პაატა იმნაძის საზაფხულო რეკომენდაციები მოსახლეობას საკვებთან, წყალთან და მწერებთან დაკავშირებით

პაატა იმნაძის საზაფხულო რეკომენდაციები მოსახლეობას საკვებთან, წყალთან და მწერებთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულში საკვებთან და წყალთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს.

პაატა იმნაძის განმარტებით, ზაფხულში ნაწლავთა ინფექციების საშიშროებაა, ასევე, დაუბანელი ხელით განპირობებული დაავადებები დაახლოებით 25%-ით მეტია სხვა სეზონებთან შედარებით.

იმნაძის თქმით, აუცილებელია ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, რადგან პროდუქტების მაცივრის გარეთ შენახვა საშიშია.

"ყოველგვარი სალათი, რომელიც შეკმაზულია რძის პროდუქტებით, ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს ხოლმე. არაფერს არ უნდა ვერიდოთ, თუ კარგადაა მომზადებული. ერთადერთი კრემიანი ნამცხვრები, ქათმის სალათები უმჯობესია მაშინ მივირთვათ, თუ მაცივრიდან ახალი გამოღებული და ცივია", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება წყალთან დაკავშირებულ შეკითხვას, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ თუ წყალი ცენტრალიზებულია და კარგად დეზინფექცირდება, მისი მიღება პრობლემას არ წარმოადგენს.

"თუ წყლის ხარისხში ეჭვი გვაქვს, ნებისმიერი წყალი უსაფრთხო ხდება ერთ წუთიანი დუღილის შემდეგ", - განაცხადა იმნაძემ.

იმნაძემ მწერებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ივნისის ბოლოდან დაიწყებენ მწერები გააქტიურებას და საჭიროა რეპელენტების მოხმარება.

"ახლა არის ის სეზონი, როდესაც ტკიპები არიან გააქტიურებულები. ტკიპების ძალიან ცოტა ნაწილი შეიძლება იყოს მძიმე დაავადებების გადამტანი. მაგრამ არც ისე არაა სასიამოვნო, ტკიპა რომ გიკბენს. შეიძლება ალერგიული რეაქცია ჰქონდეს, შეიძლება უბრალოდ რაიმე ბანალური ინფექცია შეიჭრას და დაჩირქდეს, ამიტომ ძალიან კარგია ბუნებაში გასვლის წინ, რეპელენტები (სპეციალური დამაფრთხობლები) წავისვათ ღია ადგილებზე და ტკიპა არ მოგვეკარება. ეს რეპელენტები ერთი წლის ასაკიდან ბავშვებზეც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეს დაიცავს არა მხოლოდ ტკიპებისგან. არის რეპელენტები, რომლებიც იცავს ასევე კოღოს ნაკბენისგან, იგივე ფლებოტომუსების ნაკბენისგან, რომელმაც შეიძლება ლეიშმანიოზი გამოიწვიოს. სწორედ ივნისის მეორე ნახევარში ყველა ეს მწერი გააქტიურდება", - განაცხადა იმნაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ