თიმუსი - ეს არის პატარა მკერდუკანა ცხიმოვანი ჯირკვალი, რომელზეც ხშირად ამბობენ, რომ ზრდასრულ ასაკში სრულიად „უსარგებლოა“. თუმცა, ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ თიმუსის ჯირკვალს სათანადოდ არ იყენებენ.
კვლევა არის წმინდა დაკვირვება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია აჩვენოს, რომ თიმუსის მოცილება პირდაპირ იწვევს კიბოს ან სხვა შესაძლო დაავადებებს, მაგრამ მკვლევარები ამტკიცებენ, რომ თიმუსის შენარჩუნება პრიორიტეტი უნდა იყოს, სადაც ეს შესაძლებელია.ბავშვობაში, თიმუსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის განვითარებაში.
როდესაც ჯირკვალი ახალგაზრდა ასაკში ამოღებულია, პაციენტებს T- უჯრედების შემცირება უფიქსირდებათ. ეს უკანასკნელი სისხლის თეთრი უჯრედების ტიპია, რომელიც ებრძვის მიკრობებსა და დაავადებებს.თიმუსის გარეშე ბავშვებს ასევე აქვთ დაქვეითებული იმუნური პასუხი ვაქცინაზე. როცა ზოგიერთ პაციენტს თიმუსის კიბოთი ან ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებებით, სჭირდება თიმექტომია, რომლის დროსაც თიმუსის ქირურგიული ჩარევა ხდება, ჯირკვალი ყოველთვის არ არის დაბრკოლება, პირიქით, ის შეიძლება დიდი დახმარებაც კი იყოს.
სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის პაციენტების მონაცემების გამოყენებით, ბოსტონში მკვლევარებმა შეადარეს პაციენტების შედეგები: 6 000-ზე მეტ ადამიანზე, რომელთაც არ ამოიღეს თიმუსი და 1 146 ადამიანმა, რომელთაც ამოიღეს თიმუსი.
პაციენტებს, რომლებსაც თიმუსი ამოღებული ჰქონდათ, ასევე ორჯერ მეტი შანსი ჰქონდათ სიმსივნის განვითარებისა, ოპერაციიდან 5 წლის განმავლობაში.უფრო მეტიც, ეს კიბო უფრო აგრესიული ფორმის იყო და ხშირად მეორდებოდა მკურნალობის შემდეგ, მეორე ჯგუფისგან განსხვავებით. რატომ არსებობს ეს ასოციაციები, უცნობია, მაგრამ მკვლევარები ეჭვობენ, რომ თიმუსის ნაკლებობა გარკვეულწილად ზრდასრულთა იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციას არღვევს...წყარო
ჯანმრთელობის პრობლემა როდესაც გაქვთ ექიმთან თუ ღმერთთან მირბიხართ?
ესენი ხომ თავიანთ თავს „პროფესორებს“ უწოდებენ და შესაბამისად „პროფესორობენ“.
ეს იგივეა აფეთქების თეორიას რომ ამტკიცებენ, თურმე აფეთქდა რაღაც, რომელიც არაფერი იყო და დაიწყო სიცოცხლე! ჰა, ჰა, ჰა, ჰააა.....
ღმერთს როგორ უტოლდებით უგუნურნო!