კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვუყურებდი და მიკვირდა, 18 წლის გოგო ამას როგორ ახერხებდა..." - ვის გამხნევებაზე ზრუნავს ილო ბეროშვილი ნიკა გრიგოლიასთან ერთად
"ვუყურებდი და მიკვირდა, 18 წლის გოგო ამას როგორ ახერხებდა..." - ვის გამხნევებაზე ზრუნავს ილო ბეროშვილი ნიკა გრიგოლიასთან ერთად

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ილო ბე­როშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის ახა­ლი მე­გა­შო­უს "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში მოგ­ვევ­ლი­ნა. ის პრო­ექტს ნიკა გრი­გო­ლი­ას­თან ერ­თად უძღვე­ბა და ამ დუ­ეტს კონ­კურ­სზე მი­სუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გამ­ხნე­ვე­ბა კადრს მიღ­მა უწევს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის და ნი­კაც - ორი­ვე ღი­მილ­თან, იუ­მორ­თან ასო­ცირ­დე­ბი­ან, მო­ნა­წი­ლე­ებს არ ეხუმ­რე­ბი­ან, რად­გა­ნაც ამ­ჯე­რად მათი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა კონ­კურ­სან­ტე­ბის გამ­ხნე­ვე­ბაა.

რა­ტომ დას­თან­ხმდა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე შო­უ­მე­ნი და რა აღ­მო­ა­ჩი­ნა უკვე პრო­ექ­ტში მი­სულ­მა, ამა­ზე ილო ბე­როშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს მკი­თხველს თა­ვად უამ­ბობს:

"მე და ნი­კას შო­უ­ში მცი­რე მო­ნაკ­ვე­თე­ბი გვაქვს, ასე­თია ფორ­მა­ტი, რად­გა­ნაც ძი­რი­თა­დად, არის ხმა, რო­მე­ლიც შუ­ა­ლე­დებ­ში სი­უ­ჟე­ტებს წარ­მო­ად­გენს. მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ჟი­უ­რი­ზეა გა­კე­თე­ბუ­ლი და კონ­კურ­სან­ტე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე. ჩვე­ნი დუ­ე­ტი იმის­თვი­საა, რომ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კადრს მიღ­მა გა­ვამ­ხნე­ვოთ, სტი­მუ­ლი მივ­ცეთ. შემ­დეგ იქი­დან რა მოხ­ვდე­ბა ეთერ­ში, ზუს­ტად არც კი ვი­ცით. ვი­მე­ო­რებ, იმ 2 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობთ, სტი­მუ­ლი მივ­ცეთ ადა­მი­ა­ნებს, რად­გა­ნაც კონ­კურ­სან­ტო­ბა რთუ­ლია. შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან მა­გა­რი მომ­ღე­რა­ლი იყო, სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გქონდს, მაგ­რამ კას­ტინ­ზე ინერ­ვი­უ­ლო. ის კი არა, ადა­მი­ა­ნებს, როცა ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, ლა­პა­რა­კიც კი უჭირთ და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, კონ­კურ­სზეა სა­უ­ბა­რი.

იმის­თვის, რომ მხნედ იყ­ვნენ, მე და ნიკა მათ მხარ­და­ჭე­რას ვცდი­ლობთ - უპირ­ვე­ლე­სი ჩვე­ნი ფუნ­ქცია ესაა, მაგ­რამ რო­დე­საც ლაივ-კონ­ცერ­ტე­ბი და­ი­წყე­ბა, ამა­ში მე­ტად ჩა­ვებ­მე­ბით.

- ისე, თქვე­ნი დუ­ე­ტის­გან ცოტა იუ­მო­რი კი და­მაკ­ლდა...

- ეს არ არის იუ­მო­რის­ტუ­ლი შოუ, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე უნდა იხუმ­რო, არც ილუ­ზი­ო­ნის­ტე­ბი, ან სხვა რო­მე­ლი­მე ასე­თი ჟან­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მო­დი­ან, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლე­ვენ, მათ­ზე იღა­დაო, ჩვე­ნი მი­სია, რო­გორც ვთქვით, მათი გამ­ხნე­ვე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა, ერთი-ორი მსუ­ბუ­ქად გა­ე­ხუმ­რო. მთა­ვა­რი ის არის, რომ მათ სცე­ნა­ზე სა­კუ­თა­რი თავი უნდა წარ­მო­ა­ჩი­ნონ და სუ­ლაც არ ეხუმ­რე­ბათ. პრო­ექ­ტის ფორ­მა­ტი ამას არ ითხოვს, თუმ­ცა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მეს­მის, თქვენ რომ იუ­მო­რი მარ­თლაც და­გაკ­ლდათ. მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბე­ლი რო­დე­საც შოუს სა­ბო­ლო­ოდ ნა­ხავს, ამ კი­თხვას პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა. ჩვე­ნი შოუ, რო­მელ­საც მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ჰქვია, პირ­ველ რიგ­ში ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ძი­ე­ბა­ზე და წარ­მო­ჩე­ნა­ზე.

- კას­ტინ­გე­ბის მი­ხედ­ვით რისი თქმა შე­გიძ­ლია, მო­გე­წო­ნა კონ­კურ­სან­ტე­ბი?

- რა­ტო­მაც დავ­თან­ხმდი შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ის იყო, რომ მის­მა სა­ხელ­წო­დე­ბამ მი­მი­ზი­და. დე­ფი­ცი­ტი იყო ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის და ირ­გვლივ მაკ­ლდა ეს ყვე­ლა­ფე­რი. 90-ია­ნე­ბამ­დეც იყ­ვნენ ისე­თი მუ­სი­კო­სე­ბი და კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აკ­ვირ­ვებ­დნენ მსმე­ნელს, 90-ია­ნებ­შიც და 2000-ია­ნებ­შიც. ვი­ღა­ცას ეს ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონს, ან არ მოს­წონს... ბოლო დროს ქარ­თუ­ლი ჟღე­რა­დო­ბა თით­ქოს ისე­თი მა­სობ­რი­ვი აღა­რაა და ამი­ტო­მაც და­ი­წყო ეს პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ზა­ნია, იპო­ვოს, შე­არ­ჩი­ოს ნი­ჭი­ე­რი თა­ო­ბა, გზა გა­უხ­სნას მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის მხრივ. პრო­ექ­ტი იმის­თვის არის, რომ ხალ­ხმა პირ­ველ რიგ­ში მო­უს­მი­ნოს ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს, გა­მო­ავ­ლი­ნოს ისე, რომ მათ შემ­დგომ ამ საქ­მე­ში გა­ნაგ­რძონ წარ­მა­ტე­ბუ­ლად საქ­მი­ა­ნო­ბა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მა­ინც ის არის, რომ მა­ყუ­რე­ბელს მო­ნატ­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ.

რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ტექ­სტში, ახა­ლი არან­ჟი­რე­ბით, ვერ­სი­ე­ბით იქ­ნე­ბა. თი­თო­ე­ულ­მა სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი უნდა წარ­მო­ა­ჩი­ნოს. იმი­ტომ არა, რომ ამ პრო­ექ­ტში ვარ, ჟი­უ­რი კარ­გად არ­ჩევს იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ძლი­ე­რე­ბი არი­ან არა რო­მე­ლი­მე ერთ კონ­კრე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში, ეტყო­ბათ, რომ ყვე­ლა ჟანრ­ში შე­უძ­ლი­ათ სხვა­დას­ხვა სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა.

- ე.ი. ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა გიყ­ვარს...

- ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი ზო­გა­დად ჩემ­თვის არ არის ცალ­კე­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა. დღე­საც ვუს­მენ, გუ­ში­ნაც ვუს­მენ­დი, მათ­გან რა­ღა­ცას უფრო მე­ტად და რა­ღა­ცას -ნაკ­ლე­ბად, ან სა­ერ­თოდ არ ვუს­მენ­დი... მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან მუ­სი­კა­ლუ­რი ხალ­ხი ვართ. სა­ო­ცა­რი ფოლკ­ლო­რი, ესტრა­და და ზო­გა­დად პო­ლი­ფო­ნია გვაქვს... რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სანტს გა­ვიხ­სე­ნებ, ოღონდ, არ და­ვა­კონ­კრე­ტებ და მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვად მიხ­ვდე­ბა, როცა ნა­ხავს ვის ვგუ­ლის­ხმობ­დი... 18-19 წლის გო­გომ არ შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ზუს­ტი გრძნო­ბით იმ­ღე­როს სე­რი­ო­ზუ­ლი და ძვე­ლი სიმ­ღე­რა, ამის­თვის უნდა ელე­მენ­ტა­რუ­ლად წლე­ბი ჰქონ­დეს გავ­ლი­ლი, რომ ყვე­ლა­ფე­რი გან­ცდი­ლი ჰქონ­დეს. ვუ­ყუ­რებ­დი და მიკ­ვირ­და, 18 წლის გოგო ამას რო­გორ ახერ­ხებ­და. ეს მარ­გა­ლი­ტე­ბი გაბ­ნე­უ­ლია და მას მივ­ყვე­ბით, ვპო­უ­ლობთ და ვავ­ლენთ.

მომ­წონს ჩვე­ნი ჟი­უ­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, არა იმი­ტომ, რომ ამ პრო­ექ­ტში ვარ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ისი­ნი აფა­სე­ბენ, ამ შოუს შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, თავს რო­გორც მომ­ღერ­ლე­ბი და­იმ­კვიდ­რე­ბენ.

- კას­ტინ­გე­ბი­დან კი­დევ რას გა­იხ­სე­ნებ?

- ნამ­დვი­ლად გა­მა­ო­ცა ერთ-ერ­თმა კონ­კურ­სან­ტმა, რო­დე­საც მო­ვი­და, გაგ­ვეც­ნო, ვი­თომც არა­ფე­რი, მაგ­რამ ჟი­უ­რის­თან რომ შე­ვი­და, სა­ო­პე­რო ხმით დას­ჭე­ქა ისე, რომ ვერც კი ვი­ფიქ­რებ­დი, თუ ასე­თი მო­ნა­ცე­მე­ბის პატ­რო­ნი იყო. არა­და, რომ გა­ვი­ცა­ნით, თით­ქოს სხვა ადა­მი­ა­ნი იყო, რო­გორც ყვე­ლას ვამ­ხნე­ვებ­დით, ისე­ვე მას, რომ კარ­გად გა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ხმა რომ ამო­ი­ღო, გა­მაკ­ვირ­ვა! თა­ვი­დან პეპი გრძე­ლი წინ­დას ჰგავ­და და აბ­სო­ლუ­ტუ­რი მო­ლო­დი­ნი არ მქონ­და იმის, რაც მო­ვის­მი­ნე. იყო ასე­თი ეპი­ზო­დიც, რო­დე­საც კას­ტინგზე ჩემი გი­ტა­რის პე­და­გო­გი ვნა­ხე, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრას მას­წავ­ლი­და, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და ერ­თმა­ნე­თის და­ნახ­ვა. სა­ინ­ტე­რე­სო იყო მას­თან შეხ­ვედ­რა. ასე რომ, ეს კონ­კურ­სი ასე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით არის სავ­სე.

ზოგს რომ შე­ხე­დავ და იფიქ­რებ, - ეს რო­კე­რია, მარ­ტო ამას უს­მენს, შე­დის კას­ტინგზე და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქარ­თულ სიმ­ღე­რას ას­რუ­ლებს. ამას რომ ნა­ხავ, გი­ხა­რია. სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ასე­თი ახალ­გაზ­რდა ად­გე­ბა, იმ­ღე­რებს და მიხ­ვდე­ბი, რომ ამ თა­ო­ბა­ში ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა გამ­ჯდა­რია და უყ­ვარს ეს სიმ­ღე­რა.

- ქრის­ტი­ნე შუ­შა­ძე­ზე, ემიგ­რანტ კონ­კურ­სანტზე რას იტყვი? მან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა რო­გორც ჟი­უ­რი­ზე, ასე­ვე მა­ყუ­რე­ბელ­ზე

- ავი­ღოთ თუნ­დაც ეს ადა­მი­ა­ნი - გა­მოჩ­ნდა, რო­გო­რი მა­გა­რია, კა­ნა­და­ში ცხოვ­რობს, აზ­რზე მო­სუ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი იცის და ქარ­თულ სიმ­ღე­რას ირ­ჩევს. თან, აირ­ჩია არა ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი ან "33 ა", არა­მედ, ქარ­თუ­ლი ქა­ლა­ქუ­რი რო­მან­სი. ამას­თან, იგ­რძნო­ბო­და, რომ გუ­ლით მღე­რო­და, ვი­ღა­ცამ კი არ შე­ურ­ჩია, მოს­წონს და ამი­ტომ მღე­რის. მსმე­ნე­ლი კი მის სულ­სა და გულს გრძნობს. ასე რომ, "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზოდს და სი­ურპრიზს ჰპირ­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ვუყურებდი და მიკვირდა, 18 წლის გოგო ამას როგორ ახერხებდა..." - ვის გამხნევებაზე ზრუნავს ილო ბეროშვილი ნიკა გრიგოლიასთან ერთად

"ვუყურებდი და მიკვირდა, 18 წლის გოგო ამას როგორ ახერხებდა..." - ვის გამხნევებაზე ზრუნავს ილო ბეროშვილი ნიკა გრიგოლიასთან ერთად

ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი "რუსთავი 2"-ის ახალი მეგაშოუს "მხოლოდ ქართულის" წამყვანის ამპლუაში მოგვევლინა. ის პროექტს ნიკა გრიგოლიასთან ერთად უძღვება და ამ დუეტს კონკურსზე მისული მონაწილეების გამხნევება კადრს მიღმა უწევს. მიუხედავად იმისა, რომ ის და ნიკაც - ორივე ღიმილთან, იუმორთან ასოცირდებიან, მონაწილეებს არ ეხუმრებიან, რადგანაც ამჯერად მათი მთავარი ამოცანა კონკურსანტების გამხნევებაა.

რატომ დასთანხმდა პროექტში მონაწილეობაზე შოუმენი და რა აღმოაჩინა უკვე პროექტში მისულმა, ამაზე ილო ბეროშვილი AMBEBI.GE-ს მკითხველს თავად უამბობს:

"მე და ნიკას შოუში მცირე მონაკვეთები გვაქვს, ასეთია ფორმატი, რადგანაც ძირითადად, არის ხმა, რომელიც შუალედებში სიუჟეტებს წარმოადგენს. მთავარი აქცენტი ჟიურიზეა გაკეთებული და კონკურსანტების შერჩევაზე. ჩვენი დუეტი იმისთვისაა, რომ მონაწილეები კადრს მიღმა გავამხნევოთ, სტიმული მივცეთ. შემდეგ იქიდან რა მოხვდება ეთერში, ზუსტად არც კი ვიცით. ვიმეორებ, იმ 2 წუთის განმავლობაში ვცდილობთ, სტიმული მივცეთ ადამიანებს, რადგანაც კონკურსანტობა რთულია. შეიძლება, ძალიან მაგარი მომღერალი იყო, სერიოზული მონაცემები გქონდს, მაგრამ კასტინზე ინერვიულო. ის კი არა, ადამიანებს, როცა ნერვიულობენ, ლაპარაკიც კი უჭირთ და წარმოიდგინეთ, კონკურსზეა საუბარი.

იმისთვის, რომ მხნედ იყვნენ, მე და ნიკა მათ მხარდაჭერას ვცდილობთ - უპირველესი ჩვენი ფუნქცია ესაა, მაგრამ როდესაც ლაივ-კონცერტები დაიწყება, ამაში მეტად ჩავებმებით.

- ისე, თქვენი დუეტისგან ცოტა იუმორი კი დამაკლდა...

- ეს არ არის იუმორისტული შოუ, სადაც მონაწილეებზე უნდა იხუმრო, არც ილუზიონისტები, ან სხვა რომელიმე ასეთი ჟანრის წარმომადგენლები გამოდიან, რომლებიც საშუალებას გაძლევენ, მათზე იღადაო, ჩვენი მისია, როგორც ვთქვით, მათი გამხნევებაა. შეიძლება, ერთი-ორი მსუბუქად გაეხუმრო. მთავარი ის არის, რომ მათ სცენაზე საკუთარი თავი უნდა წარმოაჩინონ და სულაც არ ეხუმრებათ. პროექტის ფორმატი ამას არ ითხოვს, თუმცა აბსოლუტურად მესმის, თქვენ რომ იუმორი მართლაც დაგაკლდათ. მაგრამ მაყურებელი როდესაც შოუს საბოლოოდ ნახავს, ამ კითხვას პასუხი გაეცემა. ჩვენი შოუ, რომელსაც მხოლოდ ქართული ჰქვია, პირველ რიგში ორიენტირებულია ნიჭიერი ადამიანების მოძიებაზე და წარმოჩენაზე.

- კასტინგების მიხედვით რისი თქმა შეგიძლია, მოგეწონა კონკურსანტები?

- რატომაც დავთანხმდი შოუში მონაწილეობას, ის იყო, რომ მისმა სახელწოდებამ მიმიზიდა. დეფიციტი იყო ქართული სიმღერის და ირგვლივ მაკლდა ეს ყველაფერი. 90-იანებამდეც იყვნენ ისეთი მუსიკოსები და კომპოზიტორები, რომლებიც აკვირვებდნენ მსმენელს, 90-იანებშიც და 2000-იანებშიც. ვიღაცას ეს ყველაფერი მოსწონს, ან არ მოსწონს... ბოლო დროს ქართული ჟღერადობა თითქოს ისეთი მასობრივი აღარაა და ამიტომაც დაიწყო ეს პროექტი, რომლის მიზანია, იპოვოს, შეარჩიოს ნიჭიერი თაობა, გზა გაუხსნას მუსიკალური კარიერის მხრივ. პროექტი იმისთვის არის, რომ ხალხმა პირველ რიგში მოუსმინოს ნიჭიერ ადამიანებს, გამოავლინოს ისე, რომ მათ შემდგომ ამ საქმეში განაგრძონ წარმატებულად საქმიანობა. ყველაზე მთავარი მიზანი მაინც ის არის, რომ მაყურებელს მონატრებული ქართული სიმღერები შევთავაზოთ.

რაც მთავარია, ეს ყველაფერი თანამედროვე კონტექსტში, ახალი არანჟირებით, ვერსიებით იქნება. თითოეულმა საკუთარი ინდივიდუალიზმი უნდა წარმოაჩინოს. იმიტომ არა, რომ ამ პროექტში ვარ, ჟიური კარგად არჩევს იმ ადამიანებს, რომლებიც ძლიერები არიან არა რომელიმე ერთ კონკრეტულ მიმართულებაში, ეტყობათ, რომ ყველა ჟანრში შეუძლიათ სხვადასხვა სიმღერის შესრულება.

- ე.ი. ქართული სიმღერა გიყვარს...

- ქართული სიმღერები ზოგადად ჩემთვის არ არის ცალკეული ღირებულება. დღესაც ვუსმენ, გუშინაც ვუსმენდი, მათგან რაღაცას უფრო მეტად და რაღაცას -ნაკლებად, ან საერთოდ არ ვუსმენდი... მიმაჩნია, რომ ძალიან მუსიკალური ხალხი ვართ. საოცარი ფოლკლორი, ესტრადა და ზოგადად პოლიფონია გვაქვს... რამდენიმე კონკურსანტს გავიხსენებ, ოღონდ, არ დავაკონკრეტებ და მაყურებელი თავად მიხვდება, როცა ნახავს ვის ვგულისხმობდი... 18-19 წლის გოგომ არ შეიძლება ისეთი ზუსტი გრძნობით იმღეროს სერიოზული და ძველი სიმღერა, ამისთვის უნდა ელემენტარულად წლები ჰქონდეს გავლილი, რომ ყველაფერი განცდილი ჰქონდეს. ვუყურებდი და მიკვირდა, 18 წლის გოგო ამას როგორ ახერხებდა. ეს მარგალიტები გაბნეულია და მას მივყვებით, ვპოულობთ და ვავლენთ.

მომწონს ჩვენი ჟიურის დამოკიდებულება, არა იმიტომ, რომ ამ პროექტში ვარ. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, ვისაც ისინი აფასებენ, ამ შოუს შემდეგ წარმატებულები იქნებიან, თავს როგორც მომღერლები დაიმკვიდრებენ.

- კასტინგებიდან კიდევ რას გაიხსენებ?

- ნამდვილად გამაოცა ერთ-ერთმა კონკურსანტმა, როდესაც მოვიდა, გაგვეცნო, ვითომც არაფერი, მაგრამ ჟიურისთან რომ შევიდა, საოპერო ხმით დასჭექა ისე, რომ ვერც კი ვიფიქრებდი, თუ ასეთი მონაცემების პატრონი იყო. არადა, რომ გავიცანით, თითქოს სხვა ადამიანი იყო, როგორც ყველას ვამხნევებდით, ისევე მას, რომ კარგად გამოსულიყო, მაგრამ ხმა რომ ამოიღო, გამაკვირვა! თავიდან პეპი გრძელი წინდას ჰგავდა და აბსოლუტური მოლოდინი არ მქონდა იმის, რაც მოვისმინე. იყო ასეთი ეპიზოდიც, როდესაც კასტინგზე ჩემი გიტარის პედაგოგი ვნახე, რომელიც წლების წინ გიტარაზე დაკვრას მასწავლიდა, ძალიან გაგვიხარდა ერთმანეთის დანახვა. საინტერესო იყო მასთან შეხვედრა. ასე რომ, ეს კონკურსი ასეთი მოულოდნელობებით არის სავსე.

ზოგს რომ შეხედავ და იფიქრებ, - ეს როკერია, მარტო ამას უსმენს, შედის კასტინგზე და მოულოდნელად ქართულ სიმღერას ასრულებს. ამას რომ ნახავ, გიხარია. სასიამოვნოა, როცა ასეთი ახალგაზრდა ადგება, იმღერებს და მიხვდები, რომ ამ თაობაში ქართული სიმღერა გამჯდარია და უყვარს ეს სიმღერა.

- ქრისტინე შუშაძეზე, ემიგრანტ კონკურსანტზე რას იტყვი? მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც ჟიურიზე, ასევე მაყურებელზე

- ავიღოთ თუნდაც ეს ადამიანი - გამოჩნდა, როგორი მაგარია, კანადაში ცხოვრობს, აზრზე მოსულია, ყველაფერი იცის და ქართულ სიმღერას ირჩევს. თან, აირჩია არა ირაკლი ჩარკვიანი ან "33 ა", არამედ, ქართული ქალაქური რომანსი. ამასთან, იგრძნობოდა, რომ გულით მღეროდა, ვიღაცამ კი არ შეურჩია, მოსწონს და ამიტომ მღერის. მსმენელი კი მის სულსა და გულს გრძნობს. ასე რომ, "მხოლოდ ქართული" ბევრ საინტერესო ეპიზოდს და სიურპრიზს ჰპირდება მაყურებელს!

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

“ბნელი 90-იანების დროს მე გავხდი ძალადობის მსხვერპლი" - ლელა წურწუმია

"პატიება უნდა ვიცოდეთ, ხალხო... მეგობრები არიან, უყვართ საქართველო და ქართველები" - რას ამბობს იმ ქალის დედა, რომელმაც პოზნერს საქართველოში უმასპინძლა