პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შევხვდი რუსთავში დათქმულ ადგილას... ეს არასდროს მავიწყდება" - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ირწმუნება, რომ უცხოპლანეტელებს ორჯერ შეხვდა
"შევხვდი რუსთავში დათქმულ ადგილას... ეს არასდროს მავიწყდება" - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ირწმუნება, რომ უცხოპლანეტელებს ორჯერ შეხვდა

ამო­უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტე­ბის თემა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში ღი­მილს იწ­ვევს, ზოგი მათ უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს, ნა­წილს მათი არ­სე­ბო­ბის სჯე­რა და არ­სე­ბო­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს სე­რი­ო­ზუ­ლად სწავ­ლო­ბენ და ამა­ზე არა­ერ­თხელ დაგ­ვი­წე­რია.

სა­ქარ­თვე­ლო­შიც არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ჰქო­ნი­ათ კონ­ტაქ­ტი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან. ერთ-ერ­თია ცნო­ბი­ლი ას­ტრო­ლო­გი, მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი. მისი თქმით, წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებს შეხ­ვდა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უ­ვი­წყა­რი მო­გო­ნე­ბე­ბიც აქვს.

რა უამ­ბეს და რა გა­ნი­ცა­და ას­ტრო­ლოგ­მა მათ­თან შეხ­ვედ­რი­სას - ამა­ზე მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რე­ბა.

"იმის თქმა, რომ მხო­ლოდ ჩვენ ვართ მთელ ამ­ხე­ლა სამ­ყა­რო­ში და ჩვენ გარ­და სხვა არა­ვინ, არ შე­იძ­ლე­ბა. სამ­ყა­რო ვი­თარ­დე­ბა გრა­და­ცი­ის პრინ­ცი­პით, შე­სა­ბა­მი­სად, "რა­ღაც ქვე­ვი­თაა და რა­ღაც - ზე­ვით" და ეს ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მიც სულ ძა­ლა­შია. ისე მარ­ტი­ვად არ არის საქ­მე, რომ - მო­ვე­დით და წა­ვე­დით. სა­ი­დან მო­ვე­დით ან სად მივ­დი­ვართ, ვინ­მემ იცის სა­ერ­თოდ?! იცით, ჩვენ გარ­და, დე­და­მი­წა­ზე კი­დევ რამ­დე­ნი სამ­ყა­როა? ცხო­ველ­თა სამ­ყა­რო, მი­ნე­რა­ლე­ბის, მცე­ნა­რე­ე­ბის და ამ სუ­ლე­ბის გრა­და­ცი­ას კარ­გად არც ვიც­ნობთ. მაგ­რამ თუ რა ხდე­ბა ჩვე­ნი სამ­ყა­როს მიღ­მა, ამის უამ­რა­ვი მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, თუნ­დაც სვე­ტი­ცხოვ­ლის ერთ-ერთ კე­დელ­ზე, სა­დაც უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი არი­ან გა­მო­სა­ხუ­ლი. მსგავ­სის მო­ძებ­ნა სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ უამ­რა­ვი პლა­ნე­ტა­რუ­ლი გე­მია ჩა­მო­სუ­ლი დე­და­მი­წა­ზე. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბაც, რომ ადა­მი­ა­ნი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის მიერ არის შექ­მნი­ლი, რომ ადა­მი­ა­ნი მათი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი პრო­ექ­ტია. უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­აა, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან ჩემი შეხ­ვედ­რა უფრო ცხად­ჰყოფს".

- სად შეხ­ვდით მათ?

- სულ 2 შეხ­ვედ­რა მქონ­და. შევ­ხვდი უდი­დე­სი პი­როვ­ნე­ბის, უფო­ლოგ - თა­ლეს შო­ნი­ას მეშ­ვე­ო­ბით. უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან შეხ­ვედ­რა 90-იან წლებ­ში მქონ­და, როცა ისი­ნი მე­ტად იყ­ვნენ გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლე­ბი. შევ­ხვდი რუს­თავ­ში დათ­ქმულ ად­გი­ლას და ის ემო­ცია არას­დროს მა­ვი­წყდე­ბა. ის არ იყო პირ­და­პი­რი ლა­პა­რა­კი, უფრო ტე­ლე­პა­ტი­უ­რი სა­უ­ბა­რი გახ­ლდათ. და­ახ­ლო­ე­ბით, კომ­პი­უ­ტერ­ში რომ გა­ვუშ­ვათ ხმა და იმ ხმამ გი­თარ­გმნოს და აზრი მო­გა­წო­დოს ქარ­თულ ენა­ზე. ასე­თი უც­ნა­უ­რი რამ იყო.

გა­რეგ­ნუ­ლად უზარ­მა­ზა­რი, და­ახ­ლო­ე­ბით ორ­მეტრნა­ხე­ვა­რი მა­ინც. მათ­ში არი­ან მაღ­ლე­ბიც და დაბ­ლე­ბიც. გა­აჩ­ნია, რო­მე­ლი თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დი­დან მო­დი­ან, რო­მე­ლი პლა­ნე­ტა­რუ­ლი სის­ტე­მი­დან. არი­ან - იუ­პი­ტე­რი­ა­ნე­ლე­ბი, მარ­სი­ა­ნე­ლე­ბი. მარ­სი­ა­ნე­ლე­ბი თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით, უფრო აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან. იუ­პი­ტე­რი­ა­ნე­ლე­ბი მე­ტად გვი­ცა­ვენ. კა­ნის ფერ­შიც არის გან­სხვა­ვე­ბა, აქვთ მომ­წვა­ნო, მო­ლურ­ჯო, ნაც­რის­ფე­რი კანი. რომ უახ­ლოვ­დე­ბი, გგო­ნია, რომ დე­და­მი­წა­ზე არ ხარ. რომ და­ვი­ნა­ხე, თა­ვი­დან ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, ალ­ბათ პულ­სი 120 მქონ­და - სა­ოც­რე­ბას ვუ­ყუ­რებ­დი. ჩემ წინ მდგარ არ­სე­ბას, სა­ხის სხვა წყო­ბა ჰქონ­და, მი­ყუ­რებ­და და არ ვი­ცო­დი, რას მო­ი­მოქ­მე­დებ­და... ამას­თან, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ენერ­გო­ვე­ლი აქვთ და გა­ჩერ­და ჩემი სა­ა­თი, რო­მე­ლიც ხელ­ზე მე­კე­თა, ამ­ტკივ­და თავი, ყუ­რე­ბი - სა­წყის ეტაპ­ზე სა­ო­ცა­რი დის­კომ­ფორ­ტი მქონ­და.

- რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­და თქვე­ნი კონ­ტაქ­ტი?

- იმ პე­რი­ოდ­ში დროს ვერ ვგრძნობ­დი, რამე რომ ეკი­თხა კაცს, ვე­რა­ფერს ვუ­პა­სუ­ხებ­დი, სა­უ­ბარ­მა და­ახ­ლო­ე­ბით საათ-ნა­ხე­ვარს გას­ტა­ნა და ძა­ლი­ან ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე. ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებ­და - რა­ტომ არ შე­მო­დი­ან ჩვენ­თან ახლო კონ­ტაქ­ტში? პა­სუ­ხი იყო ასე­თი - ჯერ ად­რეა. რომ ჩვე­ნი ცი­ვი­ლი­ზა­ცია ძა­ლი­ან შორს არის მათ­გან, ამის გამო ვერ ვუ­გებთ ერ­თმა­ნეთს და რომ ჩვენ­თვის ად­რეა ეს კავ­ში­რი. მი­თხრა, რომ ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბი, აგ­რე­სი­უ­ლე­ბი ვართ, ვფიქ­რობთ მხო­ლოდ ფულ­ზე და ომზე. მათი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი კი დე­და­მი­წის დაც­ვაა, რომ ჩვენ­მა უგუ­ნუ­რო­ბამ არ და­ან­გრი­ოს ის. თუ დე­და­მი­წა და­ინ­გრა, ბირ­თვუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა. ეს კი სხვა მზის სის­ტე­მებს მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­და­ე­ცე­მა და ისი­ნიც სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­დე­ბი­ან. ამი­ტომ დრო­დად­რო გვი­წევს აქ ჩა­მოს­ვლა, რომ ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბის­გან მთე­ლი მზის სის­ტე­მა და­ვიც­ვა­თო.

გვი­თხრა, რომ მთვა­რე­ზე არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ში­და­ქა­ლა­ქი, მე­ტიც, რომ ასე­თი სამ­ყა­რო ეგ­ვიპ­ტის პი­რა­მი­დე­ბის ქვე­შა­ცაა, რო­მელ­საც ჩვენ ვერ ვხე­დავთ და პი­რა­მი­დებს რო­გორც ქვებს, ისე აღ­ვიქ­ვამთ. ეს რომ და­ვი­ნა­ხოთ, მე­ო­თხე გან­ზო­მი­ლე­ბა გვჭირ­დე­ბა. ამი­ტო­მაც არის, რომ ამ გან­ზო­მი­ლე­ბის უქონ­ლო­ბის გამო ჩვენს სამ­ყა­რო­ში ბევრ რა­მეს ვერ ვხე­დავთ.

- კი­დევ რა შე­ი­ტყვეთ მათ­გან?

- ისი­ნი ებ­რა­უ­ლი ტო­მე­ბის წი­ნაპ­რე­ბი არი­ან და ცხოვ­რობ­დნენ იმ ზო­ნა­ში, სა­დაც ახლა ის­რა­ე­ლია და ზუს­ტად ისე გან­ვი­თარ­დნენ, რო­გორც ვვი­თარ­დე­ბით ჩვენ. დე­და­მი­წა­ზე გა­ი­ა­რეს გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა ეტა­პი. მერე იქამ­დე მი­ვიდ­ნენ, რომ სა­ო­ცა­რი სიჩ­ქა­რის ტექ­ნი­კა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი შექ­მნეს, აქ ამო­წუ­რეს სა­კუ­თა­რი თავი, დე­და­მი­წამ ვე­ღარ და­ი­ტია ისი­ნი, აქა­უ­რო­ბა ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და მათ ტექ­ნი­კურ პროგ­რესს და და­ტო­ვეს ეს სამ­ყა­რო. შემ­დგო­მი ეტა­პი კი სხვა სამ­ყა­რო­დან და­ი­წყეს. პირ­ვე­ლი, რაც გა­ა­კე­თეს, შე­ის­წავ­ლეს მთვა­რე და უკვე გა­რეგ­ნუ­ლად სხვა სხე­უ­ლიც დას­ჭირ­დათ. ამი­ტო­მაც მოხ­და მათი გა­რეგ­ნუ­ლი შეც­ვლა. ხოლო კი­თხვა­ზე, რა­ტომ იტა­ცე­ბენ ადა­მი­ა­ნებს? გვი­პა­სუ­ხა: დე­და­მი­წი­დან ადა­მი­ა­ნე­ბი შეს­წავ­ლის მიზ­ნით მიგ­ვყავს. მიგ­ვყავს, მაგ­რამ ისევ ვაბ­რუ­ნებთ.

სხვა­თა შო­რის, ამის დას­ტუ­რად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ თბი­ლის­ში ვიც­ნობ­დი ქალ­ბა­ტონს, დი­დუ­ბე­ში ცხოვ­რობ­და, ახლა ავ­სტრი­ა­შია, რო­მე­ლიც ასე წა­იყ­ვა­ნეს. რო­დე­საც მას ვე­სა­უბ­რე, ზუს­ტად აღ­მი­წე­რა მათი ვი­ზი­ტის ეპი­ზო­დი და ისიც, რო­გორ წა­იყ­ვა­ნეს იუ­პი­ტერ­ზე, და­აკ­ვირ­დნენ და მერე უკან და­აბ­რუ­ნეს. მაქვს ასე­ვე ერთი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც დმა­ნი­სელ ქალ­ბა­ტონს უკავ­შირ­დე­ბა. ისიც ასე წა­იყ­ვა­ნეს და და­აბ­რუ­ნეს. ვე­ნე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და, ვე­ღარ და­დი­ო­და. მათ ეს პრობ­ლე­მა მო­უხ­სნეს. ხომ ვამ­ბობ, ტვი­ნი მე­ო­თხე-მე­ხუ­თე ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნე­ზე აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, შე­უძ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნი რენტგე­ნი­ვით გა­ა­შუ­ქონ, და­ი­ნა­ხონ, რა და­ა­ვა­დე­ბა აქვს და რა ენერ­გე­ტი­კის მქო­ნეა... ასე­თი ვრცე­ლი ინ­ფორ­მა­ცია არა­ვის­გან მი­მი­ღია და ის 2 შეხ­ვედ­რაც არას­დროს მა­ვი­წყდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არისტოტელე
0

ფული ცოდნია უცხოპლანეტელებთან შეხვედრას....

ბადრი
1

აფერისტი მინახია, მაგრამ ამ დონის არა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"შევხვდი რუსთავში დათქმულ ადგილას... ეს არასდროს მავიწყდება" - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ირწმუნება, რომ უცხოპლანეტელებს ორჯერ შეხვდა

"შევხვდი რუსთავში დათქმულ ადგილას... ეს არასდროს მავიწყდება" - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ირწმუნება, რომ უცხოპლანეტელებს ორჯერ შეხვდა

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ღიმილს იწვევს, ზოგი მათ უნდობლობას უცხადებს, ნაწილს მათი არსებობის სჯერა და არსებობენ სპეციალისტებიც, რომლებიც უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ საკითხებს სერიოზულად სწავლობენ და ამაზე არაერთხელ დაგვიწერია.

საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ჰქონიათ კონტაქტი უცხოპლანეტელებთან. ერთ-ერთია ცნობილი ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი. მისი თქმით, წლების წინ საქართველოში უცხოპლანეტელებს შეხვდა და ამასთან დაკავშირებით დაუვიწყარი მოგონებებიც აქვს.

რა უამბეს და რა განიცადა ასტროლოგმა მათთან შეხვედრისას - ამაზე მიხეილ ცაგარელი AMBEBI.GE-ს ესაუბრება.

"იმის თქმა, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ მთელ ამხელა სამყაროში და ჩვენ გარდა სხვა არავინ, არ შეიძლება. სამყარო ვითარდება გრადაციის პრინციპით, შესაბამისად, "რაღაც ქვევითაა და რაღაც - ზევით" და ეს ცნობილი გამონათქვამიც სულ ძალაშია. ისე მარტივად არ არის საქმე, რომ - მოვედით და წავედით. საიდან მოვედით ან სად მივდივართ, ვინმემ იცის საერთოდ?! იცით, ჩვენ გარდა, დედამიწაზე კიდევ რამდენი სამყაროა? ცხოველთა სამყარო, მინერალების, მცენარეების და ამ სულების გრადაციას კარგად არც ვიცნობთ. მაგრამ თუ რა ხდება ჩვენი სამყაროს მიღმა, ამის უამრავი მანიშნებელია, თუნდაც სვეტიცხოვლის ერთ-ერთ კედელზე, სადაც უცხოპლანეტელები არიან გამოსახული. მსგავსის მოძებნა სხვადასხვა რელიგიაში შეიძლება.

ცნობილია, რომ უამრავი პლანეტარული გემია ჩამოსული დედამიწაზე. არსებობს მოსაზრებაც, რომ ადამიანი უცხოპლანეტელების მიერ არის შექმნილი, რომ ადამიანი მათი ექსპერიმენტული პროექტია. უამრავი ინფორმაციაა, მაგრამ ამ ყველაფერს უცხოპლანეტელებთან ჩემი შეხვედრა უფრო ცხადჰყოფს".

- სად შეხვდით მათ?

- სულ 2 შეხვედრა მქონდა. შევხვდი უდიდესი პიროვნების, უფოლოგ - თალეს შონიას მეშვეობით. უცხოპლანეტელებთან შეხვედრა 90-იან წლებში მქონდა, როცა ისინი მეტად იყვნენ გააქტიურებულები. შევხვდი რუსთავში დათქმულ ადგილას და ის ემოცია არასდროს მავიწყდება. ის არ იყო პირდაპირი ლაპარაკი, უფრო ტელეპატიური საუბარი გახლდათ. დაახლოებით, კომპიუტერში რომ გავუშვათ ხმა და იმ ხმამ გითარგმნოს და აზრი მოგაწოდოს ქართულ ენაზე. ასეთი უცნაური რამ იყო.

გარეგნულად უზარმაზარი, დაახლოებით ორმეტრნახევარი მაინც. მათში არიან მაღლებიც და დაბლებიც. გააჩნია, რომელი თანავარსკვლავედიდან მოდიან, რომელი პლანეტარული სისტემიდან. არიან - იუპიტერიანელები, მარსიანელები. მარსიანელები თავისი ხასიათით, უფრო აგრესიულები არიან. იუპიტერიანელები მეტად გვიცავენ. კანის ფერშიც არის განსხვავება, აქვთ მომწვანო, მოლურჯო, ნაცრისფერი კანი. რომ უახლოვდები, გგონია, რომ დედამიწაზე არ ხარ. რომ დავინახე, თავიდან ძალიან შემეშინდა, ალბათ პულსი 120 მქონდა - საოცრებას ვუყურებდი. ჩემ წინ მდგარ არსებას, სახის სხვა წყობა ჰქონდა, მიყურებდა და არ ვიცოდი, რას მოიმოქმედებდა... ამასთან, ძალიან ძლიერი ენერგოველი აქვთ და გაჩერდა ჩემი საათი, რომელიც ხელზე მეკეთა, ამტკივდა თავი, ყურები - საწყის ეტაპზე საოცარი დისკომფორტი მქონდა.

- რამდენ ხანს გაგრძელდა თქვენი კონტაქტი?

- იმ პერიოდში დროს ვერ ვგრძნობდი, რამე რომ ეკითხა კაცს, ვერაფერს ვუპასუხებდი, საუბარმა დაახლოებით საათ-ნახევარს გასტანა და ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მივიღე. ჩვენ გვაინტერესებდა - რატომ არ შემოდიან ჩვენთან ახლო კონტაქტში? პასუხი იყო ასეთი - ჯერ ადრეა. რომ ჩვენი ცივილიზაცია ძალიან შორს არის მათგან, ამის გამო ვერ ვუგებთ ერთმანეთს და რომ ჩვენთვის ადრეა ეს კავშირი. მითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, აგრესიულები ვართ, ვფიქრობთ მხოლოდ ფულზე და ომზე. მათი ერთადერთი მიზანი კი დედამიწის დაცვაა, რომ ჩვენმა უგუნურობამ არ დაანგრიოს ის. თუ დედამიწა დაინგრა, ბირთვული კატასტროფა გარდაუვალი იქნება. ეს კი სხვა მზის სისტემებს მომენტალურად გადაეცემა და ისინიც სავალალო მდგომარეობაში აღმოჩდებიან. ამიტომ დროდადრო გვიწევს აქ ჩამოსვლა, რომ ბირთვული აფეთქებისგან მთელი მზის სისტემა დავიცვათო.

გვითხრა, რომ მთვარეზე არსებობს უამრავი შიდაქალაქი, მეტიც, რომ ასეთი სამყარო ეგვიპტის პირამიდების ქვეშაცაა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და პირამიდებს როგორც ქვებს, ისე აღვიქვამთ. ეს რომ დავინახოთ, მეოთხე განზომილება გვჭირდება. ამიტომაც არის, რომ ამ განზომილების უქონლობის გამო ჩვენს სამყაროში ბევრ რამეს ვერ ვხედავთ.

- კიდევ რა შეიტყვეთ მათგან?

- ისინი ებრაული ტომების წინაპრები არიან და ცხოვრობდნენ იმ ზონაში, სადაც ახლა ისრაელია და ზუსტად ისე განვითარდნენ, როგორც ვვითარდებით ჩვენ. დედამიწაზე გაიარეს განვითარების ყველა ეტაპი. მერე იქამდე მივიდნენ, რომ საოცარი სიჩქარის ტექნიკა, ტექნოლოგიები შექმნეს, აქ ამოწურეს საკუთარი თავი, დედამიწამ ვეღარ დაიტია ისინი, აქაურობა ვერ აკმაყოფილებდა მათ ტექნიკურ პროგრესს და დატოვეს ეს სამყარო. შემდგომი ეტაპი კი სხვა სამყაროდან დაიწყეს. პირველი, რაც გააკეთეს, შეისწავლეს მთვარე და უკვე გარეგნულად სხვა სხეულიც დასჭირდათ. ამიტომაც მოხდა მათი გარეგნული შეცვლა. ხოლო კითხვაზე, რატომ იტაცებენ ადამიანებს? გვიპასუხა: დედამიწიდან ადამიანები შესწავლის მიზნით მიგვყავს. მიგვყავს, მაგრამ ისევ ვაბრუნებთ.

სხვათა შორის, ამის დასტურად შემიძლია გითხრათ, რომ თბილისში ვიცნობდი ქალბატონს, დიდუბეში ცხოვრობდა, ახლა ავსტრიაშია, რომელიც ასე წაიყვანეს. როდესაც მას ვესაუბრე, ზუსტად აღმიწერა მათი ვიზიტის ეპიზოდი და ისიც, როგორ წაიყვანეს იუპიტერზე, დააკვირდნენ და მერე უკან დააბრუნეს. მაქვს ასევე ერთი ამბავი, რომელიც დმანისელ ქალბატონს უკავშირდება. ისიც ასე წაიყვანეს და დააბრუნეს. ვენების სერიოზული დაავადება ჰქონდა, ვეღარ დადიოდა. მათ ეს პრობლემა მოუხსნეს. ხომ ვამბობ, ტვინი მეოთხე-მეხუთე ცნობიერების დონეზე აქვთ განვითარებული, შეუძლიათ ადამიანი რენტგენივით გააშუქონ, დაინახონ, რა დაავადება აქვს და რა ენერგეტიკის მქონეა... ასეთი ვრცელი ინფორმაცია არავისგან მიმიღია და ის 2 შეხვედრაც არასდროს მავიწყდება.