თბილისში, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ზემო ვეძისში მოხდა. როგორც ცნობილია, დაჭრილებს შორის არის მორაგბე ლაშა საჯაია. ოთხივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 236-ე ( იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს) მუხლებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიები მოქმედებები მიმდინარეობს.