მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიფტში არასრულწლოვანზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ლიფტში არასრულწლოვანზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ლიფ­ტში არას­რულ­წლო­ვან­ზე თავ­დას­ხმის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. რო­გორც Ambebi.ge-ს პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე, და­ხუ­რულ სხდო­მა­ზე იმ­სჯე­ლა.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მო­ზარ­დზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე გ. რ.-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლის თა­ნახ­მად, მას ბრა­ლად ედე­ბა დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ, მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბა (სსსკ-ის 19,117-5, ბ). მან­ვე, ჩა­ი­დი­ნა სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რა, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ (სსსკ-ის 151-2,გ).

საქ­მე ეხე­ბა, თბი­ლის­ში, 2018 წლის 28 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით 14:40 სა­ათ­ზე, მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას, რა დრო­საც ბრალ­დე­ბულ­მა, ლიფ­ტის კა­ბი­ნა­ში, 13 წლის არას­რულ­წლო­ვანს, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბის მიზ­ნით, ძლი­ე­რად მო­უ­ჭი­რა ხე­ლე­ბი ყე­ლის არე­ში, და­უ­ჭი­რა თავი და ცერა თი­თე­ბით აწ­ვე­ბო­და თვა­ლებ­ზე, ურტყამ­და ხე­ლებს თა­ვის, ზურ­გი­სა და გულ-მკერ­დის არე­ში, ასე­ვე ხე­ლით და­უ­ზი­ა­ნა მარ­ცხე­ნა ლოყა, ამავდრო­უ­ლად ემუქ­რე­ბო­და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით. მო­ზარ­დის დახ­მა­რე­ბა, სა­დარ­ბა­ზო­ში, ბავ­შვის ყვი­რილ­ზე გა­მო­სულ­მა მე­ზობ­ლებ­მა შეძ­ლეს, რომ­ლებ­მაც ბრალ­დე­ბუ­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა აღ­კვე­თეს.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე, და­ხუ­რულ სხდო­მა­ზე იმ­სჯე­ლა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბრალ­დე­ბულს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გა­აჩ­ნია მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სა­მუ­შაო ად­გი­ლი, არ ყავს ოჯა­ხი და პა­რა­ლე­ლუ­რად აქვს კავ­ში­რე­ბი სხვა სა­ხელ­მწი­ფოს­თან, მისი მი­მალ­ვის, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლი­სა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლის­გან თა­ვის არი­დე­ბის საფრ­თხე­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლომ გ.რ.-ს მი­მართ, პა­ტიმ­რო­ბა გა­მო­ი­ყე­ნა",- ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ლიფტში არასრულწლოვანზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ლიფტში არასრულწლოვანზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ლიფტში არასრულწლოვანზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. როგორც Ambebi.ge-ს პროკურატურიდან აცნობეს, დაზარალებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებისა და მისი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, დახურულ სხდომაზე იმსჯელა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა მოზარდზე თავდასხმის ფაქტზე და აზერბაიჯანის მოქალაქე გ. რ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

წარდგენილი ბრალის თანახმად, მას ბრალად ედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანების მცდელობა (სსსკ-ის 19,117-5, ბ). მანვე, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (სსსკ-ის 151-2,გ).

საქმე ეხება, თბილისში, 2018 წლის 28 მარტს, დაახლოებით 14:40 საათზე, მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებულმა, ლიფტის კაბინაში, 13 წლის არასრულწლოვანს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების მიზნით, ძლიერად მოუჭირა ხელები ყელის არეში, დაუჭირა თავი და ცერა თითებით აწვებოდა თვალებზე, ურტყამდა ხელებს თავის, ზურგისა და გულ-მკერდის არეში, ასევე ხელით დაუზიანა მარცხენა ლოყა, ამავდროულად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მოზარდის დახმარება, სადარბაზოში, ბავშვის ყვირილზე გამოსულმა მეზობლებმა შეძლეს, რომლებმაც ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთეს.

დაზარალებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებისა და მისი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, დახურულ სხდომაზე იმსჯელა. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულს საქართველოში არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, არ ყავს ოჯახი და პარალელურად აქვს კავშირები სხვა სახელმწიფოსთან, მისი მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლისა და მოსალოდნელი სასჯელისგან თავის არიდების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ გ.რ.-ს მიმართ, პატიმრობა გამოიყენა",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ