პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით 93 წლის ქართველი ქალი, რომელსაც ნახევარი საუკუნეა კამელიების უნიკალური და ულამაზესი ჯიშები გამოჰყავს
გაიცანით 93 წლის ქართველი ქალი, რომელსაც ნახევარი საუკუნეა კამელიების უნიკალური და ულამაზესი ჯიშები გამოჰყავს

93 წლის ნუნუ ჯინ­ჭა­რა­ძის მო­ნა­თხრო­ბით გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი. ქალ­ბა­ტო­ნი ნუნუ პრო­ფე­სი­ით აგ­რო­ნო­მი-სუპტ­რო­პი­კო­სია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში, სე­ლექ­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მეც­ნი­ერ­მუ­შა­კად ჯერ ციტ­რუ­სე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კა­მე­ლი­ით და­ინ­ტე­რეს­და და ამ მცე­ნა­რის შეს­წავ­ლას, სა­ხელ­წო­დე­ბე­ბის დარ­ქმე­ვას, სე­ლექ­ცი­ას 35 წელი და­უთ­მო.

"სა­ნამ კა­მე­ლი­ით და­ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი, მა­ნამ­დე ჩვენ­ში მა­სა­ლა მას­ზე თით­ქმის არ არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა ეს კულ­ტუ­რა სა­უ­კუ­ნე-ნა­ხევ­რის წინ იყო აქ, კერ­ძოდ, შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში შე­მო­ტა­ნი­ლი. ჯი­შე­ბი იყო, მაგ­რამ სა­ხე­ლე­ბი არ ჰქონ­და დად­გე­ნი­ლი. ამი­ტომ ბა­ღის დი­რექ­ტორ­თან ერ­თად, გა­დავ­წყვი­ტეთ, კა­მე­ლი­ე­ბი ჩემი სა­მუ­შაო თემა გამ­ხდა­რი­ყო. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში სა­უ­კე­თე­სო ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი - ვე­რო­ნი­კა ველ­გე­ი­მი მეხ­მა­რე­ბო­და. უცხო ქვეყ­ნებ­თან იყო მუ­შა­ო­ბა სა­ჭი­რო, ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­წე­რა," - გვე­უბ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ნუნუ და დას­ძენს, რომ "მისი აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ამ მცე­ნა­რით ნელ-ნელა უფრო და­ინ­ტე­რეს­დნენ, ეტა­ნე­ბოდ­ნენ, ფა­სიც ჰქონ­და და მო­თხოვ­ნი­ლე­ბაც. ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა სივ­რცის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (მოს­კო­ვი, ალმა-ატა, ტაშ­კენ­ტი) არ­სე­ბუ­ლი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღე­ბი იძენ­დნენ, მიჰ­ქონ­დათ, ამი­ტომ, მათ­თვი­საც ვამ­რავ­ლებ­დი, გა­მომ­ყავ­და. ამას­თან, ამ თე­მა­ზე ჩემი პირ­ვე­ლი ნაშ­რო­მი, მო­ნოგ­რა­ფია 1974 წელს გა­მო­ვი­და. მო­ნოგ­რა­ფი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას იმი­ტომ ვჩ­ქა­რობ­დი, რომ დაც­ვა მინ­დო­და, მაგ­რამ მა­შინ მე­ო­თხე შვი­ლი შე­მე­ძი­ნა, ოჯა­ხი თა­ვი­სას ითხოვ­და და ვე­ღარ შევ­ძე­ლი.

- თქვე­ნი კვლე­ვის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­მე­ლი­ის რამ­დე­ნი და­სა­ხე­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა?

- ფაქ­ტობ­რი­ვად, დღეს­დღე­ო­ბით რა სა­ხე­ლე­ბიც ჰქვია მათ, სულ ჩემი მო­ძი­ე­ბუ­ლია, ხომ ვამ­ბობ, სა­ხე­ლი არც ერთს ჰქონ­და, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის დად­გე­ნას ბევ­რი წელი დას­ჭირ­და, რის­თვი­საც ძი­ე­ბის და კვლე­ვის ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი მქონ­და... ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­მა რომ გა­ი­გეს, ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში ეს თემა მუ­შავ­დე­ბო­და, ისი­ნიც ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ, უცხო­ე­თი­დან ვინ იცის, რამ­დენ­ჯერ მი­მი­ღია წე­რი­ლი... მოკ­ლედ, ჩემ მიერ და­მუ­შა­ვე­ბულ და შეს­წავ­ლილ სულ 80 ჯიშს ვან­გა­რი­შობ.

- ე.ი კა­მე­ლი­ამ გა­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­გაყ­ვა­რათ თავი.

- რა თქმა უნდა. აგერ აი­ვან­ზე ჩემი გა­მოყ­ვა­ნი­ლი ჰიბ­რი­დი ახ­ლაც მაქვს, ყო­ველ­დღი­უ­რად რომ არ დავ­ხე­დო და მო­ვე­ფე­რო, არ შე­მიძ­ლია. ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში ვე­ღარ დავ­დი­ვარ, რად­გან პენ­სი­ა­ზე ვარ, სა­მა­გი­ე­როდ, აი­ვან­ზე მაქვს ეს მცე­ნა­რე და ვტკბე­ბი მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით. კა­მე­ლი­ე­ბის შეჯ­ვა­რე­ბის, ახა­ლი ჯი­შე­ბის გა­მოყ­ვა­ნის საქ­მე­ში დიდი მონ­დო­მე­ბით ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. მათ­გან მი­ვი­ღე პირ­ვე­ლი, მე­ო­რე თა­ო­ბა, რო­მელ­თა­გან სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მე­ბი გა­მო­ვარ­ჩიე. კა­მე­ლი­ის აღ­წე­რა მისი ზო­მი­დან, ფე­რი­დან, ფორ­მი­დან იწყე­ბა. სხვა­დას­ხვა ფორ­მის ყვა­ვი­ლი აქვს. ამ მცე­ნა­რის სამ­შობ­ლოდ ია­პო­ნია, ჩი­ნე­თი, კო­რეა ით­ვლე­ბა, სა­დაც ის ვე­ლუ­რად იზ­რდე­ბა და დიდი ხნის ის­ტო­რი­აც აქვს. შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე კი XIX სა­უ­კუ­ნის II ნა­ხე­ვარ­ში, 60-70-იანი წლებ­ში შე­მო­ვი­და...

- რო­გორც ვიცი, ბევ­რს უყ­ვარს ეს მცე­ნა­რე. ის ზამ­თარ­ში ყვა­ვის. რო­გო­რია მისი მოვ­ლის წე­სე­ბი?

- კა­მე­ლი­ის ყვა­ვი­ლო­ბა კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ყვა­ვი­ლო­ბას ადრე ნო­ემ­ბრი­დან იწყებს და მა­ი­სის ჩათ­ვლით აგ­რძე­ლებს. არის ადრე მოყ­ვა­ვი­ლე ჯი­შე­ბი, სა­შუ­ა­ლო პე­რი­ო­დის მოყ­ვა­ვი­ლე და გვი­ან მოყ­ვა­ვი­ლე­ე­ბი, ვი­საც რა უნდა, იმის მი­ხედ­ვით გა­ა­კე­თებს არ­ჩე­ვანს. რაც შე­ე­ხე­ბა მის მოვ­ლას, კლი­მატს გა­აჩ­ნია, შა­ვი­ზღვისპრეთ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ხა­რობს, მჟა­ვე ნი­ა­და­გი მოს­წონს... მე ის ზეს­ტა­ფონ­ში, ნე­იტ­რა­ლურ ნი­ა­დაგ­ზეც გა­მოვ­ცა­დე და წარ­მა­ტე­ბით იხა­რა. ზო­მი­ე­რი ტენი უნდა, კარ­გად იტანს კრე­ჭას, ძლი­ერ გა­ნა­თე­ბას ვერ უძ­ლებს, ნა­ხევ­რად გა­ნა­თე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი უყ­ვარს. მა­გა­ლი­თად, ჩემ­გან კა­ხეთ­ში წა­უ­ღი­ათ კა­მე­ლია, იქ მშვე­ნივ­რად გა­უ­ხა­რია, თბი­ლის­შიც ხა­რობს. კარ­გი იმით არის, რომ მა­რადმწვა­ნე მცე­ნა­რეა, პრი­ა­ლა ფოთ­ლე­ბი აქვს და ყვა­ვი­ლობს ზამ­თრში, მა­შინ, როცა ბევრ მცე­ნა­რეს ყვა­ვი­ლო­ბა შე­წყვე­ტი­ლი აქვს. ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლი აქვს ისე, რომ მას ვარ­დის კონ­კუ­რენ­ტსაც უწო­დე­ბენ. ამი­ტომ მის­გან მშვე­ნი­ე­რი თა­ი­გუ­ლე­ბის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მისი გა­მო­ყე­ნე­ბით მშვე­ნი­ერ დე­კო­რა­ცი­ებ­საც ქმნი­ან, კარ­გია გრუნ­ტშიც, გრუნ­ტის ორან­ჟე­რი­ის­თვის, ოთა­ხის პი­რო­ბებ­შიც და ჩემი აზ­რით, უკე­თე­სი კულ­ტუ­რა სუბტ­რო­პი­კე­ბის­თვის არ არ­სე­ბობს. მას ცივ სა­ოც­რე­ბა­საც უწო­დე­ბენ. ოღონდ, ესაა, ძა­ლი­ან ნელა იზ­რდე­ბა, არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა შე­ფე­რი­ლო­ბის და მოყ­ვა­ვი­ლე. მოკ­ლედ, კა­მე­ლი­ე­ბი ჩემი ცხოვ­რე­ბის აზრი, ბა­ღის სი­ა­მა­ყის სა­გა­ნი, სა­ფირ­მო ნი­შა­ნიც კი გახ­და.

P.S. ქალ­ბა­ტო­ნი ნუნუ ძა­ლი­ან გა­ნიც­დის და ამ მცე­ნა­რის ბედი მე­ტად აფიქ­რებს, რომ არ და­ი­კარ­გოს ია­პო­ნუ­რი კა­მე­ლი­ე­ბის ის ჯი­შე­ბი და სა­ხე­ო­ბე­ბი, რო­მელ­თა გა­მოყ­ვა­ნა­საც ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი შე­ა­ლია.

ავტორი:

გაიცანით 93 წლის ქართველი ქალი, რომელსაც ნახევარი საუკუნეა კამელიების უნიკალური და ულამაზესი ჯიშები გამოჰყავს

გაიცანით 93 წლის ქართველი ქალი, რომელსაც ნახევარი საუკუნეა კამელიების უნიკალური და ულამაზესი ჯიშები გამოჰყავს

93 წლის ნუნუ ჯინჭარაძის მონათხრობით გაოცებული დავრჩი. ქალბატონი ნუნუ პროფესიით აგრონომი-სუპტროპიკოსია. წლების განმავლობაში ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, სელექციის განყოფილებაში, მეცნიერმუშაკად ჯერ ციტრუსების განყოფილებაში მუშაობდა, მოგვიანებით, კამელიით დაინტერესდა და ამ მცენარის შესწავლას, სახელწოდებების დარქმევას, სელექციას 35 წელი დაუთმო.

"სანამ კამელიით დავინტერესდებოდი, მანამდე ჩვენში მასალა მასზე თითქმის არ არსებობდა, თუმცა ეს კულტურა საუკუნე-ნახევრის წინ იყო აქ, კერძოდ, შავიზღვისპირეთში შემოტანილი. ჯიშები იყო, მაგრამ სახელები არ ჰქონდა დადგენილი. ამიტომ ბაღის დირექტორთან ერთად, გადავწყვიტეთ, კამელიები ჩემი სამუშაო თემა გამხდარიყო. მუშაობის პროცესში საუკეთესო ბიბლიოთეკარი - ვერონიკა ველგეიმი მეხმარებოდა. უცხო ქვეყნებთან იყო მუშაობა საჭირო, ლიტერატურის გამოწერა," - გვეუბნება ქალბატონი ნუნუ და დასძენს, რომ "მისი აქტიური მუშაობის შემდეგ, ამ მცენარით ნელ-ნელა უფრო დაინტერესდნენ, ეტანებოდნენ, ფასიც ჰქონდა და მოთხოვნილებაც. ყოფილი საბჭოთა სივრცის ტერიტორიაზე (მოსკოვი, ალმა-ატა, ტაშკენტი) არსებული ბოტანიკური ბაღები იძენდნენ, მიჰქონდათ, ამიტომ, მათთვისაც ვამრავლებდი, გამომყავდა. ამასთან, ამ თემაზე ჩემი პირველი ნაშრომი, მონოგრაფია 1974 წელს გამოვიდა. მონოგრაფიაზე მუშაობას იმიტომ ვჩქარობდი, რომ დაცვა მინდოდა, მაგრამ მაშინ მეოთხე შვილი შემეძინა, ოჯახი თავისას ითხოვდა და ვეღარ შევძელი.

- თქვენი კვლევის შედეგად, საქართველოში კამელიის რამდენი დასახელება აღმოჩნდა?

- ფაქტობრივად, დღესდღეობით რა სახელებიც ჰქვია მათ, სულ ჩემი მოძიებულია, ხომ ვამბობ, სახელი არც ერთს ჰქონდა, მაგრამ ამ ყველაფრის დადგენას ბევრი წელი დასჭირდა, რისთვისაც ძიების და კვლევის ხანგრძლივი პერიოდი მქონდა... ევროპის ქვეყნებმა რომ გაიგეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ეს თემა მუშავდებოდა, ისინიც ინტერესდებოდნენ, უცხოეთიდან ვინ იცის, რამდენჯერ მიმიღია წერილი... მოკლედ, ჩემ მიერ დამუშავებულ და შესწავლილ სულ 80 ჯიშს ვანგარიშობ.

- ე.ი კამელიამ გასაკუთრებულად შეგაყვარათ თავი.

- რა თქმა უნდა. აგერ აივანზე ჩემი გამოყვანილი ჰიბრიდი ახლაც მაქვს, ყოველდღიურად რომ არ დავხედო და მოვეფერო, არ შემიძლია. ბოტანიკურ ბაღში ვეღარ დავდივარ, რადგან პენსიაზე ვარ, სამაგიეროდ, აივანზე მაქვს ეს მცენარე და ვტკბები მათთან ურთიერთობით. კამელიების შეჯვარების, ახალი ჯიშების გამოყვანის საქმეში დიდი მონდომებით ვიყავი ჩართული. მათგან მივიღე პირველი, მეორე თაობა, რომელთაგან საინტერესო ფორმები გამოვარჩიე. კამელიის აღწერა მისი ზომიდან, ფერიდან, ფორმიდან იწყება. სხვადასხვა ფორმის ყვავილი აქვს. ამ მცენარის სამშობლოდ იაპონია, ჩინეთი, კორეა ითვლება, სადაც ის ველურად იზრდება და დიდი ხნის ისტორიაც აქვს. შავი ზღვის სანაპიროზე კი XIX საუკუნის II ნახევარში, 60-70-იანი წლებში შემოვიდა...

- როგორც ვიცი, ბევრს უყვარს ეს მცენარე. ის ზამთარში ყვავის. როგორია მისი მოვლის წესები?

- კამელიის ყვავილობა კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. ყვავილობას ადრე ნოემბრიდან იწყებს და მაისის ჩათვლით აგრძელებს. არის ადრე მოყვავილე ჯიშები, საშუალო პერიოდის მოყვავილე და გვიან მოყვავილეები, ვისაც რა უნდა, იმის მიხედვით გააკეთებს არჩევანს. რაც შეეხება მის მოვლას, კლიმატს გააჩნია, შავიზღვისპრეთში ჩვეულებრივად ხარობს, მჟავე ნიადაგი მოსწონს... მე ის ზესტაფონში, ნეიტრალურ ნიადაგზეც გამოვცადე და წარმატებით იხარა. ზომიერი ტენი უნდა, კარგად იტანს კრეჭას, ძლიერ განათებას ვერ უძლებს, ნახევრად განათებული ადგილები უყვარს. მაგალითად, ჩემგან კახეთში წაუღიათ კამელია, იქ მშვენივრად გაუხარია, თბილისშიც ხარობს. კარგი იმით არის, რომ მარადმწვანე მცენარეა, პრიალა ფოთლები აქვს და ყვავილობს ზამთრში, მაშინ, როცა ბევრ მცენარეს ყვავილობა შეწყვეტილი აქვს. ულამაზესი ყვავილი აქვს ისე, რომ მას ვარდის კონკურენტსაც უწოდებენ. ამიტომ მისგან მშვენიერი თაიგულების გაკეთება შეიძლება. მისი გამოყენებით მშვენიერ დეკორაციებსაც ქმნიან, კარგია გრუნტშიც, გრუნტის ორანჟერიისთვის, ოთახის პირობებშიც და ჩემი აზრით, უკეთესი კულტურა სუბტროპიკებისთვის არ არსებობს. მას ცივ საოცრებასაც უწოდებენ. ოღონდ, ესაა, ძალიან ნელა იზრდება, არსებობს სხვადასხვა შეფერილობის და მოყვავილე. მოკლედ, კამელიები ჩემი ცხოვრების აზრი, ბაღის სიამაყის საგანი, საფირმო ნიშანიც კი გახდა.

P.S. ქალბატონი ნუნუ ძალიან განიცდის და ამ მცენარის ბედი მეტად აფიქრებს, რომ არ დაიკარგოს იაპონური კამელიების ის ჯიშები და სახეობები, რომელთა გამოყვანასაც ნახევარ საუკუნეზე მეტი შეალია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ