მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძის მანქანა "სითი პარკის" ამკრძალავ ნიშანთან
კახა კალაძის მანქანა "სითი პარკის" ამკრძალავ ნიშანთან

თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის წინ მდე­ბა­რე ქუ­თა­თე­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე გზის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა.

კა­ლა­ძე მე­რი­ა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და და ის ქუ­თა­თე­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ვი­და. დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნა შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე, „სითი პარ­კის“ ამ­კრძა­ლავ ნი­შან­თან გა­ა­ჩე­რა, მის­მა მო­ად­გი­ლემ ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­მა კი შარ­ტა­ვას ქუჩა მე­რი­ის წინ, ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის­თვის აკ­რძა­ლულ ად­გილ­ზე გა­დაკ­ვე­თა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ქუ­თა­თე­ლა­ძის ქუჩა (ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს იო­სე­ბი­ძი­სა და შარ­ტა­ვას ქუ­ჩებს), რომ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც დღეს და­ი­წყო, ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის­თვი­საც კი დიდ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენ­და, რად­გან თით­ქმის დან­გრე­ულ ტრო­ტუ­ა­რებ­ზე პარ­კი­რე­ბა იყო დაშ­ვე­ბუ­ლი, მო­ქა­ლა­ქე­ებს კი გა­და­ად­გი­ლე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ვალ ნა­წილ­ზე უწევ­დათ.

რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, ქუ­თა­თე­ლა­ძის ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ქუ­ჩა­ზე პარ­კი­რე­ბა აიკ­რძა­ლე­ბა.

"და­ახ­ლო­ე­ბით, ორი კვი­რა დას­ჭირ­დე­ბა ამ პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბას. აქ იყო პრობ­ლე­მა ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის­თვის, რად­გან ტრო­ტუ­ა­რე­ბი მწყობ­რი­დან იყო გა­მო­სუ­ლი. ამ პრო­ექ­ტით ჩვენ გა­ვა­ფარ­თო­ვებთ ტრო­ტუ­ა­რებს. ასე­ვე, აქ არის სკო­ლა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სკო­ლის წინ მო­ე­წყო­ბა შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. სკო­ლის წინ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გზის სა­ფა­რი გარ­კვე­ულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. ამას­თან, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პარ­კი­რე­ბა ხდე­ბო­და ტრო­ტუ­ა­რებ­ზე, ესეც აიკ­რძა­ლე­ბა. ეს კონ­კრე­ტუ­ლი ქუჩა ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ვამ­თხვი­ეთ იმას, რომ ერთი კვი­რა სკო­ლებ­ში დას­ვე­ნე­ბაა და გვინ­და ეს დრო მო­ვი­გოთ, რათა ხელი არ შე­ვუ­შა­ლოთ სას­წავ­ლო პრო­ცესს“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ქუ­თა­თე­ლა­ძის ქუ­ჩის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენს 170 ათას ლარს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

კახა კალაძის მანქანა "სითი პარკის" ამკრძალავ ნიშანთან

კახა კალაძის მანქანა "სითი პარკის" ამკრძალავ ნიშანთან

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის წინ მდებარე ქუთათელაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

კალაძე მერიაში არ იმყოფებოდა და ის ქუთათელაძის ქუჩაზე საკუთარი ავტომობილით მივიდა. დედაქალაქის მერმა ავტომანქანა შარტავას ქუჩაზე, „სითი პარკის“ ამკრძალავ ნიშანთან გააჩერა, მისმა მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა კი შარტავას ქუჩა მერიის წინ, ფეხით მოსიარულეებისთვის აკრძალულ ადგილზე გადაკვეთა.

აღსანიშნავია რომ, ქუთათელაძის ქუჩა (ერთმანეთთან აკავშირებს იოსებიძისა და შარტავას ქუჩებს), რომლის რეაბილიტაციაც დღეს დაიწყო, ფეხით მოსიარულეებისთვისაც კი დიდ საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან თითქმის დანგრეულ ტროტუარებზე პარკირება იყო დაშვებული, მოქალაქეებს კი გადაადგილება ავტომობილების სავალ ნაწილზე უწევდათ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ქუთათელაძის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქუჩაზე პარკირება აიკრძალება.

"დაახლოებით, ორი კვირა დასჭირდება ამ პროექტის დასრულებას. აქ იყო პრობლემა ფეხით მოსიარულეებისთვის, რადგან ტროტუარები მწყობრიდან იყო გამოსული. ამ პროექტით ჩვენ გავაფართოვებთ ტროტუარებს. ასევე, აქ არის სკოლა და მოსწავლეებისთვის სკოლის წინ მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სკოლის წინ დაზიანებული გზის საფარი გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, ავტომობილების პარკირება ხდებოდა ტროტუარებზე, ესეც აიკრძალება. ეს კონკრეტული ქუჩა ორი კვირის განმავლობაში ყველანაირად იქნება მოწესრიგებული. სპეციალურად დავამთხვიეთ იმას, რომ ერთი კვირა სკოლებში დასვენებაა და გვინდა ეს დრო მოვიგოთ, რათა ხელი არ შევუშალოთ სასწავლო პროცესს“, - აღნიშნა კალაძემ.

ქუთათელაძის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულება შეადგენს 170 ათას ლარს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ