თბილიში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე თვითმხილველი დეტალებს ჰყვება. როგორც მამაკაცი "რუსთავი 2"-თან საუბარში აცხადებს, ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც ნიგერიელმა ახაალგაზრდებმა სტადიონიდან "12 წლის ბავშვი გამოაძევეს".
"როგორც გავიგე ამ შავკანიანებმა სტადიონიდან 12 წლის ბავშვი გამოაძევეს, შემდეგ შეაფურთხეს, ამის შემდეგ ადგილზე ბავშვის დედა მოვიდა საქმის გასარკვევად. ახლა იმ ქალს დაერივნენ. ეტყობა იგინებოდნენ, ინგლისურად... შემდეგ ერთი ბიჭი მოვიდა საქმის გასარკვევად და იმას სიფათში ჩაარტყეს. ამის მერე დაიწყო ყველაფერი... ზოგს დინგში მოხვდა, მაგრამ ძალიან არა" - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
გუშინ, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ქართველი მამაკაცები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. როგორც ის წერს, ფეხბურთს თამაშობდნენ, როდესაც მათთან ქართველები მვიდნენ და სტადიონის დატოვება სთხოვეს. ნიგერიული სტუდენტი მომხდარს რასიზმს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს "მათი კანის ფერის გამო მოხდა". შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.