სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო მდივანი - ულამაზესი ქართველი თავადის ასული, რომელიც ართურ კონან დოილის რძალი იყო
ნინო მდივანი - ულამაზესი ქართველი თავადის ასული, რომელიც ართურ კონან დოილის რძალი იყო

მე-20 სა­უ­კუ­ნის 20-30-იანი წლე­ბის ევრ­ოპუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი პრე­სა აჭ­რე­ლე­ბუ­ლი იყო ქარ­თვე­ლი თა­ვა­დის - ზა­ქა­რია­ მდივ­ნის შვი­ლე­ბის ზღაპ­რუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბით. და­ვით, სერ­გო, ალექ­სი, ნინო და რუ­სუ­დან მდივ­ნებს მსოფ­ლი­ოს პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის მო­წი­ნა­ვე სტა­ტი­ე­ბი ეთ­მო­ბო­და. ქარ­თვე­ლებ­თან სი­ახ­ლო­ვით თავს იწო­ნებ­დნენ პოლ­იტი­კო­სე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, მხატ­ვრე­ბი თუ მა­ფი­ო­ზე­ბი...

ლე­გენ­და გვამ­ცნობს, რომ 1867 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თავ­ადი ზა­ქა­რია მდი­ვა­ნი სი­ნამ­დვი­ლე­ში აზ­ნა­უ­რი იყო, თუმ­ცა, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის ჩინს მა­ინც მი­აღ­წია. მე­ტიც, მდი­ვა­ნი რუსე­თის იმ­პე­რა­ტო­რის კარ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი გახ­ლდათ. კი­დევ ერთი ლეგ­ენ­დის მი­ხედ­ვით, ზა­ქა­რია მდი­ვან­მა ნოე ჟორ­და­ნი­ას მთავ­რობ­ი­სგან ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტი მო­ი­პო­ვა, რომ­ლის თა­ნახ­მად, იგი არა­თუ თა­ვა­დი, არა­მედ ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო გვა­რის წარ­მო­მა­დ­გე­ნე­ლიც კი იყო. ზე­მოთ ნახ­სე­ნებ­მა ფო­ტო­ებ­მა და ყალბ­მა­ ცნო­ბამ კი სა­ფუძ­ვე­ლი და­უ­დო შთამ­ბეჭ­დავ ამ­ბავს და-ძმა მდივ­ნებ­ზე, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლიო ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნეს...

ნინო მდი­ვა­ნის ის­ტო­რია და-ძმე­ბის მსგავ­სად, გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. მე­ფის რუ­სე­თის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ზა­ქა­რია მდივ­ნი­სა და ნა­ხევ­რად პო­ლო­ნე­ლი ელი­სა­ბე­დის ქა­ლიშ­ვი­ლის ნი­ნოს და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი უც­ნო­ბია.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რი­სა და მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის წყა­ლო­ბით ზა­ქა­რია მდი­ვან­მა შეძ­ლო უფ­რო­სი შვი­ლე­ბის­თვის (სა­ვა­რა­უ­დოდ სერ­გი, და­ვი­თი, ნინო) კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ცა. ისი­ნი ჯერ პე­ტერ­ბურ­გის, შემ­დეგ კი ვარ­შა­ვი­სა და პა­რი­ზის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლობ­დნენ. მდივ­ნე­ბის ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა 1921 წ. რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ანექ­სი­ის შემ­დეგ და­ირ­ღვა. ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სულ­მა ოჯახ­მა ჯერ სტამ­ბოლს, შემ­დეგ კი პა­რიზს შე­ა­ფა­რა თავი.

მდივ­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი და შარ­მი ჰქონ­დათ, წარ­მა­ტე­ბა­ში ხელს უწყობ­დათ გა­ნათ­ლე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზე და არის­ტოკ­რა­ტიზ­მი. პა­რიზ­ში ნინო მდი­ვანს უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ეხ­ვია გარს. ულა­მა­ზე­სი ქალი სამ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

1925 წ. ნინო მდი­ვა­ნი ცო­ლად იუ­რისტ ჩარლზ ჰურ­ბე­რიხს გაჰ­ყვა, თუმ­ცა მათი თერ­თმეტ­წ­ლი­ა­ნი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბით დამ­თავ­რდა.

ბრის­ტო­ლის ავი­ა­გა­მო­ფე­ნა­ზე ნინო მდი­ვა­ნი და მწე­რალ არ­თურ კო­ნან დო­ი­ლის ვაჟი დე­ნის კო­ნან დო­ი­ლი პირ­ვე­ლად შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. დე­ნი­სი პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რით მო­ი­ხიბ­ლა მშვე­ნი­ე­რი უც­ნო­ბით, რო­მელ­მაც სა­ოც­რად ბევ­რი რამ იცო­და ავი­ა­ცი­ა­ზე.

ნინო და დე­ნი­სი

1936 წ. ნინო მდი­ვა­ნი ად­ვო­კატ­სა და ავი­ა­ტორს დე­ნის კო­ნან დო­ი­ლის მე­უღ­ლე გახ­და. დე­ნი­სი მოყ­ვა­რუ­ლი ავი­ა­ტო­რი იყო და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თვითმფრი­ნა­ვე­ბის ახა­ლი მო­დე­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­თა და გა­მოც­დით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ამი­ტომ მა­მის წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა მე­უღ­ლეს გა­დას­ცა.

სერ არ­თურ კო­ნან დო­ი­ლი ოჯახ­თან ერ­თად

ქმრის­გან გან­სხვა­ვე­ბით ნინო პრაგ­მა­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ და მა­მამ­თი­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბას სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით პატ­რო­ნობ­და. არ­თურ კო­ნან დო­ი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც ყვე­ლა­ზე დიდი ტი­რა­ჟით მას შემ­დეგ იყი­დე­ბო­და რაც გა­მომ­ცემ­ლო­ბის საქ­მე ნი­ნოს ხელ­ში გა­და­ვი­და. დე­ნის კო­ნან დო­ი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ უფ­ლე­ბე­ბი არ­თურ კო­ნან დო­ი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე ნი­ნოს ერგო.

1955 წ. დაქვრი­ვე­ბუ­ლი ნინო ცო­ლად გაჰ­ყვა წარ­მა­ტე­ბულ ინ­გლი­სელ გა­მომ­ცე­მელს ენ­ტო­ნი ჰარ­ვუდს.

ნინო მდი­ვანს შვი­ლი არ ჰყო­ლია. ის 1987 წელს ლონ­დონ­ში ხან­დაზ­მულ ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

წა­ი­კი­თხეთ და-ძმა მდივ­ნე­ბის სა­ო­ცა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ვრცლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნინო მდივანი - ულამაზესი ქართველი თავადის ასული, რომელიც ართურ კონან დოილის რძალი იყო

ნინო მდივანი - ულამაზესი ქართველი თავადის ასული, რომელიც ართურ კონან დოილის რძალი იყო

მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლების ევროპული და ამერიკული პრესა აჭრელებული იყო ქართველი თავადის - ზაქარია მდივნის შვილების ზღაპრული თავგადასავლებით. დავით, სერგო, ალექსი, ნინო და რუსუდან მდივნებს მსოფლიოს პოპულარული ჟურნალ-გაზეთების მოწინავე სტატიები ეთმობოდა. ქართველებთან სიახლოვით თავს იწონებდნენ პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მსახიობები, მხატვრები თუ მაფიოზები...

ლეგენდა გვამცნობს, რომ 1867 წელს დაბადებული თავადი ზაქარია მდივანი სინამდვილეში აზნაური იყო, თუმცა, გენერალ-მაიორის ჩინს მაინც მიაღწია. მეტიც, მდივანი რუსეთის იმპერატორის კართან დაახლოებული პირი გახლდათ. კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით, ზაქარია მდივანმა ნოე ჟორდანიას მთავრობისგან ყალბი დოკუმენტი მოიპოვა, რომლის თანახმად, იგი არათუ თავადი, არამედ ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენელიც კი იყო. ზემოთ ნახსენებმა ფოტოებმა და ყალბმა ცნობამ კი საფუძველი დაუდო შთამბეჭდავ ამბავს და-ძმა მდივნებზე, რომლებმაც მსოფლიო ფურორი მოახდინეს...

ნინო მდივანის ისტორია და-ძმების მსგავსად, გამორჩეული და განსაკუთრებულია. მეფის რუსეთის გენერალ-მაიორის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილის ზაქარია მდივნისა და ნახევრად პოლონელი ელისაბედის ქალიშვილის ნინოს დაბადების თარიღი უცნობია.

წარმატებული კარიერისა და მაღალი თანამდებობების წყალობით ზაქარია მდივანმა შეძლო უფროსი შვილებისთვის (სავარაუდოდ სერგი, დავითი, ნინო) კარგი განათლება მიეცა. ისინი ჯერ პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. მდივნების ოჯახის კეთილდღეობა 1921 წ. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ დაირღვა. ემიგრაციაში წასულმა ოჯახმა ჯერ სტამბოლს, შემდეგ კი პარიზს შეაფარა თავი.

მდივნებს განსაკუთრებული ხიბლი და შარმი ჰქონდათ, წარმატებაში ხელს უწყობდათ განათლება, ბუნებრივი სილამაზე და არისტოკრატიზმი. პარიზში ნინო მდივანს უამრავი ქართველი და უცხოელი თაყვანისმცემელი ეხვია გარს. ულამაზესი ქალი სამჯერ იყო დაქორწინებული.

1925 წ. ნინო მდივანი ცოლად იურისტ ჩარლზ ჰურბერიხს გაჰყვა, თუმცა მათი თერთმეტწლიანი ოჯახური ცხოვრება განქორწინებით დამთავრდა.

ბრისტოლის ავიაგამოფენაზე ნინო მდივანი და მწერალ ართურ კონან დოილის ვაჟი დენის კონან დოილი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. დენისი პირველივე შეხვედრით მოიხიბლა მშვენიერი უცნობით, რომელმაც საოცრად ბევრი რამ იცოდა ავიაციაზე.

ნინო და დენისი

1936 წ. ნინო მდივანი ადვოკატსა და ავიატორს დენის კონან დოილის მეუღლე გახდა. დენისი მოყვარული ავიატორი იყო და მთელი ცხოვრება თვითმფრინავების ახალი მოდელების შემუშავებითა და გამოცდით იყო დაკავებული. ამიტომ მამის წიგნების გამოცემის ექსკლუზიური უფლება მეუღლეს გადასცა.

სერ ართურ კონან დოილი ოჯახთან ერთად

ქმრისგან განსხვავებით ნინო პრაგმატული პიროვნება გახლდათ და მამამთილის მემკვიდრეობას სრული სერიოზულობით პატრონობდა. ართურ კონან დოილის ნაწარმოებებიც ყველაზე დიდი ტირაჟით მას შემდეგ იყიდებოდა რაც გამომცემლობის საქმე ნინოს ხელში გადავიდა. დენის კონან დოილის გარდაცვალების შემდეგ უფლებები ართურ კონან დოილის ნაწარმოებებზე ნინოს ერგო.

1955 წ. დაქვრივებული ნინო ცოლად გაჰყვა წარმატებულ ინგლისელ გამომცემელს ენტონი ჰარვუდს.

ნინო მდივანს შვილი არ ჰყოლია. ის 1987 წელს ლონდონში ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა.

წაიკითხეთ და-ძმა მდივნების საოცარი თავგადასავალი ვრცლად

"საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი... გამოვრიცხავ, დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო" - "საბურთალოს" პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ოპოზიციის გეგმები; მზადება არჩევნებისთვის; ხელისუფლების პოზიცია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"