პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედით ქართველი და მამით სომეხი სერგეი ლავროვი" - რას წერდა რუსული მედია საგარეო უწყების ხელმძღვანელზე?
"დედით ქართველი და მამით სომეხი სერგეი ლავროვი" - რას წერდა რუსული მედია საგარეო უწყების ხელმძღვანელზე?

უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომის და­წყე­ბის გამო რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად, რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სი მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლარს კარ­გავს. გა­უ­ფა­სურ­და ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა, რუბ­ლი. რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ამოქ­მე­დე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ნუს­ხა საკ­მა­ოდ დი­დია და უკვე სან­ქცი­ებ­მა ამოქ­მე­დე­ბაც და­ი­წყო.

სან­ქცი­ე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად რუ­სე­თის პირ­ველ პი­რებს შე­ე­ხოთ. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად ევ­რო­კავ­შირ­მა მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი გა­უ­ყი­ნა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­რო­ვი­საც. რუსი დიპ­ლო­მა­ტი ამ­ბობს, რომ სან­ქცი­ე­ბის­თვის მზად იყო.

ლავ­რო­ვი ერთ-ერ­თია იმ რუსი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლე­თის “გარ­ყვნი­ლე­ბა­ზე” სა­უბ­რო­ბენ და ამა­ვე დროს შვი­ლე­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, სა­მოგ­ზა­უ­როდ თუ სა­ცხოვ­რებ­ლად, სწო­რედ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ირ­ჩე­ვენ.

4 წლის წინ რუ­სუ­ლი მე­დია აქ­ტი­უ­რად წერ­და ლავ­რო­ვის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლი­სა და პენ­სი­ა­ში გას­ვლის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მა­შინ ეს ინ­ფორ­მა­ცია მა­შინ არ და­დას­ტურ­და.

ვინ არის სერ­გეი ლავ­რო­ვი - რას წერ­და 3 წლის წინ მე­დია?

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მას ძა­ლი­ან უყ­ვარს სპორ­ტი და თევ­ზა­ო­ბა. თა­ვი­სუ­ფალ დროს ლექ­სებ­საც წერს და პო­ლი­ტი­კურ ანეგ­დო­ტებ­საც ინიშ­ნავს, რომ­ლის მო­ყო­ლაც ძა­ლი­ან უყ­ვარს. ასე რომ, ნო­მერ პირ­ველ რუს დიპ­ლო­მატს, შე­საძ­ლოა, მე­მუ­ა­რე­ბის და­წე­რის დროც გა­მო­უჩ­ნდეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სერ­გეი ლავ­რო­ვის "დე­დუ­ლეთ­თან" ურ­თი­ერ­თო­ბას, 2016 წელს ახალ­გაზ­რდულ ფო­რუმ­ზე მან გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან უყ­ვარს და ჩა­მოს­ვლა სურს, თუმ­ცა სტა­ტუ­სის გამო ამას ვერ ახერ­ხებს...

"ჩვენ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ელ­ჩო არ გვაქვს, ამის მი­ზე­ზი კი ის არის, რომ სა­ა­ა­კაშ­ვილ­მა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თერ­თო­ბე­ბი გა­წყვი­ტა... ინ­ტე­რე­სე­ბის სექ­ცია კი შვე­ი­ცა­რი­ამ გახ­სნა. ყვე­ლას ეს­მის, არა­ვინ და არ­სად წა­სუ­ლა. უბ­რა­ლოდ, შე­ნო­ბა­ზე აბრა გა­მო­იც­ვა­ლა... ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­დი­ან და მჯე­რა, რომ ამ პრობ­ლე­მას მო­ვაგ­ვა­რებთ" - გა­ნა­ცხა­და მან.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ლავ­რო­ვი პენ­სი­ა­ზე გას­ვლის შემ­დეგ "დე­დუ­ლუთ­ში" მოგ­ზა­უ­რო­ბა­საც არ გა­მო­რი­ცხავ­და. ის 4 წლის წინ, აპ­რილ­ში მისი ქვეყ­ნის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ჩა­ვი­და და სო­ხუ­მე­ლე­ბის­თვის საყ­ვა­რელ "ბრე­ხა­ლოვ­კა­ზე" აფხა­ზებ­თან ერ­თად ყა­ვაც და­ლია.

რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თის "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის" აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ ლავ­რო­ვი აფხა­ზეთ­ში მე­სა­მედ ჩა­ვი­და. პირ­ვე­ლად, აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, 15 სექ­ტემ­ბერს, ის აფხა­ზეთს სა­მო­ქა­ლა­ქო ლა­ი­ნე­რით ეწ­ვია. ის იყო სხვა ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, ვინც ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში არა­სამ­ხედ­რო საფ­რე­ნი აპა­რა­ტით ჩაფ­რინ­და.

მე­ო­რედ რუსი დიპ­ლო­მა­ტი აფხა­ზეთ­ში, 2011 წლის 26 აპ­რილს ჩა­ვი­და, რო­დე­საც მოს­კოვ­მა და სო­ხუმ­მა უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­სა­ხებ ნო­ტე­ბი გაც­ვა­ლეს. მან იმ დროს ე.წ. აფხა­ზე­თის "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის, რო­გორც გაწ­ვე­უ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე, სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხუ­რით მყო­ფე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მის დამ­ყა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას ხელი მო­ა­წე­რა.

მე­სა­მედ, რუ­სე­თის ნო­მერ პირ­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, სო­ხუმ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ელ­ჩოს ახა­ლი კომ­პლექ­სის გახ­სნა­ზე და­სას­წრე­ბად ჩაფ­რინ­და. ასე რომ, სერ­გეი ლავ­როვს, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ "დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ჟეს­ტის" გა­მო­ჩე­ნა არას­დროს უჭირ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ისიც ეცო­დი­ნე­ბა, რო­გორ ელო­დე­ბი­ან "დე­დუ­ლეთ­ში".

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასდს
0

მნიშვნელობა აქვს სადაურია,აქაც გვეყოფა ამდენი ტვინგამორეცხილი მოღალატე სულით მონა ნამდვილი დედითმამით ქართველები...

hm
0

wikipedia mainc naxet mamit kalatariani da dedit lavrovi!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"დედით ქართველი და მამით სომეხი სერგეი ლავროვი" - რას წერდა რუსული მედია საგარეო უწყების ხელმძღვანელზე?

"დედით ქართველი და მამით სომეხი სერგეი ლავროვი" - რას წერდა რუსული მედია საგარეო უწყების ხელმძღვანელზე?

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებული უპრეცედენტო საერთაშორისო სანქციების შედეგად, რუსული ბიზნესი მილიარდობით დოლარს კარგავს. გაუფასურდა ქვეყნის ეროვნული ვალუტა, რუბლი. რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების ნუსხა საკმაოდ დიდია და უკვე სანქციებმა ამოქმედებაც დაიწყო.

სანქციები ყველაზე მეტად რუსეთის პირველ პირებს შეეხოთ. რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ევროკავშირმა მის ტერიტორიაზე არსებული აქტივები გაუყინა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისაც. რუსი დიპლომატი ამბობს, რომ სანქციებისთვის მზად იყო.

ლავროვი ერთ-ერთია იმ რუსი მაღალჩინოსნებიდან, რომლებიც დასავლეთის “გარყვნილებაზე” საუბრობენ და ამავე დროს შვილებისა და ოჯახის წევრებისთვის განათლების მისაღებად, სამოგზაუროდ თუ საცხოვრებლად, სწორედ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ირჩევენ.

4 წლის წინ რუსული მედია აქტიურად წერდა ლავროვის თანამდებობიდან წასვლისა და პენსიაში გასვლის შესახებ, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია მაშინ არ დადასტურდა.

ვინ არის სერგეი ლავროვი - რას წერდა 3 წლის წინ მედია?

რუსული მედიის ცნობით, მას ძალიან უყვარს სპორტი და თევზაობა. თავისუფალ დროს ლექსებსაც წერს და პოლიტიკურ ანეგდოტებსაც ინიშნავს, რომლის მოყოლაც ძალიან უყვარს. ასე რომ, ნომერ პირველ რუს დიპლომატს, შესაძლოა, მემუარების დაწერის დროც გამოუჩნდეს.

რაც შეეხება სერგეი ლავროვის "დედულეთთან" ურთიერთობას, 2016 წელს ახალგაზრდულ ფორუმზე მან განაცხადა, რომ საქართველო ძალიან უყვარს და ჩამოსვლა სურს, თუმცა სტატუსის გამო ამას ვერ ახერხებს...

"ჩვენ დღეს საქართველოში საელჩო არ გვაქვს, ამის მიზეზი კი ის არის, რომ საააკაშვილმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთერთობები გაწყვიტა... ინტერესების სექცია კი შვეიცარიამ გახსნა. ყველას ესმის, არავინ და არსად წასულა. უბრალოდ, შენობაზე აბრა გამოიცვალა... ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც საქართველოში ჩადიან და მჯერა, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებთ" - განაცხადა მან.

რუსული მედიის ცნობით, ლავროვი პენსიაზე გასვლის შემდეგ "დედულუთში" მოგზაურობასაც არ გამორიცხავდა. ის 4 წლის წინ, აპრილში მისი ქვეყნის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და სოხუმელებისთვის საყვარელ "ბრეხალოვკაზე" აფხაზებთან ერთად ყავაც დალია.

რუსეთის მიერ აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ ლავროვი აფხაზეთში მესამედ ჩავიდა. პირველად, აფხაზეთის აღიარებიდან რამდენიმე დღეში, 15 სექტემბერს, ის აფხაზეთს სამოქალაქო ლაინერით ეწვია. ის იყო სხვა ქვეყნის პირველი მაღალჩინოსანი, ვინც ოკუპირებულ რეგიონში არასამხედრო საფრენი აპარატით ჩაფრინდა.

მეორედ რუსი დიპლომატი აფხაზეთში, 2011 წლის 26 აპრილს ჩავიდა, როდესაც მოსკოვმა და სოხუმმა უვიზო მიმოსვლის შესახებ ნოტები გაცვალეს. მან იმ დროს ე.წ. აფხაზეთის "ხელმძღვანელობის" ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროებისთვის, როგორც გაწვეულებისთვის, ასევე, საკონტრაქტო სამსახურით მყოფებისთვის, განსაკუთრებული რეჟიმის დამყარების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

მესამედ, რუსეთის ნომერ პირველი დიპლომატი, სოხუმში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნაზე დასასწრებად ჩაფრინდა. ასე რომ, სერგეი ლავროვს, საქართველოს მიმართ "დიპლომატიური ჟესტის" გამოჩენა არასდროს უჭირდა და შესაბამისად, ისიც ეცოდინება, როგორ ელოდებიან "დედულეთში".