მეზობლების ინფორმაციით, თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლულ მამაკაცს თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლად გაეცნო, კარის გაღების შემდეგ კი მას ესროლა.
როგორც შემთხვევის ადგილზე ამბობენ, მოკლული ბიზნესმენი ნუგზარ კახიძეა, რომელსაც თავდამსხმელმა 7 ტყვია ესროლა.
თავდასხმის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ, მოკლულთან დამხმარედ მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენს 30 წლამდე მამაკაცმა ესროლა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.