კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ჯიგარი" არ ვიცი, ვიცი კარგი ქალაქური სიმღერა!" - როგორ აპირებს ახალბედა მომღერლების შეფასებას მარინა ბერიძე ახალ მუსიკალურ შოუში
"ქართული ჯიგარი" არ ვიცი, ვიცი კარგი ქალაქური სიმღერა!" - როგორ აპირებს ახალბედა მომღერლების შეფასებას მარინა ბერიძე ახალ მუსიკალურ შოუში

2 აპ­რი­ლი­დან "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი შოუ "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" იწყე­ბა. პრო­ექ­ტში კონ­კურ­სან­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და იმ­ღე­რე­ბენ ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის მხო­ლოდ ქარ­თულ რე­პერ­ტუ­არს. რაში მდგო­მა­რე­ობს კონ­კურ­სის არსი, რა ევა­ლე­ბათ მო­ნა­წი­ლე­ებს და ჟი­უ­რის რო­გო­რი წევ­რი იქ­ნე­ბა მუ­სი­კის­მცოდ­ნე მა­რი­ნა ბე­რი­ძე, ამა­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად ესა­უბ­რა:

- კას­ტინ­გე­ბის შემ­დეგ გა­მო­იკ­ვე­თა: კონ­კურ­სის არსი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ახალ­გაზ­რდა მომ­ღერ­ლე­ბი ქარ­თულ სიმ­ღე­რას ეზი­ა­რონ და შე­იყ­ვა­რონ. თუ ერთი მა­ინც დად­გა დიდ სცე­ნა­ზე, დიდი გა­მარ­ჯვე­ბა იქ­ნე­ბა. კას­ტინ­გე­ბი­დან ბევ­რი კარ­გი რამ გა­მოჩ­ნდა და ასე­თი შე­მარ­თე­ბით და­ი­წყე­ბა ალ­ბათ პრო­ექ­ტიც.

- რო­გორც გა­ირ­კვა, პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლი ბევ­რია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი ქარ­თულ­მა სიმ­ღე­რამ სუ­ლაც არ და­აფრ­თხო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახა­ლი თა­ო­ბა, ბოლო დროს, უმე­ტე­სად უცხო­ურ მუ­სი­კა­ზეა გა­დარ­თუ­ლი...

- დიახ, ამის გამო არა­ვინ დამფრ­თხა­ლა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ­დენ მსურ­ველს არ ვე­ლო­დე­ბო­დი, ძა­ლი­ან ბევ­რი ახალ­გაზ­რდა მო­ვი­და. თი­თო­ე­ულს უნდა, რომ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა კარ­გად იმ­ღე­როს. ეს მგო­ნი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- რით იქ­ნე­ბა "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" სხვა მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი?

- "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" და­წყე­ბუ­ლი 50-იანი, 60-იანი წლე­ბის ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის (გი­ორ­გი ცა­ბა­ძე, რე­ვაზ ლა­ღი­ძე) და შემ­დგო­მი წლე­ბის ავ­ტო­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას ააჟ­ღე­რებს, ასე­ვე უახ­ლე­სი 90-ია­ნე­ბი­სას (სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძე, ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი, ნიაზ დი­ა­სა­მი­ძე, ჯგუ­ფი "სახე", მწვა­ნე ოთა­ხი")... ესე­ნი ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვინც სხვა ეტაპ­ზე გა­და­იყ­ვა­ნა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და მისი შექ­მნის პრო­ცე­სი.

კონ­კურ­სან­ტე­ბი მთელ ამ ვრცელ, მუ­სი­კა­ლურ გზას გა­ივ­ლი­ან - ასე­თია პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი. ძი­რი­თა­დად, თუ რა მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი იქ­ნე­ბა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, ამას პრო­ექ­ტის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­და­წყვეტს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა 60-იანი წლე­ბი­დან 2000-იანი წლე­ბის ჩათ­ვლით და ალ­ბათ ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბი­თაც. დროს და გან­ვლილ გზას ეტა­პობ­რი­ვად წავ­ყვე­ბით.

- კას­ტინ­გე­ბის მი­ხედ­ვით რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ - ნი­ჭი­ე­რია თა­ო­ბა?

- რაც აქამ­დე ვნა­ხე და დღემ­დე თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან. მთა­ვა­რი ისევ და ისევ ის არის, რომ დღეს სცე­ნა­ზე გულ­წრფე­ლო­ბა გვაკ­ლია, ამის დე­ფი­ცი­ტია. კონ­კურ­სში თი­თო­ე­უ­ლი გულ­წრფე­ლი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი უნდა იყოს. ეს ორი რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რაც მარ­თლაც მა­წუ­ხებს, რად­გან ვი­მე­ო­რებ ეს ქარ­თულ სცე­ნას დღეს­დღე­ო­ბით აკ­ლია. თან, სიმ­ღე­რე­ბი XXI სა­უ­კუ­ნის გა­და­სა­ხე­დი­დან უნდა იყოს ნამ­ღე­რი. მგო­ნია, რომ XXI სა­უ­კუ­ნის თა­ო­ბის ახალ­გაზ­რდის­თვის სიმ­ღე­რა "მე სა­ი­დუმ­ლოს შე­ნახ­ვა ვიცი", სხვა "სა­ი­დუმ­ლოა" და ის თა­ვი­სე­ბუ­რად უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს, ისე, რომ იყოს თა­ვი­სი.

- ე.ი. იმე­დი გაქვთ, რომ "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის~ კონ­კურ­სან­ტე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს შეძ­ლე­ბენ და სცე­ნა­ზე ამ ემო­ცი­ას მო­ი­ტა­ნენ?

- უნდა მო­ი­ტა­ნონ! ამის­თვის არის ჟი­უ­რი, ვი­ღაც მო­ი­ტანს, ვი­ღაც - ვერა. უმე­ტე­სად ახალ­ბე­და, გა­მო­უც­დე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ... შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მეს რა­ღაც სა­ბავ­შვო კონ­კურ­სში ჰქონ­დეს ოდეს­მე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ მერე გა­ი­ზარ­და, უცხო­ურს მღე­რო­და და "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" თუნ­დაც ამი­ტომ არის მის­თვის კარ­გი. დიახ, უპი­რა­ტე­სი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რაა და ყვე­ლაფ­რის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლიც. ადა­მი­ან­მა უნდა იცო­დეს სა­კუ­თარ ენა­ზე სიმ­ღე­რა, რა­საც დღეს­დღე­ო­ბით აქ­ტუ­ა­ლო­ბა და­კარ­გუ­ლი აქვს. იმის გამო, რომ "რუს­თა­ვი 2~ ყო­ველ­თვის ნო­ვა­ცი­ე­ბი­თაა სავ­სე, გა­და­წყვი­ტა, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გახ­დეს. სხვა ქვეყ­ნის სიმ­ღე­რას ისე ვერ გა­ი­თა­ვი­სებ, რო­გორც შენ­სას...

- ჟი­უ­რი­ში ყო­ველ­თვის მკაც­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი ხართ. ამ­ჯე­რა­დაც ასე იქ­ნე­ბა, თუ შე­იც­ვა­ლა რა­ი­მე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. იმ­დე­ნი წლის ვარ, რომ ახლა უკვე არა­ფე­რი და ვე­რა­ვინ შემ­ცვლის - ასე მოვ­დი­ვარ სულ და ვამ­ბობ, "მე ვარ კატა, რო­მე­ლიც თა­ვის გზით და­დის". ჰოდა, ახლა რა შემ­ცვლის ან ვინ შემ­ცვლის, ან ვისი უნდა მე­ში­ნო­დეს? მე ვარ სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი! ჩემი აზ­რით, ჟი­უ­რი­ში ყოფ­ნა, ვი­ღა­ცის შე­ფა­სე­ბა, რო­გორც ერთი ადა­მი­ა­ნის შე­ფა­სე­ბას ნიშ­ნავს და არა­ფერს სხვას. ეს ვი­ღა­ცას მოს­წონს, ვი­ღა­ცას - არა. რას ვი­ზამთ, ასეა.

- ჯერ არ და­წყე­ბუ­ლი კონ­კურ­სის მი­სა­მარ­თით გარ­კვე­უ­ლი კრი­ტი­კა უკვე გა­მო­ით­ქვა, მუ­სი­კო­სე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი კონ­კურ­სან­ტებს და ნამ­ღერს უწუ­ნებს და იმა­საც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ რაც იქ ჟღერს, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა არ არის...

- რო­გორ არის ის ან­და­ზა? ჯერ ბავ­შვი არ და­ბა­დე­ბუ­ლა და სა­ხელს არ­ქმევ­დნე­ნო - ვფიქ­რობ, ასეა მა­გა­თი საქ­მე. არა­ვინ ვი­ცით, რა მოხ­დე­ბა, ვინ რო­გორ გა­მო­ვა, რო­გორ წარ­მო­ა­ჩენს თავს, კონ­კურ­სიც ეს არის. ჟი­უ­რი იმის­თვის არ­სე­ბობს, რომ ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს შე­ფა­სე­ბა მის­ცეს. მოკ­ლედ, გვი­ყუ­რონ, გვის­მი­ნონ და შეგ­ვა­ფა­სონ.

- სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნია კონ­კურ­სში მო­ცუ­ლი?

- ყვე­ლა არა, მოდი ასე ვთქვათ - არის თბი­ლი­სიც და არის რე­გი­ო­ნიც. რე­გი­ონ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სა­შუ­ა­ლო თა­ო­ბა ძა­ლი­ან კარ­გად არის ქარ­თულ სიმ­ღე­რა­ში გა­წა­ფუ­ლი. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც ქარ­თულს ძა­ლი­ან გა­მარ­თუ­ლად, აბ­სო­ლუ­ტუ­რად კარ­გად მღე­რის, მაგ­რამ ისიც და­ვი­ნა­ხეთ, რომ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­ში ეს ჩა­ვარ­დნა არ­სე­ბობს და ამი­ტომ შე­იქ­მნა ეს კონ­კურ­სი. "მხო­ლოდ ქარ­თულს~ ბევ­რი პე­და­გო­გი, მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­ძღვა­ნე­ლი ჰყავს, რომ კონ­კურ­სან­ტებს და­ეხ­მა­როს. არ ვიცი, რა არის "ქარ­თუ­ლი ჯი­გა­რი", მაგ­რამ ვიცი, რა არის ქარ­თუ­ლი სული, რაც ქარ­თულ სიმ­ღე­რა­ში ნამ­დვი­ლად დევს. ვი­მე­ო­რებ, ეს ამ თა­ო­ბას უჭირს და ამი­ტომ ვართ ჩვენ და ჩვე­ნი ვა­ლია, ეს თა­ო­ბა წა­მოვ­წი­ოთ.

-"ჯი­გარ­ზე~ გა­მახ­სენ­და, ამ პრო­ექ­ტში "ქარ­თუ­ლი ფა­ნოღს~ თუ მო­ის­მენს მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- კი­დევ ვი­ტყვი, "ქარ­თუ­ლი ფა­ნო­ღი~ და "ქარ­თუ­ლი ჯი­გა­რი~ არ ვიცი, ვიცი კარ­გი ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც, თა­ვის დრო­ზე, ცი­ნუ­კი და­დი­ან­მა სხვა სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვა­ნა და შემ­დგომ უკვე მე­დი­კო ძი­ძი­გურ­მა გა­აგ­რძე­ლა და გა­ნავ­რცო. იმას ფა­ნო­ღი არ ერ­ქვა და მეც ვე­რაფ­რით ვუ­წო­დებ ფა­ნოღს. ისი­ნი იმ ქა­ლა­ქუ­რის ჟანრ­ში დიდ სიმ­ღე­რებს აჟ­ღე­რებ­დნენ. ის "ტაშ-ტაში~ არ ყო­ფი­ლა, ნამ­დვი­ლი სიმ­ღე­რე­ბი იყო. დიახ, ცი­ნუ­კი და­დი­ან­მა ამ ჟანრ­ში მთე­ლი ეპო­ქა შექ­მნა - "დუ­დუ­კე­ბით~ ავი­და სცე­ნა­ზე და პრო­ფე­სი­ით არა­მუ­სი­კოს­მა, ექიმ­მა გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. სა­ო­ცა­რი ინ­ტე­ლექ­ტის ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ. ნაკ­ლე­ბი ინ­ტე­ლექ­ტი­სა და კა­ტე­გო­რი­ის მქო­ნე ასეთ სი­მაღ­ლე­ზე ვერ ავი­დო­და.

ასე რომ, დღე­ი­დან, 2 აპ­რი­ლი­დან ჩა­ვუს­ხდეთ ამ პრო­ექტს და თა­ვად­ვე დავ­რწმუნ­დე­ბით ბევრ რა­მე­ში. პირ­ვე­ლი სამი ორ­შა­ბა­თი მა­ყუ­რებლს კას­ტინ­გის ყუ­რე­ბა მო­უ­წევს, და­ნარ­ჩე­ნი 5 ტური 23 აპ­რი­ლი­დან და­ი­წყე­ბა და კონ­კურ­სი მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ეტაპ­ზე გა­და­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ქართული ჯიგარი" არ ვიცი, ვიცი კარგი ქალაქური სიმღერა!" - როგორ აპირებს ახალბედა მომღერლების შეფასებას მარინა ბერიძე ახალ მუსიკალურ შოუში

"ქართული ჯიგარი" არ ვიცი, ვიცი კარგი ქალაქური სიმღერა!" - როგორ აპირებს ახალბედა მომღერლების შეფასებას მარინა ბერიძე ახალ მუსიკალურ შოუში

2 აპრილიდან "რუსთავი 2"-ის ეთერში ახალი მუსიკალური შოუ "მხოლოდ ქართული" იწყება. პროექტში კონკურსანტები საქართველოს მასშტაბით მიიღებენ მონაწილეობას და იმღერებენ ქართველი კომპოზიტორების მხოლოდ ქართულ რეპერტუარს. რაში მდგომარეობს კონკურსის არსი, რა ევალებათ მონაწილეებს და ჟიურის როგორი წევრი იქნება მუსიკისმცოდნე მარინა ბერიძე, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად ესაუბრა:

- კასტინგების შემდეგ გამოიკვეთა: კონკურსის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ახალგაზრდა მომღერლები ქართულ სიმღერას ეზიარონ და შეიყვარონ. თუ ერთი მაინც დადგა დიდ სცენაზე, დიდი გამარჯვება იქნება. კასტინგებიდან ბევრი კარგი რამ გამოჩნდა და ასეთი შემართებით დაიწყება ალბათ პროექტიც.

- როგორც გაირკვა, პროექტში მონაწილეობის მსურველი ბევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსანტები ქართულმა სიმღერამ სულაც არ დააფრთხო, მიუხედავად იმისა, რომ ახალი თაობა, ბოლო დროს, უმეტესად უცხოურ მუსიკაზეა გადართული...

- დიახ, ამის გამო არავინ დამფრთხალა. სიმართლე გითხრათ, ამდენ მსურველს არ ველოდებოდი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოვიდა. თითოეულს უნდა, რომ ქართული სიმღერა კარგად იმღეროს. ეს მგონი, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

- რით იქნება "მხოლოდ ქართული" სხვა მუსიკალური პროექტებისგან განსხვავებული?

- "მხოლოდ ქართული" დაწყებული 50-იანი, 60-იანი წლების ქართველი კომპოზიტორების (გიორგი ცაბაძე, რევაზ ლაღიძე) და შემდგომი წლების ავტორების შემოქმედებას ააჟღერებს, ასევე უახლესი 90-იანებისას (სერგი გვარჯალაძე, ირაკლი ჩარკვიანი, ნიაზ დიასამიძე, ჯგუფი `სახე", მწვანე ოთახი")... ესენი ის ადამიანები არიან, ვინც სხვა ეტაპზე გადაიყვანა ქართული სიმღერა და მისი შექმნის პროცესი.

კონკურსანტები მთელ ამ ვრცელ, მუსიკალურ გზას გაივლიან - ასეთია პროექტის მიზანი. ძირითადად, თუ რა მუსიკალური ნამუშევრები იქნება გაჟღერებული, ამას პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი გადაწყვეტს, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად იქნება 60-იანი წლებიდან 2000-იანი წლების ჩათვლით და ალბათ ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაც. დროს და განვლილ გზას ეტაპობრივად წავყვებით.

- კასტინგების მიხედვით რისი თქმა შეგიძლიათ - ნიჭიერია თაობა?

- რაც აქამდე ვნახე და დღემდე თვალყურს ვადევნებ, ძალიან საინტერესო კონკურსანტები არიან. მთავარი ისევ და ისევ ის არის, რომ დღეს სცენაზე გულწრფელობა გვაკლია, ამის დეფიციტია. კონკურსში თითოეული გულწრფელი და ინდივიდუალური უნდა იყოს. ეს ორი რამ მნიშვნელოვანია, რაც მართლაც მაწუხებს, რადგან ვიმეორებ ეს ქართულ სცენას დღესდღეობით აკლია. თან, სიმღერები XXI საუკუნის გადასახედიდან უნდა იყოს ნამღერი. მგონია, რომ XXI საუკუნის თაობის ახალგაზრდისთვის სიმღერა "მე საიდუმლოს შენახვა ვიცი", სხვა "საიდუმლოა" და ის თავისებურად უნდა წარმოადგინოს, ისე, რომ იყოს თავისი.

- ე.ი. იმედი გაქვთ, რომ `მხოლოდ ქართულის~ კონკურსანტები ამ ყველაფერს შეძლებენ და სცენაზე ამ ემოციას მოიტანენ?

- უნდა მოიტანონ! ამისთვის არის ჟიური, ვიღაც მოიტანს, ვიღაც - ვერა. უმეტესად ახალბედა, გამოუცდელი კონკურსანტები მონაწილეობენ... შეიძლება რომელიმეს რაღაც საბავშვო კონკურსში ჰქონდეს ოდესმე მონაწილეობა მიღებული, მაგრამ მერე გაიზარდა, უცხოურს მღეროდა და "მხოლოდ ქართული" თუნდაც ამიტომ არის მისთვის კარგი. დიახ, უპირატესი ქართული სიმღერაა და ყველაფრის ამოსავალი წერტილიც. ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარ ენაზე სიმღერა, რასაც დღესდღეობით აქტუალობა დაკარგული აქვს. იმის გამო, რომ `რუსთავი 2~ ყოველთვის ნოვაციებითაა სავსე, გადაწყვიტა, ქართული სიმღერა პრიორიტეტული გახდეს. სხვა ქვეყნის სიმღერას ისე ვერ გაითავისებ, როგორც შენსას...

- ჟიურიში ყოველთვის მკაცრი შემფასებელი ხართ. ამჯერადაც ასე იქნება, თუ შეიცვალა რაიმე ამ მიმართულებით?

- არაფერი შეცვლილა. იმდენი წლის ვარ, რომ ახლა უკვე არაფერი და ვერავინ შემცვლის - ასე მოვდივარ სულ და ვამბობ, "მე ვარ კატა, რომელიც თავის გზით დადის". ჰოდა, ახლა რა შემცვლის ან ვინ შემცვლის, ან ვისი უნდა მეშინოდეს? მე ვარ სამართლიანი ადამიანი! ჩემი აზრით, ჟიურიში ყოფნა, ვიღაცის შეფასება, როგორც ერთი ადამიანის შეფასებას ნიშნავს და არაფერს სხვას. ეს ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა. რას ვიზამთ, ასეა.

- ჯერ არ დაწყებული კონკურსის მისამართით გარკვეული კრიტიკა უკვე გამოითქვა, მუსიკოსების გარკვეული ჯგუფი კონკურსანტებს და ნამღერს უწუნებს და იმასაც აღნიშნავენ, რომ რაც იქ ჟღერს, ქართული სიმღერა არ არის...

- როგორ არის ის ანდაზა? ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო - ვფიქრობ, ასეა მაგათი საქმე. არავინ ვიცით, რა მოხდება, ვინ როგორ გამოვა, როგორ წარმოაჩენს თავს, კონკურსიც ეს არის. ჟიური იმისთვის არსებობს, რომ ყველას და ყველაფერს შეფასება მისცეს. მოკლედ, გვიყურონ, გვისმინონ და შეგვაფასონ.

- საქართველოს ყველა რეგიონია კონკურსში მოცული?

- ყველა არა, მოდი ასე ვთქვათ - არის თბილისიც და არის რეგიონიც. რეგიონმა აჩვენა, რომ საშუალო თაობა ძალიან კარგად არის ქართულ სიმღერაში გაწაფული. ბევრი ადამიანი იყო, ვინც ქართულს ძალიან გამართულად, აბსოლუტურად კარგად მღერის, მაგრამ ისიც დავინახეთ, რომ ახალგაზრდა თაობაში ეს ჩავარდნა არსებობს და ამიტომ შეიქმნა ეს კონკურსი. `მხოლოდ ქართულს~ ბევრი პედაგოგი, მუსიკალური ხელძღვანელი ჰყავს, რომ კონკურსანტებს დაეხმაროს. არ ვიცი, რა არის "ქართული ჯიგარი", მაგრამ ვიცი, რა არის ქართული სული, რაც ქართულ სიმღერაში ნამდვილად დევს. ვიმეორებ, ეს ამ თაობას უჭირს და ამიტომ ვართ ჩვენ და ჩვენი ვალია, ეს თაობა წამოვწიოთ.

-`ჯიგარზე~ გამახსენდა, ამ პროექტში `ქართული ფანოღს~ თუ მოისმენს მაყურებელი?

- კიდევ ვიტყვი, `ქართული ფანოღი~ და `ქართული ჯიგარი~ არ ვიცი, ვიცი კარგი ქალაქური სიმღერა, რომელიც, თავის დროზე, ცინუკი დადიანმა სხვა საფეხურზე აიყვანა და შემდგომ უკვე მედიკო ძიძიგურმა გააგრძელა და განავრცო. იმას ფანოღი არ ერქვა და მეც ვერაფრით ვუწოდებ ფანოღს. ისინი იმ ქალაქურის ჟანრში დიდ სიმღერებს აჟღერებდნენ. ის `ტაშ-ტაში~ არ ყოფილა, ნამდვილი სიმღერები იყო. დიახ, ცინუკი დადიანმა ამ ჟანრში მთელი ეპოქა შექმნა - `დუდუკებით~ ავიდა სცენაზე და პროფესიით არამუსიკოსმა, ექიმმა გადატრიალება მოახდინა. საოცარი ინტელექტის ქალბატონი გახლდათ. ნაკლები ინტელექტისა და კატეგორიის მქონე ასეთ სიმაღლეზე ვერ ავიდოდა.

ასე რომ, დღეიდან, 2 აპრილიდან ჩავუსხდეთ ამ პროექტს და თავადვე დავრწმუნდებით ბევრ რამეში. პირველი სამი ორშაბათი მაყურებლს კასტინგის ყურება მოუწევს, დანარჩენი 5 ტური 23 აპრილიდან დაიწყება და კონკურსი მეტად საინტერესო ეტაპზე გადავა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს