უკანასკნელად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ასეთი მაჩვენებელი 14 მლნ წლის წინ დაფიქსირდა. ახალი კვლევა, რომლის შედეგებიც არც ისე დამაიმედებელია, კარგად აჩვენებს თუ საით მიდის დედამიწის კლიმატი.
”ვრწმუნდებით, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ძალიან უჩვეულოა დედამიწის ისტორიაში” - განაცხადა დედამიწის ობსერვატორიის წამყვანმა ავტორმა, ბაერბელ ჰოენიშმა.
1700-იანი წლების ბოლომდე ატმოსფერული ნახშირორჟანგის დაახლოებით 280 მლნ ნაწილაკი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა უკვე გამოიწვიეს სათბურის გაზების დაახლოებით 50%-ით მატება.
კვლევამ დაადგინა, რომ თუ CO2-ის გლობალური ემისია მატებას გააგრძელებს, 2100 წლისთვის შესაძლოა, 600-800 მლნ ნაწილაკს მივაღწიოთ. ეს მაჩვენებელი ბოლოს ეოცენის დროს, 3-4 მილიონი წლის წინ დაფიქსირდა, სანამ ანტარქტიდა ყინულით დაიფარებოდა და როდესაც მსოფლიოს ფლორა და ფაუნა განსხვავებულად გამოიყურებოდა.
მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ გასული 66 მილიონი წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი პერიოდი 50 მილიონი წლის წინ დაფიქსირდა, როდესაც CO2-ს ნაწილაკი 1600 მილიონამდე გაიზარდა და ტემპერატურა 12 გრადუსით უფრო მაღალი იყო.
2,5 მილიონი წლის წინ, ნახშირორჟანგის 270-280 მლნ ნაწილაკი იყო, რამაც გამყინვარების მთელი პერიოდი გამოიწვია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნახშირორჟანგის გაორმაგება პლანეტას 5-6 გრადუსით გაათბობს.
პროგნოზები პესიმისტურია, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ 56 მლნ წლის წინ, როდესაც დედამიწამ ნახშირორჟანგის მსგავსი სწრაფი გამოყოფა განიცადა, რამაც ეკოსისტემებში მასიური ცვლიელებები განიცადა, ხოლო მის დაშლას დაახლოებით 150 000 წელი დასჭირდა... წყარო
ავტორი: ეკა დარჩიაშვილი
წაიკითხეთ ასევე: