საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა ამჟამად გუდაურში გუშინდელი ინციდენტის შემდეგ - ფოტო და ვიდეოკადრები კურორტიდან
რა ვითარებაა ამჟამად გუდაურში გუშინდელი ინციდენტის შემდეგ - ფოტო და ვიდეოკადრები კურორტიდან

გუ­და­უ­რი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს ტუ­რის­ტე­ბის მი­ღე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად გუ­შინ­დე­ლი ინ­ცი­დენ­ტი­სა მათი უმე­ტე­სი ნა­წი­ლი კუ­რორტზე რჩე­ბა. ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა სა­თხი­ლა­მუ­რი ტრა­სა, გარ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ბა­გი­რო მო­ნაკ­ვე­თი­სა, ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. დი­ლი­დან იქ მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბი და მოყ­ვა­რუ­ლე­ბი სრი­ა­ლე­ბენ. ად­გილ­ზე არი­ან ასე­ვე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და შს სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

"პი­რა­დად მე ჩა­მო­ვი­ა­რე ყვე­ლა სას­ტუმ­რო, სა­დაც ტუ­რის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, შევ­ხვდი მათ, ავუხ­სე­ნი არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია და ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია აქვთ. ძა­ლი­ან სწო­რედ მი­უდ­გნენ ყვე­ლა­ფერს და არა­ნა­ი­რი პა­ნი­კის მსგავ­სი რამ არ ყო­ფი­ლა. სა­ღა­მოს სრი­ა­ლი საკ­მა­ოდ აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ყვე­ლა ტრა­სა­ზე იმ ერთი ტრა­სის გარ­და, რო­მე­ლიც მომ­ხდა­რის გამო დავ­კე­ტეთ", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ - გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ლე­ვან ზა­უ­ტაშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დე­ო­კად­რე­ბი

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გუ­და­ურ­ში დღეს კომ­პა­ნია "დო­პელ­მა­ი­ე­რის" გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან და სი­ტუ­ა­ცი­ას ად­გილ­ზე გა­ეც­ნო­ბი­ან. "დო­პელ­მა­ი­ე­რი" ის კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­მაც უზ­რუნ­ველ­ყო გუ­და­ურ­ში სა­ბა­გი­როს მშე­ნებ­ლო­ბა, რაც გუ­შინ მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და და შე­დე­გად 11 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას უკავ­შირ­დე­ბა მეს­ტია-ჰაწ­ვა­ლის ახა­ლი სა­ბა­გი­როს მშე­ნებ­ლო­ბაც, რო­მე­ლიც 2017 წლის ზა­ფხულ­ში და­ი­წყო. ავ­სტრი­უ­ლი კომ­პა­ნია მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ წამ­ყვან კომ­პა­ნი­ა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი.

16 მარტს გუ­და­ურ­ში, სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე სა­ბა­გი­როს ავა­რი­უ­ლად გა­ჩე­რე­ბის გამო 11 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. მათ შო­რის არი­ან რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე უკ­რა­ი­ნის, რუ­სე­თი­სა და შვე­დე­თის მო­ქალ­ქე­ე­ბი. მათ, სხვა­დას­ხვა სა­ზის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი, მათ შო­რის ორ­სუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც შვე­დე­თის მო­ქა­ლა­ქეა, სამ­კურ­ნა­ლოდ თბი­ლის­ში რე­ა­ნო­მო­ბი­ლე­ბით და ვერ­ტმფრე­ნით გად­მო­იყ­ვა­ნეს.ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 275-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც რკი­ნიგ­ზის, წყლის, სა­ჰა­ე­რო ან სა­ბა­გი­რო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

00:00 / 00:00

რა ვითარებაა ამჟამად გუდაურში გუშინდელი ინციდენტის შემდეგ - ფოტო და ვიდეოკადრები კურორტიდან

რა ვითარებაა ამჟამად გუდაურში გუშინდელი ინციდენტის შემდეგ - ფოტო და ვიდეოკადრები კურორტიდან

გუდაური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ტურისტების მიღებას. მიუხედავად გუშინდელი ინციდენტისა მათი უმეტესი ნაწილი კურორტზე რჩება. ამ დროისთვის ყველა სათხილამური ტრასა, გარდა დაზიანებული საბაგირო მონაკვეთისა, ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. დილიდან იქ მოთხილამურეები და მოყვარულები სრიალებენ. ადგილზე არიან ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და შს სამინისტროს წარმომადგენლები.

"პირადად მე ჩამოვიარე ყველა სასტუმრო, სადაც ტურისტები იმყოფებიან, შევხვდი მათ, ავუხსენი არსებული სიტუაცია და ადეკვატური რეაქცია აქვთ. ძალიან სწორედ მიუდგნენ ყველაფერს და არანაირი პანიკის მსგავსი რამ არ ყოფილა. საღამოს სრიალი საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ყველა ტრასაზე იმ ერთი ტრასის გარდა, რომელიც მომხდარის გამო დავკეტეთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა.

ნახეთ ვიდეოკადრები

როგორც ცნობილია, გუდაურში დღეს კომპანია "დოპელმაიერის" გაემგზავრებიან და სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან. "დოპელმაიერი" ის კომპანიაა, რომელმაც უზრუნველყო გუდაურში საბაგიროს მშენებლობა, რაც გუშინ მწყობრიდან გამოვიდა და შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ კომპანიას უკავშირდება მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობაც, რომელიც 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. ავსტრიული კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიადაა მიჩნეული.

16 მარტს გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, რუსეთისა და შვედეთის მოქალქეები. მათ, სხვადასხვა საზის დაზიანებები აღენიშნებათ. დაშავებულები, მათ შორის ორსული ქალბატონი, რომელიც შვედეთის მოქალაქეა, სამკურნალოდ თბილისში რეანომობილებით და ვერტმფრენით გადმოიყვანეს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ