მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ახალი "ცივი ომის" ზღვარზე - რუსული დიპლომატიის "შავი დღის" შემდეგ რუსი ოლიგარქების ჯერიც დადგება
მსოფლიო ახალი "ცივი ომის" ზღვარზე - რუსული დიპლომატიის "შავი დღის" შემდეგ რუსი ოლიგარქების ჯერიც დადგება

რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კი სერ­გეი სკრი­პა­ლი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი იუ­ლია 4 მარტს დიდი ბრი­ტა­ნე­თის პა­ტა­რა ქა­ლაქ სოლსბე­რი­ში გო­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლი იპო­ვეს. იმ­თა­ვით­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნერ­ვულ-პა­რა­ლი­ტი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბით მათ მო­წამ­ვლა­ში რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელი ურე­ვია. მა­ლე­ვე დიდი ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლეს­მა პი­რებ­მა რუ­სე­თი სა­ჯა­როდ და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და კრემ­ლის პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ უმ­კაც­რე­სი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა და­ი­წყეს. ორ ქვე­ყა­ნას შო­რის და­წყე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ომი სულ უფრო მას­შტა­ბუ­რი ხდე­ბა, მას­ში ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბიც ჩა­ერ­თვნენ, რუ­სე­თის­თვის ახა­ლი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ აშშ-ისა და საფ­რან­გე­თის ლი­დე­რე­ბიც.

მას მერე, რაც ევ­რო­კავ­შირ­მა რუ­სე­თის ელჩი გა­იწ­ვია, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ევ­რო­პის ოცამ­დე ქვე­ყა­ნა რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბის გა­ძე­ვე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ბრი­ტა­ნუ­ლი The Times-ის ინ­ფორ­მა­ცით, ეს პრო­ცე­სი 26 მარ­ტი­დან და­ი­წყე­ბა. გა­ზე­თი წერს, რომ 23 მარტს ოთხსა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ტე­რე­ზა მე­იმ­და­ი­თან­ხმა საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, ლიტ­ვა და ირ­ლან­დია გა­და­ედ­გათ ეს ნა­ბი­ჯი ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის მიერ გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ჯა­შუ­შუ­რი ქსე­ლის და­სა­ზი­ა­ნებ­ლად. „რუ­სე­თის­გან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე არ ცნობს სა­ზღვრებს და ვფიქ­რობ, ნა­თე­ლია, რომ რუ­სე­თი უპი­რის­პირ­დე­ბა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რო­მელ­საც ჩვენ ვი­ზი­ა­რებთ, რო­გორც ევ­რო­პე­ლე­ბი. მარ­თე­ბუ­ლია, რომ ჩვენ ერ­თად ვი­ცავთ ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და ტე­რე­ზა მეიმ.

დიპ­ლო­მა­ტე­ბის სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნე­ბი­დან გა­ძე­ვე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას: საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, პო­ლო­ნე­თი, ირ­ლან­დია, ჰო­ლან­დია, ეს­ტო­ნე­თი, ლატ­ვია, ლიტ­ვა, ბულ­გა­რე­თი, ჩე­ხე­თი, და­ნია და კი­დევ ცხრა ქვე­ყა­ნა მი­ი­ღებს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ინ­გლი­სურ­მა გა­მო­ცე­მამ The Guardian-მა ლონ­დონ­ში რუსი ოლი­გარ­ქე­ბის კუთ­ვნი­ლი აპარ­ტა­მენ­ტე­ბის, სახ­ლე­ბი­სა და მა­მუ­ლე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

„მაგ­ნიტსკის სიის“ ინ­გლი­სუ­რი ვა­რი­ან­ტის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამ ქო­ნე­ბას დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის მიერ კონ­ფის­კა­ცია ემუქ­რე­ბა.

ექ­სპერტთა დიდი ნა­წი­ლი ელის, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თის შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯი რუ­სე­თის დას­ჯის გზა­ზე სწო­რედ ასე­თი სიის შექ­მნა იქ­ნე­ბა.

The Guardian-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მთე­ლი ეს ქო­ნე­ბა კო­რუფ­ცი­უ­ლი წარ­მო­შო­ბის კა­პი­ტა­ლით არის შე­ძე­ნი­ლი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რის წერს, რუს­მა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა და ოლი­გარ­ქებ­მა უნდა გა­ა­სა­ჯა­რო­ონ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში არ­სე­ბუ­ლი მათი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. ბრი­ტა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, რუსი ოლი­გარ­ქე­ბი ინ­გლის­ში 1,1 მლრდ ფუნ­ტი სტერ­ლინ­გის უძ­რავ ქო­ნე­ბას ფლო­ბენ. ეს ქო­ნე­ბა ძი­რი­თა­დად ლონ­დო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა და მისი რე­ა­ლუ­რი ფასი, შე­საძ­ლოა, გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იყოს, ვი­ნა­ი­დან მფლო­ბე­ლე­ბი შე­ნა­ძე­ნის რე­ა­ლუ­რი ფა­სის გამ­ჟღავ­ნე­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ.

გა­ზე­თის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მოყ­ვა­ნი­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან რუსი ოლი­გარ­ქე­ბი და მოქ­მე­დი სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბი. მი­ლი­არ­დე­რი რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 90 მლნ ფუნტ სტერ­ლინგს შე­ად­გენს, რუ­სე­თის ვიცე-პრე­მი­ე­რის იგორ შუ­ვა­ლო­ვის ქო­ნე­ბა - 11 მლნ ფუნტ სტერ­ლინგს.

მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში ექ­სპერტთა ნა­წი­ლი ახა­ლი "ცივი ომის" და­სა­წყი­სის ნიშ­ნებ­საც ხე­დავს. მარ­თლაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­სავ­ლეთ­სა და რუ­სეთს შო­რის ახა­ლი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი კონ­ფლიქ­ტის გა­ჩა­ღე­ბა?

მა­მუ­კა არე­ში­ძე, ექ­სპერ­ტი:- თუ სკრი­პა­ლის თე­მას მი­ვა­ბამთ წინა მკვლე­ლო­ბე­ბის, ბე­რე­ზოვ­სკის, ლიტ­ვი­ნენ­კო­სა და ა.შ., ამ­ბებს, აშ­კა­რაა, რომ რუ­სე­თი ბრი­ტა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქამ­დეც იშო­რებ­და არა­სა­სურ­ველ ხალ­ხს, რა­ზეც ბრი­ტა­ნე­თი მძაფ­რად რე­ა­გი­რებ­და, მაგ­რამ რაც ახლა ხდე­ბა, ამას მძაფ­რი რე­ა­გი­რე­ბა აღარ ჰქვია. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

მსოფლიო ახალი "ცივი ომის" ზღვარზე - რუსული დიპლომატიის "შავი დღის" შემდეგ რუსი ოლიგარქების ჯერიც დადგება

მსოფლიო ახალი "ცივი ომის" ზღვარზე - რუსული დიპლომატიის "შავი დღის" შემდეგ რუსი ოლიგარქების ჯერიც დადგება

რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის პატარა ქალაქ სოლსბერიში გონებადაკარგული იპოვეს. იმთავითვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მათ მოწამვლაში რუსეთის სპეცსამსახურების ხელი ურევია. მალევე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა რუსეთი საჯაროდ დაადანაშაულეს და კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ უმკაცრესი ზომების გატარება დაიწყეს. ორ ქვეყანას შორის დაწყებული დიპლომატიური ომი სულ უფრო მასშტაბური ხდება, მასში ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებიც ჩაერთვნენ, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე ლაპარაკობენ აშშ-ისა და საფრანგეთის ლიდერებიც.

მას მერე, რაც ევროკავშირმა რუსეთის ელჩი გაიწვია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ოცამდე ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებისთვის ემზადება. ბრიტანული The Times-ის ინფორმაცით, ეს პროცესი 26 მარტიდან დაიწყება. გაზეთი წერს, რომ 23 მარტს ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმდაითანხმა საფრანგეთი, გერმანია, ლიტვა და ირლანდია გადაედგათ ეს ნაბიჯი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გამოაშკარავებული რუსული ჯაშუშური ქსელის დასაზიანებლად. „რუსეთისგან მომდინარე საფრთხე არ ცნობს საზღვრებს და ვფიქრობ, ნათელია, რომ რუსეთი უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, როგორც ევროპელები. მართებულია, რომ ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

დიპლომატების საკუთარი ქვეყნებიდან გაძევების პროცესში მონაწილეობას: საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ირლანდია, ჰოლანდია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია და კიდევ ცხრა ქვეყანა მიიღებს.

რამდენიმე დღის წინ, ინგლისურმა გამოცემამ The Guardian-მა ლონდონში რუსი ოლიგარქების კუთვნილი აპარტამენტების, სახლებისა და მამულების ადგილმდებარეობა გამოაქვეყნა.

„მაგნიტსკის სიის“ ინგლისური ვარიანტის მიღების შემთხვევაში ამ ქონებას დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ კონფისკაცია ემუქრება.

ექსპერტთა დიდი ნაწილი ელის, რომ დიდი ბრიტანეთის შემდგომი ნაბიჯი რუსეთის დასჯის გზაზე სწორედ ასეთი სიის შექმნა იქნება.

The Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ მთელი ეს ქონება კორუფციული წარმოშობის კაპიტალით არის შეძენილი.

სტატიის ავტორის წერს, რუსმა მაღალჩინოსნებმა და ოლიგარქებმა უნდა გაასაჯაროონ დიდ ბრიტანეთში არსებული მათი ქონების შესახებ ინფორმაცია. ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, რუსი ოლიგარქები ინგლისში 1,1 მლრდ ფუნტი სტერლინგის უძრავ ქონებას ფლობენ. ეს ქონება ძირითადად ლონდონის ტერიტორიაზეა და მისი რეალური ფასი, შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს, ვინაიდან მფლობელები შენაძენის რეალური ფასის გამჟღავნებისგან თავს იკავებენ.

გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში მოყვანილი უძრავი ქონების მფლობელები არიან რუსი ოლიგარქები და მოქმედი სახელმწიფო მოხელეები. მილიარდერი რომან აბრამოვიჩის უძრავი ქონების ღირებულება 90 მლნ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, რუსეთის ვიცე-პრემიერის იგორ შუვალოვის ქონება - 11 მლნ ფუნტ სტერლინგს.

მიმდინარე პროცესებში ექსპერტთა ნაწილი ახალი "ცივი ომის" დასაწყისის ნიშნებსაც ხედავს. მართლაც მოსალოდნელია თუ არა უახლოეს მომავალში დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი და ყოვლისმომცველი კონფლიქტის გაჩაღება?

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:- თუ სკრიპალის თემას მივაბამთ წინა მკვლელობების, ბერეზოვსკის, ლიტვინენკოსა და ა.შ., ამბებს, აშკარაა, რომ რუსეთი ბრიტანეთის ტერიტორიაზე აქამდეც იშორებდა არასასურველ ხალხს, რაზეც ბრიტანეთი მძაფრად რეაგირებდა, მაგრამ რაც ახლა ხდება, ამას მძაფრი რეაგირება აღარ ჰქვია. განაგრძეთ კითხვა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე