მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომენტარს აკეთებენ პროკურატურაში მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაციის დროს აღმოჩენილი ხელყუმბარაზე
რა კომენტარს აკეთებენ პროკურატურაში მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაციის დროს აღმოჩენილი ხელყუმბარაზე

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ის დროს აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხელ­ყუმ­ბა­რა ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შეა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­დეს.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­მარ­ტე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზის ფარ­გლებ­ში, ექ­სპერ­ტე­ბის მიერ მოხ­და ხელ­ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბა და დად­გინ­და, რომ ამო­ღე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო მა­სა­ლა იყო ვარ­გი­სი.

„გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ის დროს აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხელ­ყუმ­ბა­რა ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შეა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. მიმ­დი­ნა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, აღ­ნიშ­ნულ ხელ­ყუმ­ბა­რა­ზე თავ­და­პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი (გე­ნე­ტი­კუ­რი, სე­რო­ლო­გი­უ­რი) ექ­სპერ­ტი­ზა, ხოლო შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა და ჩა­ტარ­და ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, რათა დად­გე­ნი­ლი­ყო მისი ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ფარ­გლებ­ში, ექ­სპერ­ტე­ბის მიერ მოხ­და ხელ­ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბა და დად­გინ­და, რომ ამო­ღე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო მა­სა­ლა იყო ვარ­გი­სი. სწო­რედ ამ მე­თო­დი­კით ტარ­დე­ბა ხელ­ყუმ­ბა­რის და სხვა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით და­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა და თუ არ მოხ­და მისი მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნა, ფი­ზი­კუ­რად ვერ დად­გინ­დე­ბა საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, თით­ქოს ოჯა­ხის მიერ მოწ­ვე­ულ ექ­სპერტს მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად არ მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო აღ­ნიშ­ნულ ექ­სპერ­ტი­ზა­ში, გან­ვმარ­ტავთ, რომ ად­ვო­კა­ტებ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით მო­მარ­თეს 2018 წლის 23 იან­ვარს, ხოლო ხელ­ყუმ­ბა­რა­ზე ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და 19 იან­ვარს. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­კუ­რა­ტუ­რა მოკ­ლე­ბუ­ლი იყო შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა ად­ვო­კა­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, მო­მარ­თვის შემ­დეგ კი ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ყვე­ლა ექ­სპერ­ტი­ზა­ში და აქვთ სრუ­ლი წვდო­მა საქ­მის მა­სა­ლებ­ზე. საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა ამო­წურ­ვის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­დე­ბა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია.

ხელ­ყუმ­ბა­რა, რომ­ლის გა­მოც თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს ეს­რო­ლეს, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ხელ­ყუმ­ბა­რა თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე, 19 იან­ვარს გა­ა­ნად­გუ­რეს და შე­სა­ბა­მი­სად, მისი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერ­ტებს არ ექ­ნე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

რა კომენტარს აკეთებენ პროკურატურაში მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაციის დროს აღმოჩენილი ხელყუმბარაზე

რა კომენტარს აკეთებენ პროკურატურაში მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაციის დროს აღმოჩენილი ხელყუმბარაზე

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების ოპერაციის დროს აღმოჩენილი ხელყუმბარა ექსპერტიზის ჩატარების გარეშეა განადგურებული, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში, თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადეს.

მთავარი პროკურატურის განმარტებით, ექსპერტიზის ფარგლებში, ექსპერტების მიერ მოხდა ხელყუმბარის აფეთქება და დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა იყო ვარგისი.

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების ოპერაციის დროს აღმოჩენილი ხელყუმბარა ექსპერტიზის ჩატარების გარეშეა განადგურებული, არ შეესაბამება სიმართლეს. მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, აღნიშნულ ხელყუმბარაზე თავდაპირველად ჩატარდა ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზა, ხოლო შემდეგ დაინიშნა და ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა, რათა დადგენილიყო მისი ვარგისიანობა. სწორედ აღნიშნული ექსპერტიზის ფარგლებში, ექსპერტების მიერ მოხდა ხელყუმბარის აფეთქება და დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა იყო ვარგისი. სწორედ ამ მეთოდიკით ტარდება ხელყუმბარის და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის ვარგისიანობის დადგენის მიზნით დანიშნული ექსპერტიზა და თუ არ მოხდა მისი მოქმედებაში მოყვანა, ფიზიკურად ვერ დადგინდება საბრძოლო მასალის ვარგისიანობა. რაც შეეხება საკითხს, თითქოს ოჯახის მიერ მოწვეულ ექსპერტს მოთხოვნის მიუხედავად არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო აღნიშნულ ექსპერტიზაში, განვმარტავთ, რომ ადვოკატებმა პროკურატურას აღნიშნული განცხადებით მომართეს 2018 წლის 23 იანვარს, ხოლო ხელყუმბარაზე ექსპერტიზა ჩატარდა 19 იანვარს. შესაბამისად, პროკურატურა მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა ადვოკატის შუამდგომლობა, მომართვის შემდეგ კი ოჯახის ინტერესების დამცველები მონაწილეობენ ყველა ექსპერტიზაში და აქვთ სრული წვდომა საქმის მასალებზე. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა ამოწურვის შემდეგ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია.

ხელყუმბარა, რომლის გამოც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლეს, განადგურებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებიდან მალევე, 19 იანვარს გაანადგურეს და შესაბამისად, მისი დათვალიერების საშუალება დამოუკიდებელ ექსპერტებს არ ექნებათ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს