მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს რუსული მედია რუსულ-ბრიტანულ დაპირისპირებაზე
რას წერს რუსული მედია რუსულ-ბრიტანულ დაპირისპირებაზე

მას შემ­დეგ, რაც ბრი­ტა­ნე­თის ქა­ლაქ სოლსბე­რი­ში რუ­სე­თის არ­მი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის დაზ­ვერ­ვის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ოფიც­რის, სერ­გეი სკრი­პა­ლის მო­წამ­ვლის საქ­მე­ში მოს­კო­ვი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მო­ი­თხო­ვა, 23 რუსი დიპ­ლო­მა­ტი ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვონ... ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბით ყო­ფი­ლი რუსი ოფიც­რის მო­წამ­ვლა, სა­ვა­რა­უ­დოდ კრემ­ლის მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი.

მა­ნამ­დე, ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა და ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ­მა ტე­რე­ზა მეიმ რუ­სე­თის­გან მო­ი­თხო­ვეს გა­ე­ცა პა­სუ­ხი, თუ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. "რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის" წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თობ­ლივ ქმე­დე­ბა­ზე საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნიც და­თან­ხმდა.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა სკრი­პა­ლის მო­წამ­ვლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ "ლონ­დო­ნი პო­ლი­ტი­კურ თა­მა­შებ­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მი­სი­ვე თქმით, - “მოს­კოვ­მა ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის მა­რა­გი გა­ა­ნად­გუ­რა და ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის აკ­რძალ­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტე­ბიც აქვს”.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის ქრო­ნო­ლო­გი­აა ნაჩ­ვე­ნე­ბი, მათ შო­რის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოც. “რუ­სე­თი ღია და აშ­კა­რა უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას ავ­ლენს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მი­მართ” - ნათ­ქვა­მია ვი­დე­ორ­გოლ­ში.

ლონ­დონ­სა და მოს­კოვს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­წვა­ვე­ბას რუ­სუ­ლი მე­დია ეხ­მა­უ­რე­ბა. Ведомости-ის ცნო­ბით, - ბრი­ტა­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სერ­გეი სკრი­პა­ლი რუ­სეთ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ე.წ. სამ­ხედ­რო სა­წამ­ლა­ვით მო­წამ­ლეს. კრემ­ლის ქმე­დე­ბას, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, შე­საძ­ლოა სხვა­დას­ხვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ნე­ბე­ბი მოჰ­ყვეს, მათ შო­რის, - ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბო­ი­კო­ტი, რო­მე­ლიც ამ ზა­ფხულს, რუ­სეთ­ში უნდა ჩა­ტარ­დეს.

რუსი მა­ღალ­ჩი­ოს­ნე­ბი­სა და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის მი­მართ, ისე­თი­ვე სა­ხის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა, რო­გორც ეს თა­ვის დრო­ზე ამე­რი­კამ გა­ა­კე­თა; ასე­ვე, ქვეყ­ნი­დან რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბი­სა და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის გა­ძე­ვე­ბა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის, შე­საძ­ლოა, ლონ­დონ­სა და მოს­კოვს შო­რის ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო გამ­წვავ­დეს...

გა­ზეთ Коммерсант-ის თქმით, - ბრი­ტა­ნეთ­ში რუ­სე­თის ელჩს ალექ­სან­დრ ია­კო­ვენ­კოს, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­ი­ბა­რეს, ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნეს, - სამ­შა­ბა­თამ­დე რუ­სეთ­მა გან­მარ­ტოს, თუ რა­ტომ გა­მო­ი­ყე­ნა მომ­წამ­ვლე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა “სამ­ხედ­რო ხა­რის­ხის ნერ­ვუ­ლი აგენ­ტი” რუ­სე­თის ყო­ფი­ლი ორ­მა­გი აგენ­ტი­სა და მისი ქა­ლიშ­ვი­ლის მო­სა­წამ­ლად... წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ბრი­ტა­ნე­თი გა­ნი­ხი­ლავს ამ თავ­დას­ხმას, რო­გორც “რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ბრი­ტა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბას”.

მარ­თა­ლია, ტე­რე­ზა მეის არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია რუ­სე­თის­გან პა­სუ­ხის მი­უ­ღებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბრი­ტა­ნე­თი რა კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით უპა­სუ­ხებს, თუმ­ცა, გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტია, რომ “ლონ­დო­ნი უფრო შორს აპი­რებს წას­ვლას”.

ბრი­ტა­ნე­ლი და რუსი ექ­სპერ­ტე­ბი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ იმა­ზე, რომ რუ­სეთ­მა 2006 წელს, ალექ­სან­დრე ლიტ­ვი­ვენ­კოს მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა, ახ­ლაც გა­ი­მე­ო­რა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა სწო­რედ ФСБ-ს ყო­ფი­ლი ოფიც­რის მო­წამ­ვლის შემ­დეგ და­ი­ძა­ბა.

ლონ­დო­ნის სა­მე­ფო კო­ლე­ჯის პრო­ფე­სო­რის, დო­მი­ტი­ლა საგ­რა­მო­ზოს შე­ფა­სე­ბით: "შე­საძ­ლოა, 12-წლი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტი, ამ­ჟა­მად ახა­ლი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დეს. სკრი­პა­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ვერ შეძ­ლეს თა­ვი­ანთ აგენტს გაფრ­თხი­ლე­ბოდ­ნენ...” - წერს საგ­რა­მო­ზო.

“რო­გორც ჩანს, ინ­გლი­სე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ბოლო, ვინც რუ­სეთს ოდეს­მე შე­უ­რიგ­დე­ბა. ტე­რე­ზა მეის გან­ცხა­დე­ბა - მოს­კო­ვის­თვის ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ, ნიშ­ნავს, რომ ლონ­დო­ნი მზად არის ნე­ბის­მი­ე­რი იმ ქმე­დე­ბის­თვის, რო­მელ­საც მას და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი და­უ­ჭე­რენ მხარს... ამ ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა­ზე უა­რეს სცე­ნა­რად შე­იძ­ლე­ბა ასე წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, - შე­საძ­ლოა, ამე­რი­კა, რო­მე­ლიც ახლა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­სავ­ლეთ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა შეც­ვა­ლოს” - წერს ლონ­დონ­ში რუ­სე­თის ყო­ფი­ლი ელჩი ანა­ტო­ლი ადა­მი­ში­ნი.

რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რუ­სეთ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღე­ში - 18 მარტს უნდა ჩა­ტარ­დეს? სა­მო­ქა­ლა­ქო ინი­ცი­ა­ტი­ვის კო­მი­ტე­ტის ექ­სპერ­ტი, არ­კა­დი ლუ­ბა­რე­ვა მი­იჩ­ნევს, რომ “ქვეყ­ნის გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე კამ­პა­ნია ამომ­რჩევ­ლის კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია... საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბამ­დე, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ჰქონ­და და­ვა­ლე­ბა, მი­ეღ­წია იმის­თვის, რომ ლი­დე­რი ამორ­ჩევ­ლის თვალ­ში ყვე­ლა­ზე მკვეთრ ფი­გუ­რად წარ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო...”

ასე­ვე ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის თვალ­ში, ქვეყ­ნის გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი სა­გა­რეო და­ძა­ბუ­ლო­ბა ყო­ველ­თვის პუ­ტი­ნის წის­ქვილ­ზე ას­ხამ­და წყალს... თუმ­ცა, ახლა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სი­ტუ­ა­ცია ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია - შე­საძ­ლოა, ამ შემ­თხვე­ვამ, მისი პო­პუ­ლა­რო­ბა არ გა­ზარ­დოს, პი­რი­ქით, - რე­ი­ტინ­გი და­ე­ცეს კი­დეც, რად­გან სან­ქცი­ე­ბის ძალა კარ­გა ხა­ნია რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბამ იგ­რძნო...”

Ведомости-ის ცნო­ბით, შე­საძ­ლოა, სა­ხელ­მწი­ფო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა კი­დევ უფრო შემ­ცირ­დეს. ამის შე­სა­ხებ უკვე გა­ნა­ცხა­და პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა იგორ შუ­ვა­ლოვ­მა. მი­სი­ვე თქმით, და­ბა­ლი რგო­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბოლო დროს ძა­ლი­ან და­ბალ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღე­ბენ, რო­გორც კი გარ­კვე­ულ კავ­ში­რებს მო­ი­პო­ვე­ბენ და უკე­თეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღე­ბენ, მა­შინ­ვე სხვა სამ­სა­ხურ­ში, ან სუ­ლაც სხვა ქვე­ყა­ნა­ში გარ­ბი­ან...

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სან­ქცი­ე­ბის ახალ­მა ეტაპ­მა, რო­მელ­ზეც უკვე სა­უბ­რო­ბენ და­სავ­ლეთ­ში, შე­საძ­ლოა, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უარ­ყო­ფით ძვრე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს, თუ პუ­ტი­ნი, უკვე თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის მეთ­ვრა­მე­ტე წელს, რამე ახალ, ან სუ­ლაც კარ­გად და­ვი­წყე­ბულ ძველ მე­თოდს არ და­უ­პი­რის­პი­რებს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

რას წერს რუსული მედია რუსულ-ბრიტანულ დაპირისპირებაზე

რას წერს რუსული მედია რუსულ-ბრიტანულ დაპირისპირებაზე

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის არმიის გენერალური შტაბის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში მოსკოვი დაადანაშაულეს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოითხოვა, 23 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევონ... ბრიტანეთის ხელისუფლების მოსაზრებით ყოფილი რუსი ოფიცრის მოწამვლა, სავარაუდოდ კრემლის მიერ იყო ორგანიზებული.

მანამდე, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ რუსეთისგან მოითხოვეს გაეცა პასუხი, თუ როგორ აღმოჩნდა საშიში ნივთიერება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე. "რუსული აგრესიის" წინააღმდეგ ერთობლივ ქმედებაზე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც დათანხმდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებული ბრალდებების საპასუხოდ "ლონდონი პოლიტიკურ თამაშებში" დაადანაშაულა. მისივე თქმით, - “მოსკოვმა ქიმიური იარაღის მარაგი გაანადგურა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას ამის შესახებ დოკუმენტებიც აქვს”.

მოგვიანებით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის აგრესიის ამსახველი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის მიერ განხორცილებული აგრესიის ქრონოლოგიაა ნაჩვენები, მათ შორის მოხსენიებულია საქართველოც. “რუსეთი ღია და აშკარა უპატივცემულობას ავლენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ” - ნათქვამია ვიდეორგოლში.

ლონდონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გამწვავებას რუსული მედია ეხმაურება. Ведомости-ის ცნობით, - ბრიტანელი მაღალჩინოსნების განცხადებით, სერგეი სკრიპალი რუსეთში დამზადებული ე.წ. სამხედრო საწამლავით მოწამლეს. კრემლის ქმედებას, პროტესტის ნიშნად, შესაძლოა სხვადასხვა სახის ღონისძინებები მოჰყვეს, მათ შორის, - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტი, რომელიც ამ ზაფხულს, რუსეთში უნდა ჩატარდეს.

რუსი მაღალჩიოსნებისა და ბიზნესმენების მიმართ, ისეთივე სახის სანქციების დაწესება, როგორც ეს თავის დროზე ამერიკამ გააკეთა; ასევე, ქვეყნიდან რუსი დიპლომატებისა და რუსეთის მოქალაქეების გარკვეული კატეგორიის გაძევება. გამოცემის ცნობით, ეს ყველაფერი არ არის, შესაძლოა, ლონდონსა და მოსკოვს შორის ვითარება კიდევ უფრო გამწვავდეს...

გაზეთ Коммерсант-ის თქმით, - ბრიტანეთში რუსეთის ელჩს ალექსანდრ იაკოვენკოს, რომელიც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, ულტიმატუმი წაუყენეს, - სამშაბათამდე რუსეთმა განმარტოს, თუ რატომ გამოიყენა მომწამვლელი საშუალება “სამხედრო ხარისხის ნერვული აგენტი” რუსეთის ყოფილი ორმაგი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოსაწამლად... წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრიტანეთი განიხილავს ამ თავდასხმას, როგორც “რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბრიტანეთის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებას”.

მართალია, ტერეზა მეის არ დაუკონკრეტებია რუსეთისგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, ბრიტანეთი რა კონკრეტული ქმედებებით უპასუხებს, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ფაქტია, რომ “ლონდონი უფრო შორს აპირებს წასვლას”.

ბრიტანელი და რუსი ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ რუსეთმა 2006 წელს, ალექსანდრე ლიტვივენკოს მიმართ ჩადენილი ქმედება, ახლაც გაიმეორა, მიუხედავად იმისა, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა სწორედ ФСБ-ს ყოფილი ოფიცრის მოწამვლის შემდეგ დაიძაბა.

ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორის, დომიტილა საგრამოზოს შეფასებით: "შესაძლოა, 12-წლიანი კონფლიქტი, ამჟამად ახალი სცენარით განვითარდეს. სკრიპალის შემთხვევაში, მრჩება შთაბეჭდილება, რომ სპეცსამსახურებმა ვერ შეძლეს თავიანთ აგენტს გაფრთხილებოდნენ...” - წერს საგრამოზო.

“როგორც ჩანს, ინგლისელები იქნებიან ბოლო, ვინც რუსეთს ოდესმე შეურიგდება. ტერეზა მეის განცხადება - მოსკოვისთვის ულტიმატუმი წაყენების შესახებ, ნიშნავს, რომ ლონდონი მზად არის ნებისმიერი იმ ქმედებისთვის, რომელსაც მას დასავლელი პარტნიორები დაუჭერენ მხარს... ამ ვითარების ყველაზე უარეს სცენარად შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ, - შესაძლოა, ამერიკა, რომელიც ახლა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთში ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, დიდმა ბრიტანეთმა შეცვალოს” - წერს ლონდონში რუსეთის ყოფილი ელჩი ანატოლი ადამიშინი.

როგორ აისახება ეს ყველაფერი, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც რამდენიმე დღეში - 18 მარტს უნდა ჩატარდეს? სამოქალაქო ინიციატივის კომიტეტის ექსპერტი, არკადი ლუბარევა მიიჩნევს, რომ “ქვეყნის გარეთ მიმდინარე კამპანია ამომრჩევლის კონკრეტული მოთხოვნებისგან განსხვავებულია... საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდა დავალება, მიეღწია იმისთვის, რომ ლიდერი ამორჩევლის თვალში ყველაზე მკვეთრ ფიგურად წარმოჩენილიყო...”

ასევე ექსპერტების შეფასებით, რუსეთის მოსახლეობის თვალში, ქვეყნის გარეთ არსებული საგარეო დაძაბულობა ყოველთვის პუტინის წისქვილზე ასხამდა წყალს... თუმცა, ახლა შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია - შესაძლოა, ამ შემთხვევამ, მისი პოპულარობა არ გაზარდოს, პირიქით, - რეიტინგი დაეცეს კიდეც, რადგან სანქციების ძალა კარგა ხანია რუსეთის მოსახლეობამ იგრძნო...”

Ведомости-ის ცნობით, შესაძლოა, სახელმწიფო მოსამსახურეების ანაზღაურება კიდევ უფრო შემცირდეს. ამის შესახებ უკვე განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა. მისივე თქმით, დაბალი რგოლის თანამშრომლები, რომლებიც ბოლო დროს ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებენ, როგორც კი გარკვეულ კავშირებს მოიპოვებენ და უკეთეს შემოთავაზებას მიიღებენ, მაშინვე სხვა სამსახურში, ან სულაც სხვა ქვეყანაში გარბიან...

რუსული მედიის ინფორმაციით, სანქციების ახალმა ეტაპმა, რომელზეც უკვე საუბრობენ დასავლეთში, შესაძლოა, მოსახლეობაში უარყოფით ძვრები გამოიწვიოს, თუ პუტინი, უკვე თავისი მმართველობის მეთვრამეტე წელს, რამე ახალ, ან სულაც კარგად დავიწყებულ ძველ მეთოდს არ დაუპირისპირებს...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე