პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გედევან ფოფხაძე “ქართულ ოცნებას“ ტოვებს - რა მიზეზს ასახელებს დეპუტატი
გედევან ფოფხაძე “ქართულ ოცნებას“ ტოვებს - რა მიზეზს ასახელებს დეპუტატი

თუ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვით მი­იჩ­ნევს, რომ ნი­ნია კა­კა­ბა­ძის­ნა­ირ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლია მხა­რი და­უ­ჭი­როს, მე ასეთ შემ­თხვე­ვა­ში დავ­ტო­ვებ უმ­რავ­ლე­სო­ბას, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და ყვე­ლა პარ­ტი­ულ და პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბას, რო­მე­ლიც მაქვს, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

დე­პუ­ტატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, რომ მის­თვის ნი­ნია კა­კა­ბა­ძის კან­დი­და­ტუ­რა მი­უ­ღე­ბე­ლია.

„მი­მაჩ­ნია, რომ ეს ჯერ საპ­რო­ცე­დუ­რო კო­მი­ტე­ტის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­დე­ბა. მე ამას გპირ­დე­ბით, გა­ირ­კვე­ვა, 55 ხმი­დან იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა ყვე­ლა ხმის მიმ­ცე­მი დარ­ბაზ­ში. თუ ასე და­დას­ტურ­დე­ბა, შე­მიძ­ლია, ვუ­თხრა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ არ მინ­და იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ვიყო, რომ­ლი­თაც პარ­ტი­არ­ქის და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მა­გი­ნე­ბე­ლი იყოს მა­უ­წყებ­ლის ბორ­დის წევ­რი, პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის წა­ხა­ლი­სე­ბა რე­აქ­ცი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბის წე­სიც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის გი­ნე­ბაა. ვა­პი­რებ გა­ვე­მიჯ­ნო ყვე­ლას, მათ შო­რის იმ ადა­მი­ა­ნებს, ჩვე­ნი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან, რომ­ლებ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რეს ამას“, - გა­ნა­ცხა­და გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ.

“ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცალ­სა­ხად უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­დან ნი­ნია კა­კა­ბა­ძის მხარ­და­ჭე­რას უკავ­შირ­დე­ბა - ამ ეტაპ­ზე წას­ვლის სხვა მი­ზე­ზი მე არ მქო­ნია“, - დას­ძი­ნა ფო­ფხა­ძემ.

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ მას უმ­რავ­ლე­სო­ბის შიგ­ნით თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ჰყავ­დეს, ფო­ფხა­ძემ გან­მარ­ტა, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ არა­ფე­რი იცის, არა­ვის­თან უსა­უბ­რია და გან­ცხა­დე­ბა წას­ვლა­ზე “გაბ­რა­ზე­ბულ გულ­ზე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი“. “არ ვიცი, ვინ რა პო­ზი­ცი­ა­ზეა და ვინ რას იზამს. მი­მაჩ­ნია, რომ მე უნდა გა­ვა­კე­თო ის, რაც მო­რა­ლუ­რად სწო­რია. და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტარს აღარ ვა­კე­თებ“, - აღ­ნიშ­ნა გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, პარ­ლა­მენ­ტმა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­სა და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის კვო­ტით წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტე­ბი აირ­ჩია. ომ­ბუდსმე­ნის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იზა­ბე­ლა ოსი­პო­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ბორდში 93 ხმით აირ­ჩი­ეს. უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­რეთ მყო­ფი დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ წარ­დგე­ნილ ნი­ნია კა­კა­ბა­ძეს მხა­რი 55–მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა, 12–მა მის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა ხმა. კა­კა­ბა­ძე კენ­ჭისყ­რის ამ შე­დე­გით სა­ზო­გა­დო­ე­ბი­რივ მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რი გახ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

გედევან ფოფხაძე “ქართულ ოცნებას“ ტოვებს - რა მიზეზს ასახელებს დეპუტატი

გედევან ფოფხაძე “ქართულ ოცნებას“ ტოვებს - რა მიზეზს ასახელებს დეპუტატი

თუ “ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს შეუძლია მხარი დაუჭიროს, მე ასეთ შემთხვევაში დავტოვებ უმრავლესობას, „ქართულ ოცნებას“ და ყველა პარტიულ და პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც მაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

დეპუტატმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მისთვის ნინია კაკაბაძის კანდიდატურა მიუღებელია.

„მიმაჩნია, რომ ეს ჯერ საპროცედურო კომიტეტის განხილვის საგანი გახდება. მე ამას გპირდებით, გაირკვევა, 55 ხმიდან იმყოფებოდა თუ არა ყველა ხმის მიმცემი დარბაზში. თუ ასე დადასტურდება, შემიძლია, ვუთხრა, საზოგადოებას, რომ არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პარტიარქის და მართლმადიდებელი ეკლესიის მაგინებელი იყოს მაუწყებლის ბორდის წევრი, პრინციპულად მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ეს არის წახალისება რეაქციული ჯგუფების, რომლებიც ცხოვრების წესიც სხვა ადამიანების გინებაა. ვაპირებ გავემიჯნო ყველას, მათ შორის იმ ადამიანებს, ჩვენი შემადგენლობიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამას“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

“ეს გადაწყვეტილება ცალსახად უმრავლესობის მხრიდან ნინია კაკაბაძის მხარდაჭერას უკავშირდება - ამ ეტაპზე წასვლის სხვა მიზეზი მე არ მქონია“, - დასძინა ფოფხაძემ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია მმართველი გუნდიდან წასვლის შესახებ მას უმრავლესობის შიგნით თანამოაზრეები ჰყავდეს, ფოფხაძემ განმარტა, რომ ამასთან დაკავშირებით ჯერ არაფერი იცის, არავისთან უსაუბრია და განცხადება წასვლაზე “გაბრაზებულ გულზე აქვს გაკეთებული“. “არ ვიცი, ვინ რა პოზიციაზეა და ვინ რას იზამს. მიმაჩნია, რომ მე უნდა გავაკეთო ის, რაც მორალურად სწორია. დამატებით კომენტარს აღარ ვაკეთებ“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო ოპოზიცისა და სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილი კანდიდატები აირჩია. ომბუდსმენის მიერ შეთავაზებული იზაბელა ოსიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში 93 ხმით აირჩიეს. უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების მიერ წარდგენილ ნინია კაკაბაძეს მხარი 55–მა დეპუტატმა დაუჭირა, 12–მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. კაკაბაძე კენჭისყრის ამ შედეგით საზოგადოებირივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები