტი ინ­ფორ­მა­ცია პრობ­ლე­მის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის შე­სა­ხებ. NASA-ს რე­აქ­ტი­უ­ლი ძრა­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მე­დი­ა­ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტმა, კალა კო­ფილდმა გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­ცესს შე­საძ­ლოა, კვი­რე­ბი დას­ჭირ­დეს. Voyager-1 იმ­დე­ნად შორ­საა, რომ დე­და­მი­წი­დან გაგ­ზავ­ნილ ბრძა­ნე­ბებს კოს­მო­სურ ხო­მალ­დამ­დე 22,5 სა­ა­თი სჭირ­დე­ბა.

პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად კი გუნდს 45 სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნი უწევს. გუნ­დი იმე­დოვ­ნებს, რომ Voyager 1-ის მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის რე­გუ­ლა­რულ მი­ღე­ბას აღად­გენს. მეც­ნი­ე­რებს სურთ ნა­ხონ, თუ რო­გორ იც­ვლე­ბა ნა­წი­ლა­კე­ბი და მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლე­ბი, რო­დე­საც ზონ­დე­ბი ჰე­ლი­ოს­ფე­რო­დან უფრო შორს მიფ­რი­ნა­ვენ. მაგ­რამ ეს მო­ნა­ცემ­თა ნაკ­რე­ბი არას­რუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ Voyager 1 ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ და­აბ­რუ­ნებს...წყა­რო

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნასა
0

მაგრემი ხართ

mzirali
0

ეს არის დედამიწის გზავნილი სხვა ცილიზაციებს თუ ისინი არსებობენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"სატელეკომუნიკაციო ბლოკმა უკან დაიწყო 1-იანებისა და 0-იანების გაგზავნა" - Voyager-1 გაქრა: დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი ხომალდი კავშირზე აღარ არის

"სატელეკომუნიკაციო ბლოკმა უკან დაიწყო 1-იანებისა და 0-იანების გაგზავნა" - Voyager-1 გაქრა:  დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი ხომალდი კავშირზე აღარ არის

ნასას კოსმოსურ ხომალდზე Voyager-1 კომპიუტერული შეფერხება მოხდა, რამაც მასა და დედამიწის ჯგუფს შორის კავშირის გაწყვეტა გამოიწვია. ამ დროისთვის ინჟინერები ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ, რადგან კოსმოსური ხომალდი მზის სისტემის გარე მონაკვეთის გასწვრივ ამოუცნობ ტერიტორიას იკვლევს.

ამ მომენტისთვის Voyager-1 დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი ხომალდია. მანძილი 24 მლრდ კილომეტრს შეადგენს, მისი „ტყუპისცალი“ Voyager-2 კი დედამიწიდან 20 მლრდ კილომეტრის დაშორებით იმყოფება. ორივე ვარსკვლავთშორის სივრცეშია და წარმოადგენს პირველ კოსმოსურ ხომალდებს, რომლებიც ოდესმე ჰელიოსფეროს მიღმა აღმოჩენილან. Voyager-ის ზონდები, რომლებიც ხუთი წლის განმავლობაში იქმნებოდა, არის ორი ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი კოსმოსური ხომალდი ისტორიაში.

მათი უკიდურესად გრძელი სიცოცხლის ხანგრძლივობა ნიშნავს, რომ ორივე კოსმოსურმა ხომალდმა მოგვცა დამატებითი ინფორმაცია ჩვენი მზის სისტემის შესახებ და მის ფარგლებს.

Voyager-1-ს აქვს სამი კომპიუტერი ბორტზე, რომელიც აგროვებს ინფორმაციას სამეცნიერო ინსტიტუტებიდან და მას საინჟინრო მონაცემებთან აკავშირებს, რაც მის ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს. თუმცა Voyager 1-ის ფრენის მონაცემების სისტემა ახლა, როგორც ჩანს, ავტომატურ გამეორებაზეა ჩარჩენილი. შორ მანძილზე მისიის ჯგუფმა პრობლემა პირველად 14 ნოემბერს დააფიქსირა, როდესაც სისტემის სატელეკომუნიკაციო ბლოკმა უკან დაიწყო 1-იანებისა და 0-იანების გაგზავნა... და ასე დაუსრულებლად.

მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსურ ხომალდს გარკვეულწილად ჯერ კიდევ შეუძლია მიიღოს და შეასრულოს მისიის გუნდიდან გადაცემული ბრძანებები, ამ სატელეკომუნიკაციო განყოფილების პრობლემა ნიშნავს, რომ Voyager -1-ის სამეცნიერო ან საინჟინრო მონაცემები დედამიწაზე არ დაბრუნდება.

NASA-ს ინჟინრები ამჟამად ცდილობენ შეაგროვონ მეტი ინფორმაცია პრობლემის გამომწვევი მიზეზის შესახებ. NASA-ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის მედიაურთიერთობის სპეციალისტმა, კალა კოფილდმა განაცხადა, რომ პროცესს შესაძლოა, კვირები დასჭირდეს. Voyager-1 იმდენად შორსაა, რომ დედამიწიდან გაგზავნილ ბრძანებებს კოსმოსურ ხომალდამდე 22,5 საათი სჭირდება.

პასუხის მისაღებად კი გუნდს 45 საათიანი ლოდინი უწევს. გუნდი იმედოვნებს, რომ Voyager 1-ის მიერ გაგზავნილი მონაცემების რეგულარულ მიღებას აღადგენს. მეცნიერებს სურთ ნახონ, თუ როგორ იცვლება ნაწილაკები და მაგნიტური ველები, როდესაც ზონდები ჰელიოსფეროდან უფრო შორს მიფრინავენ. მაგრამ ეს მონაცემთა ნაკრები არასრული იქნება, თუ Voyager 1 ინფორმაციას ვერ დააბრუნებს...წყარო

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი