მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს გააძევებს - როგორ პასუხობს რუსეთი?
ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს გააძევებს - როგორ პასუხობს რუსეთი?

სკრი­პა­ლის საქ­მის გამო პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი აშშ-დან 60 რუს დიპ­ლო­მატს გა­ა­ძე­ვებს. ასე­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ბი­ჯის ფარ­გლებ­ში გა­ე­რო-ში რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში მო­მუ­შა­ვე 12 რუსი მზვე­რა­ვიც გა­ძევ­დე­ბა.

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პო­ლო­ნეთ­მა ქვეყ­ნი­დან რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბის გა­ძე­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია პო­ლო­ნეთ­ში რუ­სე­თის ელჩმა, სერ­გეი ან­დრე­ევ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში და­ა­დას­ტუ­რა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ГРУ-ს ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კი სერ­გეი სკრი­პა­ლი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ბრი­ტა­ნეთ­ში 4 მარტს მო­წამ­ლეს. ამის გამო, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა 23 რუსი დიპ­ლო­მა­ტის გა­ძე­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რა­საც რუ­სეთ­მა 23 ბრი­ტა­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტის გა­ძე­ვე­ბით უპა­სუ­ხა.

უპა­სუ­ხოდ რუ­სეთს არც აშშ და­უ­ტო­ვე­ბია.

რუ­სე­თი­დან ამე­რი­კუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ის სულ მცი­რე 60 თა­ნამ­შრო­მელს გა­ა­ძე­ვე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ „რია ნო­ვოს­ტის“ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ვლა­დი­მერ ჯა­ბა­როვ­მა გა­ნუ­ცხა­და.

„გა­სა­გე­ბია, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მი­ი­ღებს, თუმ­ცა, ყვე­ლას ეს­მის, რომ ზო­მე­ბი ასე­თი­ვე იქ­ნე­ბა და შე­ე­ხე­ბა იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის თა­ნამ­შრო­მელს, ვი­ნა­ი­დან რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით ჩვენ ერ­თნა­ი­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბი გვაქვს. აშშ პა­სუ­ხად ასეთ „სა­ჩუ­ქარს“ მი­ი­ღებს“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ბა­როვ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს გააძევებს - როგორ პასუხობს რუსეთი?

ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს გააძევებს - როგორ პასუხობს რუსეთი?

სკრიპალის საქმის გამო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს გააძევებს. ასევე, აღნიშნული ნაბიჯის ფარგლებში გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლობაში მომუშავე 12 რუსი მზვერავიც გაძევდება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია პოლონეთში რუსეთის ელჩმა, სერგეი ანდრეევმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 4 მარტს მოწამლეს. ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.

უპასუხოდ რუსეთს არც აშშ დაუტოვებია.

რუსეთიდან ამერიკული დიპლომატიური მისიის სულ მცირე 60 თანამშრომელს გააძევებენ, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა განუცხადა.

„გასაგებია, რომ გადაწყვეტილებას ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიიღებს, თუმცა, ყველას ესმის, რომ ზომები ასეთივე იქნება და შეეხება იმავე რაოდენობის თანამშრომელს, ვინაიდან რაოდენობის მიხედვით ჩვენ ერთნაირი დიპლომატიური მისიები გვაქვს. აშშ პასუხად ასეთ „საჩუქარს“ მიიღებს“, - განაცხადა ჯაბაროვმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე