პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერსიები გადამალულ ცხედრებზე და კემეროვოში ჩუმად ჩასული პუტინი - რას წერს რუსული მედია ტრაგედიაზე
ვერსიები გადამალულ ცხედრებზე და კემეროვოში ჩუმად ჩასული პუტინი - რას წერს რუსული მედია ტრაგედიაზე

მთე­ლი მსოფ­ლიო შეძ­რა რუ­სე­თის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ, თუმ­ცა ცნო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მომ­ხდა­რის გარ­შე­მო ვრცელ­დე­ბა, არა­ნაკ­ლებ მძი­მეა - Эхо Москвы-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსხვერ­პლი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე ამას ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი კე­მე­რო­ვო­ში მა­ლუ­ლად ჩაფ­რინ­და და და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის მშობ­ლებ­სა და ახ­ლობ­ლებს არ შეხ­ვედ­რია. ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი დაც­ვით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი მი­ვი­და.

“სა­მა­გი­ე­როდ, გა­მო­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ით და დამ­წუხ­რე­ბუ­ლი სა­ხით ისა­უბ­რა... მის სინ­დის­ზე იყოს ეს ქმე­დე­ბა, რაც ადა­მი­ა­ნო­ბის­გან ძა­ლი­ან შო­რის არის...” - წერს პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რი გე­ნა­დი გუდ­კო­ვი, რომ­ლის თქმი­თაც მსხვერ­პლი ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ზე ბევ­რად მე­ტია.

ამას­თან, გა­მო­ცე­მა lenta.ru კი­დევ ერთი დარ­ღვე­ვა­ზე, სა­უბ­რობს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კე­მე­რო­ვო­ში და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს ლა­პა­რაკს უკ­რძა­ლა­ვენ... იმ ოჯა­ხებს, რო­მელ­თა შვი­ლე­ბიც გა­სარ­თობ ცენ­ტრში იყო­ფე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა 64 და­ღუ­პულს შო­რის არ არი­ან, ცხედ­რე­ბის ამო­საც­ნო­ბად არ უშ­ვე­ბენ, ვიდ­რე გა­უთ­ქმე­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას არ და­დე­ბენ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან არა­ფერს იტყვი­ან.

რა­დიო Эхо Москвы-ს ცნო­ბით, პო­ლი­ცია, კე­მე­რო­ვოს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ახ­ლოს მდე­ბა­რე სახ­ლე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­გან, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის ამო­სა­ღე­ბად შე­ვი­და. გა­მო­ცე­მის ანო­ნი­მუ­რი რეს­პო­დენ­ტის თქმით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ცხედ­რე­ბი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი­დან არ გა­მო­აქვთ, რომ შე­ნო­ბას­თან შეკ­რე­ბილ ხალ­ხში პა­ნი­კა არ გა­მო­იწ­ვი­ონ... რეს­პო­დენ­ტი, რო­მე­ლიც ექი­მია, ამ­ბობს რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მომ­წამ­ვლე­ლი კვამ­ლით გა­ი­გუ­და...

კე­მე­რო­ვის შემ­თხვე­ვას მწვა­ვე შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა რუ­სუ­ლი მე­დი­ის ერთი ნა­წი­ლის­გან. Эхо Москвы-ს ჟურ­ნა­ლის­ტი კი­რილ ლეგ­კო­ვი წერს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის, უფ­რო­სე­ბის ცოდ­ვე­ბის ბრა­ლია, მათი გულ­გრი­ლო­ბის გამო და არა მხო­ლოდ ერთი პი­რის - ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის.

“მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რამ­დე­ნი იყ­ვნენ ისი­ნი - 50, 60, 30... ეს ციფ­რე­ბი მზა­რავს... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ის, რაც მოხ­და... ახლა ჩვე­ნი ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი და­ი­წყებს სა­უ­ბარს, და­პი­რე­ბებს, რომ ეს ბო­ლოა და ასე­თი მეტ­ჯერ არ უნდა გან­მე­ორ­დეს. ასე­თი შე­იძ­ლე­ბა აღარ გან­მე­ორ­დეს, მაგ­რამ უა­რე­სი მოხ­დე­ბა... ახლა გარ­შე­მო კოშ­მა­რი ხდე­ბა - ტყუ­ი­ლე­ბი, გა­დაბ­რა­ლე­ბე­ბი, თა­ვის მარ­თლე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტია - ცრემ­ლი, ტკი­ვი­ლი და სი­ყალ­ბე, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის­გან მო­დის... მთა­ვა­რია, რომ პუ­ტი­ნი ჩა­მო­ი­პა­რა, ყვა­ვი­ლე­ბი დადო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მყო­ფე­ბი ინა­ხუ­ლა...

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვი­ღა­ცას მოს­წონს პუ­ტი­ნი თუ არა. უბ­რა­ლოდ, უნდა მივ­ხვდეთ, რომ საკ­მა­რი­სია, ამ­დე­ნი ბავ­შვი მსხვერ­პლი: ბეს­ლა­ნი, პერ­მი, კრიმსკი, პე­ტერ­ბურ­გი, კე­მე­რო­ვო... უკვე გა­სა­გე­ბია, რომ ჩვენ ასე­თი კა­ტას­ტრო­ფე­ბის პი­რის­პირ მარ­ტო ვართ, უფრო სწო­რად, ჩვენ კი არა, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და პუ­ტინს არას­დროს ეყო­ფა ვადა, რამე შეც­ვა­ლოს.

უკვე მივ­ხვდით, რომ ყვე­ლა­ზე მეტი, რაც ჩვენ ახლა შეგ­ვიძ­ლია, ხელ­სუფ­ლე­ბას ზე­წო­ლით ან მუ­და­რით მოვ­თხო­ვოთ, არის ეროვ­ნუ­ლი გლო­ვა... ამი­ტო­მაც გირ­ჩევთ, ამ რე­ა­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე სწო­რი იქ­ნე­ბა, გა­უფრ­თხილ­დეთ შვი­ლებს, ია­რეთ მათ­თან ერ­თად კი­ნო­ში. არ ან­დოთ შვი­ლე­ბი დაც­ვას, დამ­ლა­გებ­ლებს, მას­წავ­ლებ­ლებს!

ყო­ველ­თვის იყა­ვით მათ­თან, რათა ერთ დღეს თქვენც არ მო­გი­წი­ოთ ამ სი­ტყვე­ბის მოს­მე­ნა, "მამა, ჩვენ ყვე­ლა­ნი ვიწ­ვით... მიყ­ვარ­ხართ...” მე ვნა­ხე კაცი, რო­მელ­მაც სამი შვი­ლი, ცოლი და და ერ­თდრო­უ­ლად და­კარ­გა. ასე­ვე ისი­ნიც, ვინც გა­გი­ჟე­ბულ მშობ­ლებს და­ნახ­ში­რე­ბულ დარ­ბაზ­ში არ უშ­ვებ­და ბავ­შვე­ბის ამო­საც­ნო­ბად, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ბრძა­ნე­ბა მაქ­ვსო," - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი კი­რილ ლეგ­კო­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, ეს ყვე­ლა­ფე­რი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გულ­გრი­ლო­ბის ბრა­ლია.

“ახლა კე­მე­რო­ვო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა ისე­თი მა­ღა­ლია, რომ შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცის შეც­ვლის იმე­დიც კი გაგ­ვიჩ­ნდეს, მაგ­რამ ესეც ჩა­ივ­ლის. ასე­თი ბავ­შვთა ხოც­ვე­ბი ჩაგ­ვიყ­ლა­პავს? ბეს­ლა­ნის შემ­დეგ რა­ღამ უნდა გაგ­ვაკ­ვირ­ვოს?!.. ეს ახლა წარ­მო­უდ­გენ­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ იმ და­კარ­გუ­ლი ბავ­შვე­ბის მშობ­ლებ­საც გა­ა­ჩუ­მე­ბენ...” - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ვერსიები გადამალულ ცხედრებზე და კემეროვოში ჩუმად ჩასული პუტინი - რას წერს რუსული მედია ტრაგედიაზე

ვერსიები გადამალულ ცხედრებზე და კემეროვოში ჩუმად ჩასული პუტინი - რას წერს რუსული მედია ტრაგედიაზე

მთელი მსოფლიო შეძრა რუსეთის სავაჭრო ცენტრში მომხდარმა ტრაგედიამ, თუმცა ცნობები, რომელიც მომხდარის გარშემო ვრცელდება, არანაკლებ მძიმეა - Эхо Москвы-ს ინფორმაციით, მსხვერპლი გაცილებით მეტია, ვიდრე ამას ოფიციალური უწყებები ავრცელებენ.

გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი კემეროვოში მალულად ჩაფრინდა და დაღუპული ბავშვების მშობლებსა და ახლობლებს არ შეხვედრია. ტრაგედიის ადგილზე ახლადარჩეული პრეზიდენტი დაცვით გარშემორტყმული მივიდა.

“სამაგიეროდ, გამოვიდა ტელევიზიით და დამწუხრებული სახით ისაუბრა... მის სინდისზე იყოს ეს ქმედება, რაც ადამიანობისგან ძალიან შორის არის...” - წერს პუბლიკაციის ავტორი გენადი გუდკოვი, რომლის თქმითაც მსხვერპლი ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მეტია.

ამასთან, გამოცემა lenta.ru კიდევ ერთი დარღვევაზე, საუბრობს. მათი ინფორმაციით, კემეროვოში დაღუპული ბავშვების მშობლებს ლაპარაკს უკრძალავენ... იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც გასართობ ცენტრში იყოფებოდნენ, თუმცა 64 დაღუპულს შორის არ არიან, ცხედრების ამოსაცნობად არ უშვებენ, ვიდრე გაუთქმელობის ხელშეკრულებას არ დადებენ, რომ ჟურნალისტებთან არაფერს იტყვიან.

რადიო Эхо Москвы-ს ცნობით, პოლიცია, კემეროვოს სავაჭრო ცენტრის ახლოს მდებარე სახლების მაცხოვრებლებისგან, მობილური ტელეფონების ამოსაღებად შევიდა. გამოცემის ანონიმური რესპოდენტის თქმით, გარდაცვლილების ცხედრები სავაჭრო ცენტრიდან არ გამოაქვთ, რომ შენობასთან შეკრებილ ხალხში პანიკა არ გამოიწვიონ... რესპოდენტი, რომელიც ექიმია, ამბობს რომ უამრავი ადამიანი მომწამვლელი კვამლით გაიგუდა...

კემეროვის შემთხვევას მწვავე შეფასება მოჰყვა რუსული მედიის ერთი ნაწილისგან. Эхо Москвы-ს ჟურნალისტი კირილ ლეგკოვი წერს, რომ ეს ყველაფერი მთლიანად საზოგადოების, უფროსების ცოდვების ბრალია, მათი გულგრილობის გამო და არა მხოლოდ ერთი პირის - ვლადიმირ პუტინის.

“მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი იყვნენ ისინი - 50, 60, 30... ეს ციფრები მზარავს... მნიშვნელოვანია, ის, რაც მოხდა... ახლა ჩვენი ახალი პრეზიდენტი დაიწყებს საუბარს, დაპირებებს, რომ ეს ბოლოა და ასეთი მეტჯერ არ უნდა განმეორდეს. ასეთი შეიძლება აღარ განმეორდეს, მაგრამ უარესი მოხდება... ახლა გარშემო კოშმარი ხდება - ტყუილები, გადაბრალებები, თავის მართლება, მაგრამ ყველაფერზე მეტია - ცრემლი, ტკივილი და სიყალბე, რომელიც პასუხისმგებელი პირებისგან მოდის... მთავარია, რომ პუტინი ჩამოიპარა, ყვავილები დადო და საავადმყოფოში მყოფები ინახულა...

მნიშვნელობა არ აქვს, ვიღაცას მოსწონს პუტინი თუ არა. უბრალოდ, უნდა მივხვდეთ, რომ საკმარისია, ამდენი ბავშვი მსხვერპლი: ბესლანი, პერმი, კრიმსკი, პეტერბურგი, კემეროვო... უკვე გასაგებია, რომ ჩვენ ასეთი კატასტროფების პირისპირ მარტო ვართ, უფრო სწორად, ჩვენ კი არა, ჩვენი შვილები და პუტინს არასდროს ეყოფა ვადა, რამე შეცვალოს.

უკვე მივხვდით, რომ ყველაზე მეტი, რაც ჩვენ ახლა შეგვიძლია, ხელსუფლებას ზეწოლით ან მუდარით მოვთხოვოთ, არის ეროვნული გლოვა... ამიტომაც გირჩევთ, ამ რეალობაში ყველაზე სწორი იქნება, გაუფრთხილდეთ შვილებს, იარეთ მათთან ერთად კინოში. არ ანდოთ შვილები დაცვას, დამლაგებლებს, მასწავლებლებს!

ყოველთვის იყავით მათთან, რათა ერთ დღეს თქვენც არ მოგიწიოთ ამ სიტყვების მოსმენა, "მამა, ჩვენ ყველანი ვიწვით... მიყვარხართ...” მე ვნახე კაცი, რომელმაც სამი შვილი, ცოლი და და ერთდროულად დაკარგა. ასევე ისინიც, ვინც გაგიჟებულ მშობლებს დანახშირებულ დარბაზში არ უშვებდა ბავშვების ამოსაცნობად, ხელმძღვანელობის ბრძანება მაქვსო," - წერს ჟურნალისტი კირილ ლეგკოვი, რომლის თქმითაც, ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობის გულგრილობის ბრალია.

“ახლა კემეროვოში ტემპერატურა ისეთი მაღალია, რომ შეიძლება რაღაცის შეცვლის იმედიც კი გაგვიჩნდეს, მაგრამ ესეც ჩაივლის. ასეთი ბავშვთა ხოცვები ჩაგვიყლაპავს? ბესლანის შემდეგ რაღამ უნდა გაგვაკვირვოს?!.. ეს ახლა წარმოუდგენლად გვეჩვენება, მაგრამ იმ დაკარგული ბავშვების მშობლებსაც გააჩუმებენ...” - წერს რუსული მედია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე