PSP-ს ახალი აფთიაქი თბილისში, შარტავას ქუჩაზე გაიხსნა

PSP-ს ახალი აფთიაქი თბილისში, შარტავას ქუჩაზე გაიხსნა

5 ივნისს თბილისში, ჟ. შარტავას N35/37-ში PSP-ს ახალი აფთიაქი გაიხსნა.

მხოლოდ 2018 წელს PSP-მ 27 ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გახსნა საქართველოს მასშტაბით. მათ შორის 10 სრულიად ახალი აფთიაქია თბილისში, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბოლნისში. ახალი, ბრიტანული კონცეფციის მიხედვით რებრენდინგი ჩაუტარდა 17 აფთიაქს, მათ შორის ლანჩხუთში, სამტრედიაში, თერჯოლაში, საგარეჯოსა და ახალციხეში.

პსპ-ს ახალი კონცეფცია „უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი“ სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. ცალკეა გამოყოფილი ჯანმრთელობის სააფთიაქო ზონა; ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს.

„PSP-ში ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია, ამასთან ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ყველა მედიკამენტზე სპეციალური ფასდაკლებაა; PSP-ს ბარათის მფლობელები კიდევ დამატებით ფასდაკლებას იღებენ ყველა შენაძენზე, მათ შორის მითითებულ ფასდაკლების დღეებში და ყოველ 10 ლარიან შენაძენზე გათამაშების ერთ ბილეთს იღებენ. წელს პსპ-ს გათამაშება იუბილარია, 10 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით უპრეცედენტო პრიზები თამაშდება: გარემონტებული ბინა საბურთალოზე, 25000 ლარი და 10 წლის განმავლობაში ყოველ თვე 1000 ლარიანი ხელფასი, რაც ნიშნავს რომ პსპ-ს იღბლიანი გამარჯვებული, რომლის ბილეთიც ამ პრიზის გათამაშებისას ლოტოტრონიდან ამოვა, 2028 წლამდე ყოველ თვეს 1000 ლარიან ხელფასს მიიღებს კომპანია პსპ-სგან.

ბავშვის საფენებზე, კვებასა თუ ჰიგიენის პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, ჩვენ მომხმარებელს ყოველ თვეში განსხვავებულ სასარგებლო აქციებსა და ფასდაკლებას ვთავაზობთ. ფრანგული კოსმეტიკის მოყვარულ ქალბატონებს ყოველი თვის 1-7 რიცხვებში ფრანგული დღეების აქციის ფარგლებში ფრანგული პრემიუმ კოსმეტიკის შეძენა 30%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ.

ჩვენ მომხმარებელს მუდმივად სასარგებლო და საინტერესო შეთავაზებებს, განსაკუთრებულად დაბალ ფასებს, უპრეცედენტო ფასდაკლებებსა და საჩუქრებს ვთავაზობთ,“ - აცხადებენ PSP-ში.

ქსელის გაფართოების და რებრენდინგის პროცესი გრძელდება. იგეგმება წლის ბოლოსთვის ყველა არსებული აფთიაქის რებრენდინგის პროცესის დასრულება. სულ მალე ახმეტაში PSP-ს პირველი აფთიაქი გაიხსნება.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის