მზის ქარიშხლები შესაძლოა, სარკინიგზო კატასტროფების მიზეზი გახდეს. მეცნიერების ამ გაფრთხილებას გავლენიანი The Independent გვთავაზობს. ცვლილებებმა ატმოსფეროში, რომელიც მზის ენერგიის აფეთქებებს მოიცავს, შესაძლოა, შეაფერხოს ყველაფერი - კომუნიკაციებიდან დაწყებული ელექტრო ქსელებით დამთავრებული.
ამჯერად კი, მათი გაფრთხილება უფრო კონკრეტულია: მზის ქარიშხლებმა შეიძლება გამოიწვიოს სარკინიგზო სიგნალებ ის გაუმართაობა, რის გამოც გახშირდება მატარებლის ავარიები. მკვლევარებმა მოდელირება მოახდინეს თუ როგორ შეიძლება მზის ქარიშხლებიდან გეომაგნიტურმა ძაბვამ გამოიწვიოს საფრთხე და ამისათვის ორი მარშრუტი შეარჩიეს: დასავლეთ სანაპიროს მთავარი ხაზი პრესტონიდან ლანკასტერამდე და სარკინიგზო ხაზი გლაზგოდან ედინბურგამდე.
ეს არის მხოლოდ ორი ხაზი, რომლებიც დიდწილად ეყრდნობიან ამ სარკინიგზო სიგნალს, მაგრამ ბრიტანეთში 50 000-ზე მეტი ასეთი სასიგნალო ლიანდაგია, რომლებიც სარკინიგზო სიგნალს ელექტრული წრედით აკონტროლებენ. ახალ კვლევაში მათ აღმოაჩინეს, რომ კოსმოსური ამინდი ამ სქემების შეცვლას შეძლებს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება მოხდეს ყოველ რამდენიმე ათწლეულში ერთხელ.
ლანკლასტერის უნივერსიტეტის პროფესორი, კემერონ პატერსონი ამ ფაქტს შემდეგნაირად ეხმაურება: "მნიშვნელოვანია ის, რომ კოსმოსურ ამინდს შეუძლია სიგნალი ნებისმიერი მიმართულებით შეცვალოს, წითელი სიგნალი მწვანედ და მწვანე - წითლად.
უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რომ კოსმოსური ამინდის მოვლენებს, რომლებსაც შეუძლიათ ამ სქემებში ხარვეზების გამოწვევა, დიდ ბრიტანეთში ყოველ რამდენიმე ათწლეულში ერთხელ არის მოსალოდნელი“.
"ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ კოსმოსური ამინდი წარმოადგენს სერიოზულ, თუმცა შედარებით იშვიათ რისკს სარკინიგზო სასიგნალო სისტემისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეფერხებები ან კიდევ უფრო კრიტიკული გავლენა მოახდინოს უსაფრთხოებაზე“, - თქვა კამერონმა.
"ეს ბუნებრივი საფრთხე სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. წინასწარ რამის დაგეგმვა რთულია, მაგრამ მათი იგნორირება საუკეთესო გზა ნამდვილად არ არის“.1859 წელს, მსოფლიო შეძრა მოვლენამ, რომელსაც „კერინგტონის მოვლენას“ უწოდებენ. სიგნალი აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი, რათა ტელეგრაფის ხაზები გაეთიშა და სხვა შეფერხებები გამოეწვია. თუ იგივე დღესაც მოხდება, პრობლემა გაცილებით მასშტაბური ხასიათის იქნება.
ავტორი ეკა დარჩიაშვილი
ვააახ! ჩემი კაი ტოოო. ხაშური გურჯაანის რეისი გადარჩება ნეტაა. ააა?