"თომა არის ბრაზიანი, მსუნაგი და მძინარა" - ასე დაახასიათა საქართველოს პრეზიდენტმა მესამე, ახლადშეძენილი ვაჟი თომა "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას. გიორგი მარგველაშვილმა იხუმრა კიდეც, რომ ორი ბავშვის "გადამკიდე" ის "დუშეთიდან ევროპასა და ამერიკაში გაიქცა".
"პრეზიდენტი ძალიან შორსმჭვრეტელურად გაიქცა ორი კვირით ევროპაში და ამერიკაში, რომ უფრო წყნარად ეძინოს. რა თქმა უნდა, რთულია დუშეთში ორი ბავშვი, ორივე პატარა, პრეზიდენტი ამას ვაშინგტონში გაექცა, მაგრამ დაბრუნდა და ახლა თავის ვალდებულებების შესრულებას შეუდგა.
ასევე მინდა ვთქვა, რომ თემო თომას ძალიან კარგად ექცევა, ეფერება და მის ყველა თვისებას დადებითად უყურებს" - აღნიშნა მარგველაშვილმა.