გოგონას მკვლელობა შვილების თვალწინ მოხდა - შსს-ს კომენტარი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე

გოგონას მკვლელობა შვილების თვალწინ მოხდა - შსს-ს კომენტარი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა ცნობილია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა. მისი თქმით, გამოძიება 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დეპარტამენტის დირექტორმა ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ მკვლელობა გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღნიშნება.

„თავდაპირველად შეტყობინება შემოვიდა სუიციდის ფაქტზე, თუმცა ადგილზე მოსულმა ჯგუფმა დააფიქსირა გარდაცვლილის სხეულზე დაზიანებები. გამოძიება 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გარდაცვლილის ბავშვები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე. დამნაშავის სავარაუდო ვინაობა დადგენილია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თვითმხილველთა გამოკითხვა და ჩატარდება ყველა საჭირო პროცედურა. ადგილზე ასევე მუშაობენ ექსპერტ–კრიმინალისტები“, – განაცხადა თეიმურად კუპატაძემ.

წაიკითხეთ ასევე: "სავარაუდოდ მამინაცვალმა ჩაიდინა" - რას ჰყვებიან მეზობლები ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ