მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რეს პა­პუ­ნა უგრხე­ლი­ძეს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­მა თა­ნამ­შრომ­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცია და­უდ­გი­ნა, ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" ავ­რცე­ლებს. ომ­ბუდსმე­ნის ოფი­სის დას­კვნა 2017 წლის გა­ზა­ფხულ­ზე მომ­ზად­და. უგ­რე­ხე­ლი­ძე ახლა სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით აშშ-შია. მისი სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­ლი უკვე პრე­სას­თან ღიად ლა­პა­რა­კობს.

დას­კვნა გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი არ არის, შე­სა­ბა­მი­სად სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფი­სი საქ­მის ფი­გუ­რან­ტებს არ ასა­ხე­ლებს, თუმ­ცა ომ­ბუდსმე­ნის სამ­სა­ხურ­ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ დო­კუ­მენ­ტი არ­სე­ბობს და ამ დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად დად­გე­ნი­ლია მო­ქა­ლა­ქის ​​​სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტი სქე­სის ნიშ­ნით. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ დას­კვნის შემ­დეგ მათ მი­მარ­თეს შე­მა­ვიწ­რო­ე­ბელს პრე­ვენ­ცი­ის ზო­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, კერ­ძოდ მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მო­რი­ცხვი­სა და სა­მუ­შაო ად­გილ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ის შიდა დო­კუ­მენ­ტის მომ­ზა­დე­ბის რჩე­ვით, რა­საც რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია.

ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­მაც imedinews-თან ანო­ნი­მუ­რო­ბის პი­რო­ბის დაც­ვით ილა­პა­რა­კა აცხა­დებს, რომ მის­თვის მტკივ­ნე­ულ სა­კი­თხზე პრე­სას­თან ღიად ლა­პა­რა­კი რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბის გამო გა­და­წყვი­ტა. მისი თქმით სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის და CiDA-ს დი­რექ­ტო­რის, ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნის მი­მართ ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი ერ­თა­დერ­თი მო­ტი­ვა­ტო­რი არ იყო. ქალი ამ­ბობს, რომ ხან­გრძლი­ვი და მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სის მი­უ­ხე­და­ვად, რომ­ლის გავ­ლაც მას მო­უ­წია, დღეს პა­პუ­ნა უგ­რე­ხე­ლი­ძე ისევ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა, ხოლო იმის გამო, რომ მან თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა გა­ბე­და, მის და­ჩაგ­ვრას დღემ­დე ცდი­ლობს.

„პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩემ­თვის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის დას­კვნა, მაგ­რამ ეს ხომ მხო­ლოდ მე არ მე­ხე­ბო­და. არა­თუ ბო­დი­შიც არ მო­უხ­დია არა­ვის, პი­რი­ქით ჩემ­ზე ზე­წო­ლა გაგ­რძელ­და. მე იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი 2016 წელს და­მე­ტო­ვე­ბი­ნა სა­ჯა­რო რე­ესტრი, სა­დაც მრა­ვა­ლი წელი ვი­მუ­შა­ვე. მაგ­რამ ის მე­მუქ­რე­ბო­და რომ ახალ სამ­სა­ხურ­შიც შექ­მნი­და პრობ­ლე­მებს", - ამ­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

მისი თქმით, უგ­რე­ხე­ლი­ძე სამ­სა­ხურ­ში ავიწ­რო­ებ­და არამ­ხო­ლოდ იმ ქა­ლებს ვინც „მოს­წონ­და“, არა­მედ მა­თაც ვინც „არ მოს­წონ­და“, რომ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩაგ­ვრა მისი მუ­შა­ო­ბის ბუ­ნებ­რი­ვი ხელ­წე­რა და „სტი­ლია“ და თა­ნამ­შრომ­ლებს, მათ შო­რის კა­ცებ­საც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით მუდ­მივ სტრეს­ში ამ­ყო­ფებ­და.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ 2017 წელს ომ­ბუდსმე­ნის დას­კვნის მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ მან დო­კუ­მენ­ტი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრსაც გა­უგ­ზავ­ნა, თუმ­ცა ამ ნა­ბიჯ­საც რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით მი­ნის­ტრმა დის­კრი­მი­ნა­ცია უმ­ნიშ­ვნე­ლოდ ჩათ­ვა­ლა და ის ვერ­ბა­ლურ ჰა­რას­მენ­ტად მი­იჩ­ნია.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

პა­პუ­ნა უგ­რე­ხე­ლი­ძე სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლად 2013 წლი­დან მუ­შა­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრხელიძეს სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა, ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა. უგრეხელიძე ახლა სამუშაო ვიზიტით აშშ-შია. მისი სავარაუდო მსხვერლი უკვე პრესასთან ღიად ლაპარაკობს.

დასკვნა გასაჯაროებული არ არის, შესაბამისად სახალხო დამცველის ოფისი საქმის ფიგურანტებს არ ასახელებს, თუმცა ომბუდსმენის სამსახურში ადასტურებენ, რომ დოკუმენტი არსებობს და ამ დოკუმენტის თანახმად დადგენილია მოქალაქის ​​​სექსუალური შევიწროების ფაქტი სქესის ნიშნით. სახალხო დამცველის ოფისში განმარტავენ, რომ დასკვნის შემდეგ მათ მიმართეს შემავიწროებელს პრევენციის ზომების რეკომენდაციით, კერძოდ მომავალში მსგავსი შემთხვევების გამორიცხვისა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის შიდა დოკუმენტის მომზადების რჩევით, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც imedinews-თან ანონიმურობის პირობის დაცვით ილაპარაკა აცხადებს, რომ მისთვის მტკივნეულ საკითხზე პრესასთან ღიად ლაპარაკი რამდენიმე გარემოების გამო გადაწყვიტა. მისი თქმით სამოქალაქო აქტივისტის და CiDA-ს დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიმართ ბოლოდროინდელი ბრალდებები ერთადერთი მოტივატორი არ იყო. ქალი ამბობს, რომ ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესის მიუხედავად, რომლის გავლაც მას მოუწია, დღეს პაპუნა უგრეხელიძე ისევ თანამდებობაზეა, ხოლო იმის გამო, რომ მან თავისი უფლებების დაცვა გაბედა, მის დაჩაგვრას დღემდე ცდილობს.

„პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის სახალხო დამცველის დასკვნა, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ მე არ მეხებოდა. არათუ ბოდიშიც არ მოუხდია არავის, პირიქით ჩემზე ზეწოლა გაგრძელდა. მე იძულებული გავხდი 2016 წელს დამეტოვებინა საჯარო რეესტრი, სადაც მრავალი წელი ვიმუშავე. მაგრამ ის მემუქრებოდა რომ ახალ სამსახურშიც შექმნიდა პრობლემებს", - ამბობს დაზარალებული.

მისი თქმით, უგრეხელიძე სამსახურში ავიწროებდა არამხოლოდ იმ ქალებს ვინც „მოსწონდა“, არამედ მათაც ვინც „არ მოსწონდა“, რომ თანამშრომლების ჩაგვრა მისი მუშაობის ბუნებრივი ხელწერა და „სტილია“ და თანამშრომლებს, მათ შორის კაცებსაც სხვადასხვა მიზეზით მუდმივ სტრესში ამყოფებდა.

დაზარალებული ამბობს, რომ 2017 წელს ომბუდსმენის დასკვნის მომზადების შემდეგ მან დოკუმენტი იუსტიციის მინისტრსაც გაუგზავნა, თუმცა ამ ნაბიჯსაც რეაგირება არ მოჰყოლია. მისი ინფორმაციით მინისტრმა დისკრიმინაცია უმნიშვნელოდ ჩათვალა და ის ვერბალურ ჰარასმენტად მიიჩნია.

იუსტიციის სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად 2013 წლიდან მუშაობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ