ავტორი:

"შესანიშნავი ბიჭი და განსაკუთრებული ფეხბურთელია, არავის აქვს მისი გაკრიტიკების უფლება" - დი ლორენცომ კვარაცხელია დაიცვა

"შესანიშნავი ბიჭი და განსაკუთრებული ფეხბურთელია, არავის აქვს მისი გაკრიტიკების უფლება" - დი ლორენცომ კვარაცხელია დაიცვა

ბოლო დროს "ნაპოლის" ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ზოგიერთი აკრიტიკებს და ამბობენ, რომ ის ვეღარ თამაშობს ისე, როგორც გასულ სეზონში. გუშინ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე "ბრაგას" დაუპირისპირდა და 2-ბურთიანი უპირატესობით დაამარცხა. კვარაცხელიას მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ კარგად ითამაშა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთისგან კრიტიკა მაინც დაიმსახურა.

გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელია დაიცვა:

"არავინ არ უნდა მისცეს თავს კვარაცხელიას გაკრიტიკების უფლება. ნახეთ რას აკეთებს და რა გააკეთა გასულ სეზონში.

ახლა ხალხი მას საგოლე მომენტების მიხედვით აფასებს, მაგრამ თუ ხედავთ, რასაც თამაშისას აკეთებს - ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამუდამოდ გასათავისუფლებლად მხოლოდ გოლი აკლია.

ის შესანიშნავი ბიჭი და განსაკუთრებული ფეხბურთელია, არავის აქვს მისი კრიტიკის უფლება", - თქვა დი ლორენცომ.