მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბავშვო ლიტერატურული პრემია "ნაკადული" "პალიტრა L-ის" ორ ავტორს გადაეცა
საბავშვო ლიტერატურული პრემია "ნაკადული" "პალიტრა L-ის" ორ ავტორს გადაეცა

14 დე­კემ­ბერს სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „ნა­კა­დუ­ლი“ „პა­ლიტ­რა L-ის“ ორ ავ­ტორს გა­და­ე­ცა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ თამ­რი ფხა­კა­ძე სა­უ­კე­თე­სო პრო­ზა­უ­ლი წიგ­ნის­თვის „ბებე მა­წან­წა­ლე­ბის უფ­ლის­წუ­ლი“ და თუთა ჯგუ­შია სა­უ­კე­თე­სო პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლის­თვის „კარ­გად ყოფ­ნის წე­სე­ბი“.

ორი­ვე ავ­ტო­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა l-ის“ კონ­კურ­სის „გახ­დი სა­ბავ­შვო ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია.

ბებე მა­წან­წა­ლე­ბის უფ­ლის­წუ­ლი პა­ტა­რებს მო­უ­თხრობს მო­ხერ­ხე­ბუ­ლი, მახ­ვილ­გო­ნი­ე­რი და კე­თი­ლი ბი­ჭუ­ნას შე­სა­ხებ, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც თავ­გა­და­სავ­ლე­ბით არის სავ­სე. კარ­გად ყოფ­ნის წე­სე­ბი კი მკი­თხვე­ლებს სა­ხა­ლი­სო და სხარ­ტი ენით აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას ყო­ველ­დღი­უ­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრე­მია „ნა­კა­დუ­ლის“ ოთხ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში 50-მდე წიგ­ნი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მოკ­ლე სი­ა­ში კი 18 მათ­გა­ნი მოხ­ვდა. სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მი­ის და­ჯილ­დო­ე­ბა მე­სა­მედ გა­ი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ი­სა და თბი­ლი­სის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით. პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რია თბი­ლი­სის მე­რია.

პრე­მი­ის მი­ზა­ნია, ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სის გაზ­რდა. ასე­ვე, სა­ბავ­შვო წიგ­ნებ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა.

პრე­მია „ნა­კა­დუ­ლი“, იუ­ნეს­კოს პრო­ექტ „თბი­ლი­სი - წიგ­ნის მსოფ­ლიო დე­და­ქა­ლა­ქის“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში და­არ­სდა 2021 წელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

საბავშვო ლიტერატურული პრემია "ნაკადული" "პალიტრა L-ის" ორ ავტორს გადაეცა

საბავშვო ლიტერატურული პრემია "ნაკადული" "პალიტრა L-ის" ორ ავტორს გადაეცა

14 დეკემბერს საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ „პალიტრა L-ის“ ორ ავტორს გადაეცა. გამარჯვებულები გახდნენ თამრი ფხაკაძე საუკეთესო პროზაული წიგნისთვის „ბებე მაწანწალების უფლისწული“ და თუთა ჯგუშია საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „კარგად ყოფნის წესები“.

ორივე ავტორი გამომცემლობა „პალიტრა l-ის“ კონკურსის „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულია.

ბებე მაწანწალების უფლისწული პატარებს მოუთხრობს მოხერხებული, მახვილგონიერი და კეთილი ბიჭუნას შესახებ, რომლის ცხოვრებაც თავგადასავლებით არის სავსე. კარგად ყოფნის წესები კი მკითხველებს სახალისო და სხარტი ენით აწვდის ინფორმაციას ყოველდღიურად აუცილებელი და მნიშვნელოვანი ქმედებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ პრემია „ნაკადულის“ ოთხ ნომინაციაში 50-მდე წიგნი იყო წარმოდგენილი, მოკლე სიაში კი 18 მათგანი მოხვდა. საბავშვო ლიტერატურული პრემიის დაჯილდოება მესამედ გაიმართა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.

პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.

პრემია „ნაკადული“, იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ ორგანიზებული თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში დაარსდა 2021 წელს.