სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანქანაში რომ არ მჯდარიყო გაბუნია, მოკლავდნენ სიამოვნებით" - როგორ ეხმაურებიან "ქართული მარშის" აქციას ქართველი სასულიერო პირები
"მანქანაში რომ არ მჯდარიყო გაბუნია, მოკლავდნენ სიამოვნებით" - როგორ ეხმაურებიან "ქართული მარშის" აქციას ქართველი სასულიერო პირები

გუ­შინ "რუს­თა­ვი 2"-ის შე­ნო­ბას­თან, "ქარ­თუ­ლი მარ­შის" წევ­რე­ბის აქ­ცი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. ასე­ვე, და­ა­ზი­ა­ნეს მან­ქა­ნა, რომ­ლი­თაც ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი გა­ბუ­ნია გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. ისი­ნი წამ­ყვა­ნი­სა და არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან გა­და­ცე­მა P.S.-ში გა­ბუ­ნი­ას მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო ბო­დი­შის მოხ­დას მო­ი­თხოვ­დნენ. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­სტით გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის მრევლს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ წამ­ყვა­ნის გან­ცხა­დე­ბის გამო, არ­ხის სა­ხე­ლით, ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე:"წე­სი­ერ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კაც­თმოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნის ვა­ლია, არ შე­უ­რა­ცხყოს ის, რაც სხვა ადა­მი­ა­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ან წმინ­დაა. ეს მორ­წმუ­ნეს­თვი­საც ასეა და ურ­წმუ­ნოს­თვი­საც. წე­სი­ე­რი კაცი უბ­რა­ლოდ ასე უნდა იქ­ცე­ო­დეს.

სუ­ლერ­თია რას იხუმ­რებს, ღმერ­თის და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ყვე­ლაფ­რის მიღ­მაა.

ზო­გი­ერთს ღმერ­თის დაც­ვის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა. ადა­მი­ანს კი მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ში შე­უძ­ლია და­იც­ვას ღმერ­თი. როცა ქრის­ტეს შე­სა­პყრო­ბად, და­სა­ცი­ნად, სა­ფურ­თხებ­ლად, სა­ცე­მად და მო­საკ­ლა­ვად მი­უ­ვარ­დნენ მისი შე­უ­რა­ცხმყო­ფელ­ნი, მკაც­რად გა­აფრ­თხი­ლა მისი ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლი დამ­ცვე­ლი, არ გა­ბე­დოო ძა­ლა­დო­ბა. ნუთუ გგო­ნია, თვი­თონ არ შე­მიძ­ლია ვთხო­ვო ჩემს ზე­ცი­ერ მა­მას და იმ­წამს გა­მო­მიგ­ზავ­ნის ან­გე­ლოზ­თა თორ­მეტ მებ­რძოლ ლე­გი­ონს? მაგ­რამ, ასე უნდა მოხ­დეს, ასე უნდა აღ­სრულ­დეს საღვთო გან­გე­ბუ­ლე­ბა. ასე იქ­ნე­ბა მა­ნამ­დე, სა­ნამ მე­ო­რედ დი­დე­ბით მოვა უფა­ლი და მა­შინ გა­ნის­ჯე­ბა ყვე­ლა. მა­ნამ­დე კი წყა­ლო­ბა ნე­ბავს უფალს და არა მსხვერ­პლი...

...თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც რწმე­ნას­თან შე­უ­თავ­სე­ბელ უტაქ­ტო­ბა­ზე გვინ­და სა­უ­ბა­რი, გე­ტყვით რა არის ჩემ­თვის არა თუ ხუმ­რო­ბით ნათ­ქვა­მი, არა­მედ რე­ა­ლუ­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა და უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დიდი და ტრა­დი­ცი­უ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა. ამ სა­ში­ნე­ლე­ბის ფონ­ზე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ერი სე­რი­ო­ზუ­ლად მსჯე­ლობ­და ე.წ. შუ­შის ხიდი და მი­ლე­ბი უხ­დე­ბა თუ არა ნა­რი­ყა­ლას. მე არ მე­გუ­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ქვეყ­ნის უდი­დე­სი და უავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლე­სი ეკ­ლე­სი­ის სა­პატ­რი­არ­ქოს და კა­თედ­რა­ლის გვერ­დით კა­ზი­ნო­ე­ბია გახ­სნი­ლი და ვნე­ბას აყო­ლი­ლი ხალ­ხი ირე­ვა. დღე­საც, როცა თბი­ლის­ში ვარ, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე რიგ­ში ჩამ­წკრი­ვე­ბულ სი­ონს, კა­ზი­ნოს, სა­პატ­რი­არ­ქოს და ისევ კა­ზი­ნოს ბა­რა­თაშ­ვი­ლის კუ­თხე­ში. ამის მომთმე­ნი ხალ­ხი, ჟურ­ნა­ლისტს უპი­რებს ერთი ხუმ­რო­ბის­თვის ცე­მას, სარ­წმუ­ნო­ე­ბა შეგ­ვი­ლა­ხაო.

P.S. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ვინ­მეს წმინ­და პეტ­რეს მო­ე­და­ნი რომ­ში და ზედ კა­ზი­ნო­ე­ბი?"

საბა ინცკირ­ვე­ლი, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპის­კო­პო­სი:"ჩემ­თვის, რო­გორც ქრის­ტი­ა­ნის­თვის, გა­საკ­ვი­რი არ არის ის რომ, მი­უ­ღე­ბე­ლია დამ­ცი­ნა­ვი და მკრე­ხე­ლუ­რი ფორ­მით იესუ ქრის­ტეს ხსე­ნე­ბა. არც ბა­ტო­ნი გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი ყო­ფი­ლა მი­სა­ღე­ბი და რო­გორც ქრის­ტი­ანს მქონ­და რე­აქ­ცი­აც. თუმ­ცა, შევ­თხოვ უფალს, რომ აპა­ტი­ოს მას. ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, იესუ ქრის­ტე არის სიყ­ვა­რუ­ლი და ის გა­პა­ტი­ებთ მაგ­რამ, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "ქრის­ტი­ა­ნო­ბის დამ­ცვე­ლე­ბი" არ გპა­ტი­ო­ბენ. აი, ეს არის ჩემ­თვის გა­საკ­ვი­რი. მინ­და გკი­თხოთ თქვენ ჩემო საყ­ვა­რელ­ნო?! არის თქვენ­თვის მი­სა­ღე­ბი დე­დის გი­ნე­ბა იესუ ქრის­ტეს სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბის შემ­დეგ?! ან მო­წო­დე­ბა რა­ი­მე სა­ხის ძა­ლა­დო­ბის­კენ?! განა ასე­თი საქ­ცი­ე­ლით არ შე­უ­რა­ცხყოფთ იესუ ქრის­ტეს სა­ხელს?! რო­დე­საც ეკი­თხე­ბი­ან იესუ ქრეს­ტეს, რით გვიც­ნო­ბენ ჩვენ რომ შენი მო­წა­ფე­ე­ბი ვართ? უფა­ლი მათ პა­სუ­ხობს, "სიყ­ვა­რუ­ლით!" ყვე­ლა­ზე მე­ტად რისი პრობ­ლე­მაც არის დღეს ეს არის ქრის­ტი­ა­ნო­ბა სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე; რაც ნიშ­ნავს, ღმერ­თის გა­რე­შე ყოფ­ნას. შემ­თხვე­ვით არ იყო წინა კვი­რას რო­დე­საც, მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ მრევლს სამ­გზის გა­ა­მე­ო­რე­ბი­ნა იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლის სი­ტყვე­ბი: "ღმერ­თი არის სიყ­ვა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი გა­დაგ­ვარ­ჩენს"! პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ბრძა­ნებს, "სიყ­ვა­რულ­მა დაჰ­ფა­როს სიმ­რავ­ლეი ცოდ­ვა­თა". მი­უ­ტე­ვეთ და გიყ­ვარ­დეთ ერ­თმა­ნე­თი! ქრის­ტეს მიერ სიყ­ვა­რუ­ლით, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპის­კო­პო­სი საბა (ინწკირ­ვე­ლი)".

დე­კა­ნო­ზი ილია ჭიღ­ლა­ძე:

"ბილ­წსი­ტყვა­ო­ბით და ძა­ლა­დო­ბით "და­ცუ­ლი" ქრის­ტე და ქრის­ტი­ა­ნო­ბა?! სა­დამ­დე და­მა­ხინჯდა ადა­მი­ან­თა სუ­ლე­ბი..."

მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი ან­დრია:

"ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სული და სიყ­ვა­რუ­ლი ისე მარ­ტი­ვად "ეწი­რე­ბა" ჩვენს შეგ­რძნე­ბებს, გა­საკ­ვი­რი არ არის იო­ლად შე­ვამ­ჩნი­ოთ რო­გორ დავ­ცილ­დით უფალს. არას­დროს იწ­ვევ­და გაკ­ვირ­ვე­ბა­სა და აჟი­ო­ტაჟს ქრის­ტი­ა­ნულ წრე­ში უფ­ლის უდი­ე­რად მოხ­სე­ნი­ე­ბა, პი­რი­ქით, მდევ­ნელ სავ­ლეს მო­უ­წო­და ღმერ­თმა და გა­ხა­და პავ­ლე, განა არ გვახ­სოვს? ჩვენ რო­გორ ვცდი­ლობთ და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნის მოქ­ცე­ვას? გი­ნე­ბით? გა­სა­ო­ცა­რია ქრის­ტი­ან­თა­გან უფრო უა­რე­სი უღ­მერ­თო­ბა, უსიყ­ვა­რუ­ლო­ბა, მორ­წმუ­ნის ბა­გი­დან ლან­ძღვი­სა და გი­ნე­ბის მოს­მე­ნა. უფალ­მა აუკ­რძა­ლა მსგავ­სი ქმე­დე­ბა და მკაც­რად უთხრა მო­ცი­ქულს "ჩა­ა­გე მახ­ვი­ლი ქარ­ქაშ­ში, რად­გა­ნაც ყვე­ლა, ვინც აი­ღებს მახ­ვილს, მახ­ვი­ლით­ვე და­ი­ღუ­პე­ბა" (მთ. 26.52). სიყ­ვა­რუ­ლი და ადა­მი­ა­ნის მოქ­ცე­ვის სურ­ვი­ლი უნდა იგ­რძნო­ბო­დეს ჩვენ­გან. მი­ვუ­თი­თოთ და არ ვა­გი­ნოთ. ეს უფრო გავს პი­რა­დი ინ­ტე­რე­სის ამოფრქვე­ვას. ქრის­ტე­ზე მე­ტად, გარ­წმუ­ნებთ, ჩვენს უღ­მერ­თო­ბას ეტ­კი­ნა!".

იე­რო­ნი­მე ქა­თა­მა­ძე, ათონ­ზე მოღ­ვა­წე ბერი:

ჩემი აზ­რით:

1) ბა­ტონ­მა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ, ნამ­დვი­ლად და­უშ­ვა შეც­დო­მა, როცა ირო­ნი­უ­ლად წარ­მოთ­ქვა გა­და­ცე­მა­ში, ის რაც თქვა, რად­გან მან წი­ნას­წარ იცო­და, რომ იესო ქრის­ტეს სა­ხე­ლი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არის ძალ­ზედ სენ­სი­ტი­უ­რი და მის და­მაკ­ნი­ნე­ბელ კონ­ტექ­სტში მოხ­სე­ნი­ე­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბო­და უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ამი­ტომ მი­ზან­მი­მარ­თულ პრო­ვო­კა­ცი­ულ გან­ცხა­დე­ბად მი­ვიჩ­ნევ მის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ სი­ტყვებს. ამი­ტომ მან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ი­ხა­დოს ბო­დი­ში სა­ჯა­როდ!

2) ის, რაც მო­ვის­მი­ნე და და­ვი­ნა­ხე, რუს­თა­ვი 2-ის შე­ნო­ბას­თან, არის მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა და ან­ტიქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ბრბო, რო­მელ­შიც ქრის­ტეს გარ­და ყვე­ლა­ფე­რი და­ვი­ნა­ხე. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ქრის­ტი­ან­მა ადა­მი­ან­მა, ამ მძი­მე მარ­ხვა­ში მე­ო­რე ადა­მი­ანს, თუნ­დაც ათე­ისტს და მტერს მი­ა­ყე­ნოს ამ დო­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მან­ქა­ნა­ში რომ არ მჯდა­რი­ყო ბა­ტო­ნი გა­ბუ­ნია, აუ­ცი­ლებ­ლად მოკ­ლავ­დნენ სი­ა­მოვ­ნე­ბით, მი­ნი­მუმ და­ა­სა­ხიჩ­რებ­დნენ...

3) მი­მაჩ­ნია, რომ ბა­ტო­ნი გა­ბუ­ნი­ას ნათ­ქვა­მი იმ­დე­ნად დიდი სიმ­ძი­მის სი­ტყვა არ იყო, რამ­დე­ნა­დაც ე.წ "ქრის­ტეს დამ­ცველ­თა" მიერ შე­ძა­ხი­ლე­ბი: "იესო ქრის­ტეს რო­გორ აყე­ნებ შე­უ­რა­ცხყო­ფას შენი დედა.....", "ქრის­ტეს რო­გორ ახ­სე­ნებ შე თე**ო" და ა.შ, ამის გა­გო­ნე­ბაც კი მზა­რავს...

4) ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნე­ბი ორ­მო­ცე­უ­ლის მარ­ხვის პრო­ცეს­ში არი­ან და ელო­დე­ბი­ან უფ­ლის აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს, სი­ნა­ნუ­ლით და სი­ხა­რუ­ლით.... რო­მელ იქ მყოფ ადა­მი­ან­ში ამო­ი­ცა­ნით მმარ­ხვე­ლი?!

5) გა­იჟ­ღე­რა სი­ტყვებ­მა, "ეს რომ მუს­ლი­მა­ნურ ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდა­რი­ყო, გა­ბუ­ნი­ას ჩა­მო­ახ­რჩობ­დნენ, ან ცო­ცხლად გა­ა­ტყა­ვებ­დნენ და ჩვენ რა­ტომ უნდა მო­ვით­მი­ნოთ"-ო.

ანუ გეს­მით თქვენ ეს სი­ტყვე­ბი რას ნიშ­ნავს?! ადა­მი­ა­ნებ­მა ისიც კი არ იცი­ან, რა­ტომ არ უნდა მოკ­ლან სხვა ადა­მი­ა­ნი... იმი­ტომ რომ იმ უფალს, რო­მელ­საც თით­ქოს თქვენ იცავთ, ნათ­ქვა­მი აქვს თქვენ­და­მი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ, რომ არა "კაც-ჰკლა"! თქვენ ვერ იაზ­რებთ, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბა არ არის ჯი­ჰა­დის­ტო­ბა?!

რომ გჭირ­დე­ბათ მუს­ლი­მებს ჰბა­ძავთ, მაგ­რამ მუს­ლი­მებს კი­ა­რა ჯი­ჰა­დის­ტებს და რომ გჭირ­დე­ბათ, ღო­რის თავს უკი­დებთ მუს­ლი­მებს მედ­რე­სე­ზე!

ღმერ­თმა შეგ­ვა­მეც­ნე­ბი­ნოს ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნო­ბა!"

მას შემ­დეგ რაც ბერ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი მარ­შის" წევ­რებ­მა სა­ლან­ძღა­ვი პოს­ტე­ბი მისი მი­სა­მარ­თი­თაც გა­ავ­რცე­ლეს:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"მანქანაში რომ არ მჯდარიყო გაბუნია, მოკლავდნენ სიამოვნებით" - როგორ ეხმაურებიან "ქართული მარშის" აქციას ქართველი სასულიერო პირები

"მანქანაში რომ არ მჯდარიყო გაბუნია, მოკლავდნენ სიამოვნებით" - როგორ ეხმაურებიან "ქართული მარშის" აქციას ქართველი სასულიერო პირები

გუშინ "რუსთავი 2"-ის შენობასთან, "ქართული მარშის" წევრების აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, დააზიანეს მანქანა, რომლითაც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გადაადგილდებოდა. ისინი წამყვანისა და არხის ხელმძღვანელობისგან გადაცემა P.S.-ში გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნული ტექსტით გიორგი გაბუნიამ შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს. მოგვიანებით "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ წამყვანის განცხადების გამო, არხის სახელით, ბოდიში მოიხადა.

განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ქართველი სასულიერო პირები ეხმაურებიან:

დეკანოზი თამაზ ლომიძე:"წესიერ საზოგადოებაში კაცთმოყვარე ადამიანის ვალია, არ შეურაცხყოს ის, რაც სხვა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ან წმინდაა. ეს მორწმუნესთვისაც ასეა და ურწმუნოსთვისაც. წესიერი კაცი უბრალოდ ასე უნდა იქცეოდეს.

სულერთია რას იხუმრებს, ღმერთის და ჭეშმარიტების შეურაცხყოფა შეუძლებელია. ჭეშმარიტება ყველაფრის მიღმაა.

ზოგიერთს ღმერთის დაცვის სურვილი უჩნდება. ადამიანს კი მხოლოდ საკუთარ თავში შეუძლია დაიცვას ღმერთი. როცა ქრისტეს შესაპყრობად, დასაცინად, საფურთხებლად, საცემად და მოსაკლავად მიუვარდნენ მისი შეურაცხმყოფელნი, მკაცრად გააფრთხილა მისი ხმალამოღებული დამცველი, არ გაბედოო ძალადობა. ნუთუ გგონია, თვითონ არ შემიძლია ვთხოვო ჩემს ზეციერ მამას და იმწამს გამომიგზავნის ანგელოზთა თორმეტ მებრძოლ ლეგიონს? მაგრამ, ასე უნდა მოხდეს, ასე უნდა აღსრულდეს საღვთო განგებულება. ასე იქნება მანამდე, სანამ მეორედ დიდებით მოვა უფალი და მაშინ განისჯება ყველა. მანამდე კი წყალობა ნებავს უფალს და არა მსხვერპლი...

...თუ მაინცდამაინც რწმენასთან შეუთავსებელ უტაქტობაზე გვინდა საუბარი, გეტყვით რა არის ჩემთვის არა თუ ხუმრობით ნათქვამი, არამედ რეალურად წარმოუდგენელი შეურაცხყოფა და უპატივცემულობა ქვეყნის ყველაზე დიდი და ტრადიციული სარწმუნოებისა. ამ საშინელების ფონზე მართლმადიდებელი ერი სერიოზულად მსჯელობდა ე.წ. შუშის ხიდი და მილები უხდება თუ არა ნარიყალას. მე არ მეგულება მსოფლიოში ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ქვეყნის უდიდესი და უავტორიტეტულესი ეკლესიის საპატრიარქოს და კათედრალის გვერდით კაზინოებია გახსნილი და ვნებას აყოლილი ხალხი ირევა. დღესაც, როცა თბილისში ვარ, გაოგნებული ვუყურებ ხოლმე რიგში ჩამწკრივებულ სიონს, კაზინოს, საპატრიარქოს და ისევ კაზინოს ბარათაშვილის კუთხეში. ამის მომთმენი ხალხი, ჟურნალისტს უპირებს ერთი ხუმრობისთვის ცემას, სარწმუნოება შეგვილახაო.

P.S. წარმოგიდგენიათ ვინმეს წმინდა პეტრეს მოედანი რომში და ზედ კაზინოები?"

საბა ინცკირველი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი:"ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, გასაკვირი არ არის ის რომ, მიუღებელია დამცინავი და მკრეხელური ფორმით იესუ ქრისტეს ხსენება. არც ბატონი გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული სიუჟეტი ყოფილა მისაღები და როგორც ქრისტიანს მქონდა რეაქციაც. თუმცა, შევთხოვ უფალს, რომ აპატიოს მას. ბატონო გიორგი, იესუ ქრისტე არის სიყვარული და ის გაპატიებთ მაგრამ, ეგრეთ წოდებული "ქრისტიანობის დამცველები" არ გპატიობენ. აი, ეს არის ჩემთვის გასაკვირი. მინდა გკითხოთ თქვენ ჩემო საყვარელნო?! არის თქვენთვის მისაღები დედის გინება იესუ ქრისტეს სახელის ხსენების შემდეგ?! ან მოწოდება რაიმე სახის ძალადობისკენ?! განა ასეთი საქციელით არ შეურაცხყოფთ იესუ ქრისტეს სახელს?! როდესაც ეკითხებიან იესუ ქრესტეს, რით გვიცნობენ ჩვენ რომ შენი მოწაფეები ვართ? უფალი მათ პასუხობს, "სიყვარულით!" ყველაზე მეტად რისი პრობლემაც არის დღეს ეს არის ქრისტიანობა სიყვარულის გარეშე; რაც ნიშნავს, ღმერთის გარეშე ყოფნას. შემთხვევით არ იყო წინა კვირას როდესაც, მისმა უწმინდესობამ მრევლს სამგზის გაამეორებინა იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები: "ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული გადაგვარჩენს"! პავლე მოციქული ბრძანებს, "სიყვარულმა დაჰფაროს სიმრავლეი ცოდვათა". მიუტევეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი! ქრისტეს მიერ სიყვარულით, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)".

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

"ბილწსიტყვაობით და ძალადობით "დაცული" ქრისტე და ქრისტიანობა?! სადამდე დამახინჯდა ადამიანთა სულები..."

მღვდელმონაზონი ანდრია:

"ქრისტიანული სული და სიყვარული ისე მარტივად "ეწირება" ჩვენს შეგრძნებებს, გასაკვირი არ არის იოლად შევამჩნიოთ როგორ დავცილდით უფალს. არასდროს იწვევდა გაკვირვებასა და აჟიოტაჟს ქრისტიანულ წრეში უფლის უდიერად მოხსენიება, პირიქით, მდევნელ სავლეს მოუწოდა ღმერთმა და გახადა პავლე, განა არ გვახსოვს? ჩვენ როგორ ვცდილობთ დაკარგული ადამიანის მოქცევას? გინებით? გასაოცარია ქრისტიანთაგან უფრო უარესი უღმერთობა, უსიყვარულობა, მორწმუნის ბაგიდან ლანძღვისა და გინების მოსმენა. უფალმა აუკრძალა მსგავსი ქმედება და მკაცრად უთხრა მოციქულს "ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება" (მთ. 26.52). სიყვარული და ადამიანის მოქცევის სურვილი უნდა იგრძნობოდეს ჩვენგან. მივუთითოთ და არ ვაგინოთ. ეს უფრო გავს პირადი ინტერესის ამოფრქვევას. ქრისტეზე მეტად, გარწმუნებთ, ჩვენს უღმერთობას ეტკინა!".

იერონიმე ქათამაძე, ათონზე მოღვაწე ბერი:

ჩემი აზრით:

1) ბატონმა გიორგი გაბუნიამ, ნამდვილად დაუშვა შეცდომა, როცა ირონიულად წარმოთქვა გადაცემაში, ის რაც თქვა, რადგან მან წინასწარ იცოდა, რომ იესო ქრისტეს სახელი ქართულ საზოგადოებაში არის ძალზედ სენსიტიური და მის დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიებას, აუცილებლად მოჰყვებოდა უარყოფითი დამოკიდებულება, ამიტომ მიზანმიმართულ პროვოკაციულ განცხადებად მივიჩნევ მის მიერ გაჟღერებულ სიტყვებს. ამიტომ მან აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში საჯაროდ!

2) ის, რაც მოვისმინე და დავინახე, რუსთავი 2-ის შენობასთან, არის მეორე უკიდურესობა და ანტიქრისტიანული ბრბო, რომელშიც ქრისტეს გარდა ყველაფერი დავინახე. როგორ შეიძლება ქრისტიანმა ადამიანმა, ამ მძიმე მარხვაში მეორე ადამიანს, თუნდაც ათეისტს და მტერს მიაყენოს ამ დონის შეურაცხყოფა და დარწმუნებული ვარ, მანქანაში რომ არ მჯდარიყო ბატონი გაბუნია, აუცილებლად მოკლავდნენ სიამოვნებით, მინიმუმ დაასახიჩრებდნენ...

3) მიმაჩნია, რომ ბატონი გაბუნიას ნათქვამი იმდენად დიდი სიმძიმის სიტყვა არ იყო, რამდენადაც ე.წ "ქრისტეს დამცველთა" მიერ შეძახილები: "იესო ქრისტეს როგორ აყენებ შეურაცხყოფას შენი დედა.....", "ქრისტეს როგორ ახსენებ შე თე**ო" და ა.შ, ამის გაგონებაც კი მზარავს...

4) ჭეშმარიტი ქრისტიანები ორმოცეულის მარხვის პროცესში არიან და ელოდებიან უფლის აღდგომის დღესასწაულს, სინანულით და სიხარულით.... რომელ იქ მყოფ ადამიანში ამოიცანით მმარხველი?!

5) გაიჟღერა სიტყვებმა, "ეს რომ მუსლიმანურ ქვეყანაში მომხდარიყო, გაბუნიას ჩამოახრჩობდნენ, ან ცოცხლად გაატყავებდნენ და ჩვენ რატომ უნდა მოვითმინოთ"-ო.

ანუ გესმით თქვენ ეს სიტყვები რას ნიშნავს?! ადამიანებმა ისიც კი არ იციან, რატომ არ უნდა მოკლან სხვა ადამიანი... იმიტომ რომ იმ უფალს, რომელსაც თითქოს თქვენ იცავთ, ნათქვამი აქვს თქვენდამი საუკუნეების წინ, რომ არა "კაც-ჰკლა"! თქვენ ვერ იაზრებთ, რომ ქრისტიანობა არ არის ჯიჰადისტობა?!

რომ გჭირდებათ მუსლიმებს ჰბაძავთ, მაგრამ მუსლიმებს კიარა ჯიჰადისტებს და რომ გჭირდებათ, ღორის თავს უკიდებთ მუსლიმებს მედრესეზე!

ღმერთმა შეგვამეცნებინოს ჭეშმარიტი ქრისტიანობა!"

მას შემდეგ რაც ბერმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა, მისი თქმით, "ქართული მარშის" წევრებმა სალანძღავი პოსტები მისი მისამართითაც გაავრცელეს:

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს