სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საყურეეებს მოგაძრობ... გადმოდი მანქანიდან" - "ქართული მარშის" წევრები გიორგი გაბუნიას შეძახილებითა და სიგნალებით მიუვარდნენ
"საყურეეებს მოგაძრობ... გადმოდი მანქანიდან" - "ქართული მარშის" წევრები გიორგი გაბუნიას შეძახილებითა და სიგნალებით მიუვარდნენ

”რუს­თა­ვი 2”-ის შე­ნო­ბას­თან, ”ქარ­თუ­ლი მარ­შის” წევ­რე­ბის აქ­ცი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვეს. არ­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. ასე­ვე და­ა­ზი­ა­ნეს მან­ქა­ნა, რომ­ლი­თაც ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი გა­ბუ­ნია გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

"შე, სა­ტა­ნა, სა­ყუ­რე­ე­ებს მო­გაძ­რობ... გად­მო­დი მან­ქა­ნი­დან, გად­მო­დი... ოჯახ­ში არ გა­ი­ზარ­დე?! ბო­დი­ში მო­ი­ხა­დე... შენ ვინ მოგ­ცა იე­სოს სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბის უფ­ლე­ბა?! ხალ­ხს ბო­დი­ში მო­უ­ხა­დე და სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ი­ქე­ცი" - მი­მარ­თავ­დნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ბუ­ნი­ას. აგ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბი­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, მან­ქა­ნას წიხ­ლებს ურტყამ­დნენ და აფურ­თხებ­დნენ. გა­ბუ­ნია მთე­ლი ამ დრო­ის მან­ძილ­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში იჯდა.

ნა­ხეთ ვი­დეო: გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას სი­ტყვა, რა­საც "რუს­თა­ვი 2"-თან "ქარ­თუ­ლი მარ­შის" და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას­გან, გუ­შინ გა­და­ცე­მა P.S-ში გა­ბუ­ნი­ას მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო ბო­დი­შის მოხ­დას მო­ი­თხო­ვენ. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­სტით გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის მრევლს.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ერ­თე­უ­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვით აქვთ შე­მო­სა­ზღვრუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის შე­სას­ვლე­ლი.

იხი­ლეთ: ხმა­უ­რი "რუს­თა­ვი 2"-ის შე­ნო­ბას­თან - "ქარ­თუ­ლი მარ­შის" წევ­რე­ბი P.S-ში გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბის გამო, ბო­დი­შის მოხ­დას მო­ი­თხო­ვენ

“ქარ­თულ­მა მარშმა” ტე­ლე­კომ­პა­ნია “რუს­თა­ვი 2”-თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას მიერ გუ­შინ ეთერ­ში გა­სულ ხუმ­რო­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. “მე ვფიქ­რობ, რომ იესო ქრის­ტემ სა­ში­ნე­ლი შეც­დო­მა და­უშ­ვა, რო­დე­საც 2000 წლის წინ ის­რა­ელ­ში მო­ვი­და. უნდა მო­სუ­ლი­ყო აჭა­რა­ში და ჯვარ­ზე ვე­ღარ გა­აკ­რავ­დნენ, რად­გან ხე აღარ იქ­ნე­ბო­და დარ­ჩე­ნი­ლი, რად­გან ბი­ძი­ნამ ყვე­ლა ხე თა­ვის ეზო­ში გა­დარ­გა”, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ აჭა­რა­ში ხე­ე­ბის მოჭ­რის ფაქ­ტზე სა­უბ­რი­სას.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"საყურეეებს მოგაძრობ... გადმოდი მანქანიდან" - "ქართული მარშის" წევრები გიორგი გაბუნიას შეძახილებითა და სიგნალებით მიუვარდნენ

"საყურეეებს მოგაძრობ... გადმოდი მანქანიდან" - "ქართული მარშის" წევრები გიორგი გაბუნიას შეძახილებითა და სიგნალებით მიუვარდნენ

”რუსთავი 2”-ის შენობასთან, ”ქართული მარშის” წევრების აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. არხის წარმომადგენლების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე დააზიანეს მანქანა, რომლითაც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გადაადგილდებოდა.

"შე, სატანა, საყურეეებს მოგაძრობ... გადმოდი მანქანიდან, გადმოდი... ოჯახში არ გაიზარდე?! ბოდიში მოიხადე... შენ ვინ მოგცა იესოს სახელის ხსენების უფლება?! ხალხს ბოდიში მოუხადე და საქართველოდან გაიქეცი" - მიმართავდნენ აქციის მონაწილეები გაბუნიას. აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეები, მანქანას წიხლებს ურტყამდნენ და აფურთხებდნენ. გაბუნია მთელი ამ დროის მანძილზე ავტომანქანაში იჯდა.

ნახეთ ვიდეო: გიორგი გაბუნიას სიტყვა, რასაც "რუსთავი 2"-თან "ქართული მარშის" დაპირისპირება მოჰყვა

აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიასგან, გუშინ გადაცემა P.S-ში გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნული ტექსტით გიორგი გაბუნიამ შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, სამართალდამცავებს ცოცხალი ჯაჭვით აქვთ შემოსაზღვრული ტელევიზიის შესასვლელი.

იხილეთ: ხმაური "რუსთავი 2"-ის შენობასთან - "ქართული მარშის" წევრები P.S-ში გაბუნიას განცხადების გამო, ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

“ქართულმა მარშმა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას მიერ გუშინ ეთერში გასულ ხუმრობას აპროტესტებენ. “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ