ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამ დროის მონაცემებით, 4 რეისი ვერ სრულდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, გაუქმებულია Scat Airlines რეისი, რომელიც ფრენას აქტაუ-თბილისი-აქტაუს მიმართულებით ასრულებდა. ასევე, რეისი გააუქმა Turkish Airlaines-მა, რომელიც რეისს გოგჩენი-თბილისის მიმართულებით გეგმავდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაგივრად აქტაუში გადამისამართდა Air Astana-ს რეისი, რომელიც ფრენას ალმაატადან ახორციელებდა, ხოლო აშხაბადში დაფრინდა china southern airlines - ის რეისი, რომელიც ფრენას ურუმჩიდან ასრულებდა.
ფრენები განრიგის მიხედვით ხორციელდება ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.