ავტორი:

რა კომენტარს აკეთებს ანატოლი ბიბილოვი ვაჟა გაფრინდაშვილზე

რა კომენტარს აკეთებს ანატოლი ბიბილოვი ვაჟა გაფრინდაშვილზე

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ექიმისთვის „სასჯელის სახით ერთი წელი და 9 თვის მისჯა, ადეკვატური ზომაა“.

„მე ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის მკაცრი ან სასტიკი. პირმა, რომელიც არღვევს კანონს, პასუხი უნდა აგოს, მით უმეტეს, როცა ადამიანი ამას განზრახ აკეთებს, ეს დაუსჯელად არ უნდა დარჩეს. ერთადერთი, რაც სამწუხაროა, არის ის, რომ ამ სიტუაციის პოლიტიზაცია ხდება“, - განაცხადა ბიბილოვმა.

ბიბილოვის განცხადებით, დასავლელი და ქართველი პოლიტიკოსები ქართველი მხარის მიერ საერთაშორისო სასამართლის ნორმების დარღვევაზე არ რეაგირებენ და ამ კონტექსტში ე.წ. საზღვართან პოსტის განთავსებაზე საუბრობს.

„საქართველოს ხელისუფლებამ უკანონოდ, ყველანაირი სამართლის ნორმების დარღვევით განათავსა პოსტი საზღვარზე, ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მაშინ როცა ადამიანი გამიზნულად მიდის დანაშაულზე, ამ ფაქტისგან პოლიტიკას აკეთებენ“, - განაცხადა ბიბილოვმა.

ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე დე-ფაქტო პრეზიდენტის პირველი ოფიციალური კომენტარია.

"ჩვენს სახლს კასეტური ბომბი დაეცა, დედაჩემი შეიწირა... გულისფანცქალით ველოდი ამ დღეს" - რას ამბობს 2008 წლის ომში დაზარალებული სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

"...ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში" - გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე

რას პასუხობს გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, რომელიც ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს