პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი: "ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას..."
პატრიარქი: "ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას..."

"დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰგავს და­გო­რე­ბულ ლოდს, ქვას, მთი­დან რომ და­გორ­დე­ბა და ვე­ღარ გა­ა­ჩე­რებ, აი, ამას ჰგავს" - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ის სამ­ღვდე­ლო­ე­ბა­სა და ფსი­ქო­ლო­გებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

პატ­რი­არ­ქის თქმით, სურს, რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა კი­დევ მო­ა­წყონ და იმ­სჯე­ლონ, „რო­გორ ვუშ­ვე­ლოთ ხალ­ხს“.

“თქვენ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ უარ­ყო­ფი­თი ამ­ბე­ბი მო­დის, ხდე­ბა ნე­გა­ტუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი. ახალ­გაზ­რდო­ბა არის ჩაბ­მუ­ლი ამა­ში. სი­ძულ­ვი­ლი რით აიხ­სნე­ბა? - ზო­გი­ერ­თი ფიქ­რობს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა მძი­მე, მაგ­რამ მე ვფიქ­რობ, რომ რა­ღაც უფრო მე­ტია, უფრო ძლი­ე­რი. ბიბ­ლი­ა­ში წე­რია, რომ ბოლო დროს, იესო ქრის­ტეს მე­ო­რედ მოს­ვლის წინ, ბო­რო­ტი სული, ეშ­მა­კი გა­აძ­ლი­ე­რებს თა­ვის ზე­გავ­ლე­ნას. რა თქმა უნდა, თვი­თონ ადა­მი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. თუ ადა­მი­ანს არ უნდა და სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს, ეშ­მა­კი ვე­რა­ფერს და­აკ­ლებს და მე მინ­და, რომ რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა მო­ვა­წყოთ და ვიმ­სჯე­ლოთ, რო­გორ ვუშ­ვე­ლოთ ხალ­ხს.

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნდა გაძ­ლი­ერ­დეს ჩვე­ნი ლოც­ვა და გთხოვთ ფსი­ქო­ლო­გებს, რომ გა­მოთ­ქვათ თქვე­ნი აზრი ამის შე­სა­ხებ. მე ხან­და­ხან ისე­თი აზ­რიც კი მე­ბა­დე­ბა, რომ აღარ ეშ­ვე­ლე­ბა ქვე­ყა­ნას. ეს ჰგავს და­გო­რე­ბულ ლოდს, ქვას, აი, მთი­დან რომ და­გორ­დე­ბა და ვე­ღარ გა­ა­ჩე­რებ, აი, ამას ჰგავს დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. მე მინ­და, რომ მოხ­სე­ნე­ბა კი არ იყოს ჩვე­ნი ფსი­ქო­ლო­გე­ბის, აი, სა­უ­ბა­რი გა­ი­მარ­თოს. აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თქვენც უნდა მი­ი­ღოთ, მეც და სხვებ­მაც. ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ გა­მოვსწორ­დეთ“, - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა შეხ­ვედ­რის და­სა­წყის­ში.

პატ­რი­არ­ქმა და მე­უ­ფე შიომ ახალ­გაზ­რდებ­ში მო­მა­ტე­ბულ აგ­რე­სი­ის სა­კი­თხებ­ზე მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ის სამ­ღვდე­ლო­ე­ბა­სა და ფსი­ქო­ლო­გებ­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის პრობ­ლე­მებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ მო­ის­მი­ნა გა­მომ­სვლელ­თა აზ­რე­ბი, რა ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს ახალ­გაზ­რდებ­ში მო­მა­ტე­ბულ აგ­რე­სი­ას. პრობ­ლე­მებს შო­რის და­სა­ხელ­და აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მა, მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ფონი, გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და სხვა.

შეხ­ვედ­რა სა­პატ­რი­არ­ქო­ში გუ­შინ გა­ი­მარ­თა. ფსი­ქო­ლო­გებ­თან შეხ­ვედ­რის ჩა­ნა­წერს სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზია ”ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა” ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

პატრიარქი: "ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას..."

პატრიარქი: "ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას..."

"დღევანდელი მდგომარეობა ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, სურს, რამდენიმე შეხვედრა კიდევ მოაწყონ და იმსჯელონ, „როგორ ვუშველოთ ხალხს“.

“თქვენ მოგეხსენებათ, რომ უარყოფითი ამბები მოდის, ხდება ნეგატური მოვლენები. ახალგაზრდობა არის ჩაბმული ამაში. სიძულვილი რით აიხსნება? - ზოგიერთი ფიქრობს, რომ სოციალური მდგომარეობაა მძიმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც უფრო მეტია, უფრო ძლიერი. ბიბლიაში წერია, რომ ბოლო დროს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი სული, ეშმაკი გააძლიერებს თავის ზეგავლენას. რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანის მონაწილეობით. თუ ადამიანს არ უნდა და სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ეშმაკი ვერაფერს დააკლებს და მე მინდა, რომ რამდენიმე შეხვედრა მოვაწყოთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშველოთ ხალხს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა და გთხოვთ ფსიქოლოგებს, რომ გამოთქვათ თქვენი აზრი ამის შესახებ. მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა. მე მინდა, რომ მოხსენება კი არ იყოს ჩვენი ფსიქოლოგების, აი, საუბარი გაიმართოს. აქტიური მონაწილეობა თქვენც უნდა მიიღოთ, მეც და სხვებმაც. ღმერთმა ინებოს, რომ გამოვსწორდეთ“, - აღნიშნა პატრიარქმა შეხვედრის დასაწყისში.

პატრიარქმა და მეუფე შიომ ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიის საკითხებზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრა გამართეს.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს. მათივე ცნობით, მისმა უწმინდესობამ მოისმინა გამომსვლელთა აზრები, რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიას. პრობლემებს შორის დასახელდა აღზრდისა და განათლების პრობლემა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, გაუფასურებული ღირებულებები და სხვა.

შეხვედრა საპატრიარქოში გუშინ გაიმართა. ფსიქოლოგებთან შეხვედრის ჩანაწერს საპატრიარქოს ტელევიზია ”ერთსულოვნება” ავრცელებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ