პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 რამ, რაც მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაზე შესაძლოა არ იცოდით - რატომ უნდა გადაიკითხოთ „ლამბალო და ყაშა“
4 რამ, რაც მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაზე შესაძლოა არ იცოდით - რატომ უნდა გადაიკითხოთ „ლამბალო და ყაშა“

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა არ იყო მარ­ტი­ვი. 1937 წლი­დან, მის სა­ხელ­საც და შე­მოქ­მე­დე­ბა­საც ტაბუ და­ე­დო. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­უწ­ვდო­მე­ლი და და­მა­ლუ­ლი რჩე­ბო­და მკი­თხვე­ლის­თვის.

1937 წლის 26 ივ­ლისს, მწე­რალ­თა კავ­ში­რის სა­გან­გე­ბო სხდო­მა­ზე, კავ­ში­რის პრე­ზი­დი­უმ­მა კენ­ჭისყ­რით მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა: „მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი - ჯა­შუ­ში და დი­ვერ­სან­ტი - გან­დევ­ნილ იქ­ნეს მწე­რალ­თა კავ­ში­რი­დან და ფი­ზი­კუ­რად გა­ნად­გურ­დეს!“

მწერ­ლის მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი, მათ შო­რის ისი­ნიც, ვინც მა­შინ ცი­ხე­ში ის­ხდნენ, აი­ძუ­ლეს, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ხელი მო­ე­წე­რათ და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი კონ­ტრრე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ ჯა­შუ­შად ეღი­ა­რე­ბი­ნათ. ერ­თა­დერ­თი კაცი, ვინც რე­ზო­ლუ­ცი­ას მხა­რი არ და­უ­ჭი­რა და პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა მწე­რალ­თა კავ­ში­რის ეს სა­ში­ნე­ლი სხდო­მა, კრი­ტი­კო­სი გე­რონ­ტი ქი­ქო­ძე იყო.

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი 1937 წლის 14 აგ­ვის­ტოს, ქვიშ­ხეთ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს და წა­მე­ბის ქვეშ, რო­მელ­საც პი­რა­დად ეს­წრე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის მა­შინ­დე­ლი მდი­ვა­ნი და მთე­ლი ამ რეპ­რე­სი­ე­ბის წამ­მარ­თვე­ლი ლავ­რენ­ტი ბე­რია, ხელი მო­ა­წე­რი­ნეს „აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბა­ზე“. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი 30 სექ­ტემ­ბერს დახ­ვრი­ტეს. მისი არ­ქი­ვი გა­ა­ნად­გუ­რეს, ქო­ნე­ბა კონ­ფის­კა­ცი­ას და­უქ­ვემ­დე­ბა­რეს.

მწე­რალს „ლამ­ბა­ლო და ყაშა“ რო­მა­ნად ჰქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი

ამ ჩა­ნა­ფიქ­რის ხორ­ცშეს­ხმა ვერ მო­ა­ხერ­ხა, მაგ­რამ დარ­ჩა უამ­რა­ვი შე­ნიშ­ვნა, მო­ნა­ხა­ზი, პერ­სო­ნაჟ­თა ხა­სი­ა­თე­ბის გა­მოკ­ვე­თის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა­ნი, რო­მელ­თა შეს­წავ­ლაც კარ­გად დაგ­ვა­ნა­ხებს თუ რო­გორ სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ობ­და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი თი­თო­ე­ულ ტექ­სტზე. ნა­პოვნ სა­ქა­ღალ­დე­ში უამ­რა­ვი ცნო­ბაა სხვა­დას­ხვა ენა­ზე, სა­ი­და­ნაც მწე­რა­ლი გულ­დას­მით სწავ­ლობ­და თი­თო­ე­ულ სა­კითხს, რომ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ტრა­გე­დი­ის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა ის ამ­ბა­ვიც, რო­მელ­საც მწე­რა­ლი „ლამ­ბა­ლო და ყა­შა­ში“ გვიყ­ვე­ბა. ეს არის ტრა­გე­დია ოდეს­ღაც ძლე­ვა­მო­სი­ლი, იმ­ჟა­მად კი დაკ­ნი­ნე­ბუ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სპარ­სე­თი­სა, რო­მელ­საც თა­ვის დაც­ვა აღარ შე­უძ­ლია და იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხდა­რა, ქვე­ყა­ნა უცხო ძა­ლე­ბის სა­თა­რე­შოდ მი­უშ­ვას. მო­თხრო­ბის სი­უ­ჟე­ტი გაშ­ლი­ლია 1920-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში.

რა იყო მწერ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ერთ-ერთი მი­ზა­ნი „ლამ­ბა­ლო და ყა­შა­ში“ რუ­სუ­ლი დამ­პყრობ­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ჩვე­ნე­ბა და იმი­სი ასახ­ვაა, რა ხდე­ბა, როცა რუსი და­უძ­ლუ­რე­ბულ, ფაქ­ტობ­რი­ვად და­პყრო­ბილ ქვე­ყა­ნა­ში წეს­რი­გის და­მამ­ყა­რებ­ლის ფუნ­ქცი­ით შე­მო­დის. ცენ­ზუ­რის თვა­ლის ასახ­ვე­ვად, ის იძუ­ლე­ბუ­ლი იყო მი­ე­მარ­თა, რო­მელ­საც ხში­რად იყე­ნებ­დნენ შემ­დგომ­ში ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი: მოქ­მე­დე­ბა სხვა გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­ში გა­და­ე­ტა­ნა, ან ვი­თა­რე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის ბუ­რუს­ში გა­ეხ­ვია.

ალუ­ზი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა მო­თხრო­ბა­ში

მო­თხრო­ბა სავ­სეა უამ­რა­ვი ალუ­ზი­ით, რო­მელ­თა სწო­რად ამო­შიფვ­რაც სა­ჭი­როა იმი­სათ­ვის, რომ გა­ვი­გოთ ირან­ში და, სა­ერ­თოდ, სხვა­თა მიწა-წყალ­ზე რუ­სე­ბის ბა­ტო­ნო­ბის ზნე და ხა­სი­ა­თი. მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მელ­საც ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი წი­თელ გველს ადა­რებს, ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სის გა­მოკ­ვე­თი­ლი სიმ­ბო­ლოა. პროგ­რე­სი­სამ რო­მელ­შიც იმ­ხა­ნად, სპარ­სე­ლებ­თან შე­და­რე­ბით, რუ­სებს აქვთ გარ­კვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა, თო­რემ ან მა­შინ, ან ახლა რუ­სის პროგ­რე­სი იმის იქით არ უნდა გა­იშ­ვას.

„ლამ­ბა­ლო და ყაშა“ სპარ­სუ­ლად დღემ­დე არ უთარ­გმნი­ათ

სი­მარ­თლე, რაც ამ მო­თხრო­ბა­შია, დღე­საც არა­ვის სჭირ­დე­ბა: არც ირანს, რო­მე­ლიც რუ­სეთს დღემ­დე ეკეკ­ლუ­ცე­ბა და კოჭს უგო­რებს, არც ჩვენ­თან მცხოვ­რე­ბი ასუ­რე­ლე­ბის ან­გა­რიშ­გა­სა­წევ რა­ო­დე­ნო­ბას და, ალ­ბათ არც სა­ქარ­თვე­ლოს. სი­მარ­თლე ყო­ველ­თვის მწა­რეა და ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოც. მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მაც კარ­გად იცო­და, ალ­ბათ, რაც ელო­და, და მა­ინც და­წე­რა „ლამ­ბა­ლო და ყაშა“, რო­მელ­საც ახლა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” ახალ, შე­სა­ნიშ­ნავ გა­მო­ცე­მად გთა­ვა­ზობთ სე­რი­ით - „გა­და­ვი­კი­თხოთ“.

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ისე­თი მწე­რა­ლია, რო­მელ­საც გა­მუდ­მე­ბით უნდა ვკი­თხუ­ლობ­დეთ, ვსწავ­ლობ­დეთ, ვიკ­ვლევ­დეთ და ვა­ა­ნა­ლი­ზებ­დეთ.

(გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძის წი­ნათ­ქმის მი­ხედ­ვით)

#გა­და­ვი­კიტ­ხოთ - უკვე არა­ერ­თხელ წა­კი­თხუ­ლი, უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, ნას­წავ­ლიც კი, მაგ­რამ მა­ინც თა­ვი­დან გა­სა­აზ­რე­ბე­ლი და ამო­სახ­სნე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­დევ­რე­ბია. სე­რი­ის თი­თო­ე­ულ წიგნს ერ­თვის ამა თუ იმ ცნო­ბი­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ლი­ტე­რა­ტო­რის ან მკვლევ­რის წი­ნათ­ქმა, რომ­ლის მი­ზა­ნიც არის, მიგ­ვა­ნიშ­ნოს ხე­ლახ­ლა წა­კი­თხვი­სას აღ­მო­სა­ჩენ აქ­ცენ­ტებ­ზე. მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „ლამ­ბა­ლო და ყაშა“ უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია „ბბ­ლუ­სის“ ქსელ­ში. წიგ­ნი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ხა­ტია ჩი­ტო­რე­ლი­ძის ილუსტრა­ცი­ე­ბით.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

4 რამ, რაც მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაზე შესაძლოა არ იცოდით - რატომ უნდა გადაიკითხოთ „ლამბალო და ყაშა“

4 რამ, რაც მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაზე შესაძლოა არ იცოდით - რატომ უნდა გადაიკითხოთ „ლამბალო და ყაშა“

ცნობილი ქართველი მწერლის შემოქმედებითი გზა არ იყო მარტივი. 1937 წლიდან, მის სახელსაც და შემოქმედებასაც ტაბუ დაედო. მისი ნამუშევრებიც დიდი ხნის განმავლობაში მიუწვდომელი და დამალული რჩებოდა მკითხველისთვის.

1937 წლის 26 ივლისს, მწერალთა კავშირის საგანგებო სხდომაზე, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი - ჯაშუში და დივერსანტი - განდევნილ იქნეს მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს!“

მწერლის მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ისინიც, ვინც მაშინ ციხეში ისხდნენ, აიძულეს, ამ გადაწყვეტილებაზე ხელი მოეწერათ და ჯავახიშვილი კონტრრევოლუციონერ ჯაშუშად ეღიარებინათ. ერთადერთი კაცი, ვინც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა და პროტესტის ნიშნად დატოვა მწერალთა კავშირის ეს საშინელი სხდომა, კრიტიკოსი გერონტი ქიქოძე იყო.

მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წლის 14 აგვისტოს, ქვიშხეთში დააპატიმრეს და წამების ქვეშ, რომელსაც პირადად ესწრებოდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი მდივანი და მთელი ამ რეპრესიების წამმართველი ლავრენტი ბერია, ხელი მოაწერინეს „აღიარებით ჩვენებაზე“. ჯავახიშვილი 30 სექტემბერს დახვრიტეს. მისი არქივი გაანადგურეს, ქონება კონფისკაციას დაუქვემდებარეს.

მწერალს „ლამბალო და ყაშა“ რომანად ჰქონდა ჩაფიქრებული

ამ ჩანაფიქრის ხორცშესხმა ვერ მოახერხა, მაგრამ დარჩა უამრავი შენიშვნა, მონახაზი, პერსონაჟთა ხასიათების გამოკვეთისთვის აუცილებელი დაკვირვებანი, რომელთა შესწავლაც კარგად დაგვანახებს თუ როგორ სერიოზულად მუშაობდა ჯავახიშვილი თითოეულ ტექსტზე. ნაპოვნ საქაღალდეში უამრავი ცნობაა სხვადასხვა ენაზე, საიდანაც მწერალი გულდასმით სწავლობდა თითოეულ საკითხს, რომ გამოეყენებინა. ტრაგედიის ფონზე ვითარდება ის ამბავიც, რომელსაც მწერალი „ლამბალო და ყაშაში“ გვიყვება. ეს არის ტრაგედია ოდესღაც ძლევამოსილი, იმჟამად კი დაკნინებული და განადგურებული სპარსეთისა, რომელსაც თავის დაცვა აღარ შეუძლია და იძულებული გამხდარა, ქვეყანა უცხო ძალების სათარეშოდ მიუშვას. მოთხრობის სიუჟეტი გაშლილია 1920-იანი წლების დასაწყისში.

რა იყო მწერლის მთავარი მიზანი

მიხეილ ჯავახიშვილის ერთ-ერთი მიზანი „ლამბალო და ყაშაში“ რუსული დამპყრობლური ბუნების ჩვენება და იმისი ასახვაა, რა ხდება, როცა რუსი დაუძლურებულ, ფაქტობრივად დაპყრობილ ქვეყანაში წესრიგის დამამყარებლის ფუნქციით შემოდის. ცენზურის თვალის ასახვევად, ის იძულებული იყო მიემართა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ შემდგომში ქართველი მწერლები: მოქმედება სხვა გეოგრაფიულ არეალში გადაეტანა, ან ვითარება ისტორიული წარსულის ბურუსში გაეხვია.

ალუზიების მნიშვნელობა მოთხრობაში

მოთხრობა სავსეა უამრავი ალუზიით, რომელთა სწორად ამოშიფვრაც საჭიროა იმისათვის, რომ გავიგოთ ირანში და, საერთოდ, სხვათა მიწა-წყალზე რუსების ბატონობის ზნე და ხასიათი. მატარებელი, რომელსაც ჯავახიშვილი წითელ გველს ადარებს, ტექნიკური პროგრესის გამოკვეთილი სიმბოლოა. პროგრესისამ რომელშიც იმხანად, სპარსელებთან შედარებით, რუსებს აქვთ გარკვეული უპირატესობა, თორემ ან მაშინ, ან ახლა რუსის პროგრესი იმის იქით არ უნდა გაიშვას.

„ლამბალო და ყაშა“ სპარსულად დღემდე არ უთარგმნიათ

სიმართლე, რაც ამ მოთხრობაშია, დღესაც არავის სჭირდება: არც ირანს, რომელიც რუსეთს დღემდე ეკეკლუცება და კოჭს უგორებს, არც ჩვენთან მცხოვრები ასურელების ანგარიშგასაწევ რაოდენობას და, ალბათ არც საქართველოს. სიმართლე ყოველთვის მწარეა და ზოგჯერ ძალიან სახიფათოც. მიხეილ ჯავახიშვილმაც კარგად იცოდა, ალბათ, რაც ელოდა, და მაინც დაწერა „ლამბალო და ყაშა“, რომელსაც ახლა გამომცემლობა „პალიტრა L” ახალ, შესანიშნავ გამოცემად გთავაზობთ სერიით - „გადავიკითხოთ“.

მიხეილ ჯავახიშვილი ისეთი მწერალია, რომელსაც გამუდმებით უნდა ვკითხულობდეთ, ვსწავლობდეთ, ვიკვლევდეთ და ვაანალიზებდეთ.

(გიორგი ლობჟანიძის წინათქმის მიხედვით)

#გადავიკიტხოთ - უკვე არაერთხელ წაკითხული, უმრავლეს შემთხვევაში, ნასწავლიც კი, მაგრამ მაინც თავიდან გასააზრებელი და ამოსახსნელი ლიტერატურული შედევრებია. სერიის თითოეულ წიგნს ერთვის ამა თუ იმ ცნობილი და ავტორიტეტული ლიტერატორის ან მკვლევრის წინათქმა, რომლის მიზანიც არის, მიგვანიშნოს ხელახლა წაკითხვისას აღმოსაჩენ აქცენტებზე. მიხეილ ჯავახიშვილის „ლამბალო და ყაშა“ უკვე ხელმისაწვდომია „ბბლუსის“ ქსელში. წიგნი გაფორმებულია ხატია ჩიტორელიძის ილუსტრაციებით.

R