პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განსაცვიფრებელი აღმოჩენა: როგორ დაფრინავდნენ ნაბდით ქართველი მეომრები
განსაცვიფრებელი აღმოჩენა: როგორ დაფრინავდნენ ნაბდით ქართველი მეომრები

"ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში" გვხვდე­ბა: "მას­ვე წამ­სვე და­ი­კარ­გა, გა­დაფ­რინ­და ბა­ნის-ბან­სა". შოთა რუს­თა­ვე­ლის ეს სი­ტყვე­ბი სი­ნამ­დვი­ლეს აღ­წერს. ხში­რად გაგ­ვი­გია გა­მოთ­ქმა, ძვე­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბი დაფ­რი­ნავ­დნე­ნო, მაგ­რამ ეს პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით არ მიგ­ვი­ღია", - ამ­ბობს ეთ­ნოგ­რა­ფი - გი­ორ­გი გი­გა­უ­რი. იგი დღე­ვან­დე­ლი "სქა­ი­და­ი­ვინ­გის" არ­ქე­ტიპ­ზე გვი­ამ­ბობს.

- ეს ინ­ფორ­მა­ცია ად­რე­ვე მაქვს ნა­ნა­ხი, მაგ­რამ ახლა ვი­პო­ვე ჩემი რვე­უ­ლი, სა­დაც 1986 წელს ჩა­ვი­წე­რე გი­ორ­გი ლი­ქო­კე­ლის ძვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან. გი­ორ­გი ლი­ქო­კი­ე­ლი სო­ფელ აკუ­შო­დან იყო. მისი ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ძველ მე­ომ­რებს შე­ეძ­ლოთ მთი­დან მთა­ზე გა­დაფ­რე­ნა და კოშ­კი­დან ან ცი­ხი­დან მსუ­ბუ­ქი ადა­მი­ა­ნის "აფ­რო­ნა­ვით" დაშ­ვე­ბა.

"მტერ რომ კოშკ-ცი­ხე­ებს ისე მო­ად­გე­ბო­და, რომ ვე­რა­ვინ გა­დარ­ჩე­ბო­და, მა­შინ ბავ­შვებს და მო­ზარ­დებს უშ­ვებ­დნენ "აფ­რო­ნა­ვით" ჯი­შის და გვა­რის გა­და­სარ­ჩე­ნად". სპე­ცი­ა­ლუ­რი დიდი ნა­ბა­დია, დამ­ზა­დე­ბის მცი­რე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი დე­ტა­ლე­ბით. ეს ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე, რად­გან ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად მეჩ­ვე­ნა. შემ­დეგ აღ­მო­ვაჩ­ნე, რომ ასე­თი რა­ღაც გუ­რია-აჭა­რა­შიც სცოდ­ნი­ათ "მარ­ჭი­ხო­ლის" სა­ხელ­წო­დე­ბით.

აღ­მოჩ­ნდა, რომ ძველ­მა ქარ­თვე­ლებ­მა იცოდ­ნენ ფრე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რაც დღე­ვან­დელ "სქა­ი­და­ი­ვინ­გის" არ­ქე­ტი­პია.

- ანუ ადრე და­უ­ჯე­რებ­ლად გეჩ­ვე­ნათ...

- ხევ­სუ­რეთ­ში ან­და­ზე­ბის და სულ სხვა მა­სა­ლე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი. გი­ორ­გი ლი­ქო­კი­ელს ვეწ­ვიე, რო­მელ­საც ბევ­რი ჩა­ნა­წე­რი ჰქონ­და და ბევ­რიც ზე­პი­რად იცო­და. იგი დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ამ­ბობ­და, რომ ბევ­რი ჩა­ნა­წე­რი და­კარ­გუ­ლი ჰქონ­და. ძველ ფურ­ცლებ­ზე ეწე­რა ამ მფრი­ნავ სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც არ მომ­ცა და რვე­ულ­ში გად­მო­ვი­წე­რე. მტე­რი რომ კოშკს მო­ად­გე­ბო­და, მსუ­ბუქ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლო ნაბ­დით კოშ­კი­დან გა­დაფ­რე­ნა.

დღე­ვან­დე­ლი "სქა­ი­და­ი­ვინ­გი" ჰქონ­დათ ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც ქარ­თვე­ლე­ბის უზარ­მა­ზარ ცოდ­ნა­ზე მი­უ­თი­თებს. აღ­წე­რი­ლი იყო ნა­ბა­დი რო­გორ უნდა დამ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო. პა­ტა­რა ასა­კის ვი­ყა­ვი, თან ეს ჩა­ნა­წე­რი ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად მი­ვიჩ­ნიე და მა­შინ­ვე დი­დად არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ. ახ­ლა­ხან ის­ტო­რი­კე­სებ­თან ვახ­სე­ნე ამ თე­მა­ზე და მი­თხრეს, რომ გუ­რია-აჭა­რა­ზეც გაგ­ვი­გო­ნია, სა­დაც ამას "მარ­ჭი­ხო­ლი" ერ­ქვაო. მთა­ში "აფ­რი­ნო­ვი" ერ­ქვა. ამ­ბო­ბენ, რომ "აფ­რი­ნოვს" თუ­შე­ბიც იყე­ნებ­დნენ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა კა­პი­ტან ნა­ჭყე­ბი­ას არ­ქი­ვის შეს­წავ­ლა, რო­მე­ლიც ამა­ზე დიდი ხნის წინ წერ­და.

- კი­დევ რამე წყა­რო­ე­ბი ადას­ტუ­რებს ამ ყვე­ლა­ფერს?

- დიახ, მო­ვი­ძი­ეთ უკ­რა­ი­ნულ პრე­სა­ში მო­ნა­ცე­მე­ბი ქერ­ჩის ომის დროს. 1943 წელს ქარ­თველ­მა მე­ომ­რებ­მა თურ­მე ეს ასფრე­ნი ნაბ­დე­ბი აა­წყვეს და ქერ­ჩის ალ­ყა­შე­მორ­ტყმუ­ლი ციხე-სი­მაგ­რი­დან იქვე ზღვა­ზე გა­და­ეშ­ვენ. მღელ­ვა­რე ზღვა იყო და გერ­მა­ნე­ლე­ბი ზღვი­დან არ ელოდ­ნენ მე­ომ­რე­ბის შე­მოს­ვლას. თუ სა­ი­დან მო­ვი­და 120 მე­ო­მა­რი ზღვი­დან, ვე­რაფ­რით გა­არ­კვი­ეს. ქარ­თვე­ლებს კა­პი­ტან ნა­ჭყე­ბი­ას მიერ ჰქონ­დათ ნას­წავ­ლე­ბი ნაბ­დის ასა­წყო­ბი კონ­სტრუქ­ცია და პა­რა­შუ­ტის გა­რე­შე გად­მო­ეშ­ვენ ასე. მერ­ცხლის ფრთებს ეძა­ხი­ან.

სტა­ტი­ე­ბი რომ ვნა­ხე გუ­რია-აჭა­რის "მარ­ჭი­ხო­ლის" შე­სა­ხებ, დავ­რწმუნ­დი, რომ აჭა­რუ­ლის სა­ცეკ­ვაო ფორ­მე­ბიც ცოტა ჰგავს "მარ­ჭი­ხოლს".

1949 წელს ყაზ­ბეგ­ში ასე­თი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი გა­უ­კე­თე­ბი­ათ და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­დაფ­რე­ნე­ბი. გია არა­ბუ­ლი ყო­ფი­ლა ვი­ღაც ახალ­გაზ­რდა მო­ზარ­დი, რო­მე­ლიც გა­დაფ­რინ­და და შემ­დეგ ამას იხ­სე­ნებ­და. შემ­დეგ ეს კონ­სტრუქ­ცია სამ­ხედ­რო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბად არის და ხალ­ხში აღარ ჩანს. უმ­თავ­რე­სი კი ის არის, რომ უძ­ვე­ლეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ხე­ლა ცოდ­ნა ჰქონ­დათ და დღეს დავ­ბე­ჩავ­დით.

ქარ­თვე­ლე­ბი იმი­ტო­მაც იგებ­დნენ იმ­ხე­ლა ომებს, ყვე­ლა­ფერს დიდ ჭკუ­ით ეკი­დე­ბოდ­ნენ. კარ­გად არის გუ­რია-აჭა­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი შე­სას­წავ­ლი, სა­დაც იქ­ნე­ბა "მარ­ჭი­ხო­ლის" აგე­ბის კონ­სტრუქ­ცია შე­მო­ნა­ხუ­ლი და რომ აღ­ვად­გი­ნოთ, დღე­საც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბა. მე პი­რა­დად პა­რა­შუ­ტით გად­მოვმხტარ­ვარ და ამ უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი საფ­რე­ნით სი­ა­მოვ­ნე­ბით გად­მო­ვეშ­ვე­ბო­დი. უცხო­ე­ლებ­საც ვაჩ­ვე­ნებ­დით ჩვენს უმ­დიდ­რეს ტრა­დი­ცი­ებს!

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზზ
4

კაპიტონ ნაჭყებია და არა კაპიტან...ზღაპარია ეს

ირაკლი მახარაძე
3

თვითონ თუ უფრენია-გაუფრენია ნაბდით?

ავტორი:

განსაცვიფრებელი აღმოჩენა: როგორ დაფრინავდნენ ნაბდით ქართველი მეომრები

განსაცვიფრებელი აღმოჩენა: როგორ დაფრინავდნენ ნაბდით ქართველი მეომრები

"ვეფხისტყაოსანში" გვხვდება: "მასვე წამსვე დაიკარგა, გადაფრინდა ბანის-ბანსა". შოთა რუსთაველის ეს სიტყვები სინამდვილეს აღწერს. ხშირად გაგვიგია გამოთქმა, ძველი ქართველი მეომრები დაფრინავდნენო, მაგრამ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ მიგვიღია", - ამბობს ეთნოგრაფი - გიორგი გიგაური. იგი დღევანდელი "სქაიდაივინგის" არქეტიპზე გვიამბობს.

- ეს ინფორმაცია ადრევე მაქვს ნანახი, მაგრამ ახლა ვიპოვე ჩემი რვეული, სადაც 1986 წელს ჩავიწერე გიორგი ლიქოკელის ძველი ჩანაწერებიდან. გიორგი ლიქოკიელი სოფელ აკუშოდან იყო. მისი ჩანაწერების მიხედვით, ძველ მეომრებს შეეძლოთ მთიდან მთაზე გადაფრენა და კოშკიდან ან ციხიდან მსუბუქი ადამიანის "აფრონავით" დაშვება.

"მტერ რომ კოშკ-ციხეებს ისე მოადგებოდა, რომ ვერავინ გადარჩებოდა, მაშინ ბავშვებს და მოზარდებს უშვებდნენ "აფრონავით" ჯიშის და გვარის გადასარჩენად". სპეციალური დიდი ნაბადია, დამზადების მცირე ტექნოლოგიური დეტალებით. ეს ინფორმაცია არ გამოვაქვეყნე, რადგან ძალიან უცნაურად მეჩვენა. შემდეგ აღმოვაჩნე, რომ ასეთი რაღაც გურია-აჭარაშიც სცოდნიათ "მარჭიხოლის" სახელწოდებით.

აღმოჩნდა, რომ ძველმა ქართველებმა იცოდნენ ფრენის საშუალებები, რაც დღევანდელ "სქაიდაივინგის" არქეტიპია.

- ანუ ადრე დაუჯერებლად გეჩვენათ...

- ხევსურეთში ანდაზების და სულ სხვა მასალების შესაგროვებლად ვიყავი ჩასული. გიორგი ლიქოკიელს ვეწვიე, რომელსაც ბევრი ჩანაწერი ჰქონდა და ბევრიც ზეპირად იცოდა. იგი დამწუხრებული ამბობდა, რომ ბევრი ჩანაწერი დაკარგული ჰქონდა. ძველ ფურცლებზე ეწერა ამ მფრინავ საშუალებაზე, რომელიც არ მომცა და რვეულში გადმოვიწერე. მტერი რომ კოშკს მოადგებოდა, მსუბუქ ადამიანს შეეძლო ნაბდით კოშკიდან გადაფრენა.

დღევანდელი "სქაიდაივინგი" ჰქონდათ ძველ საქართველოში, რაც ქართველების უზარმაზარ ცოდნაზე მიუთითებს. აღწერილი იყო ნაბადი როგორ უნდა დამზადებულიყო. პატარა ასაკის ვიყავი, თან ეს ჩანაწერი ძალიან უცნაურად მივიჩნიე და მაშინვე დიდად არ დავინტერესებულვარ. ახლახან ისტორიკესებთან ვახსენე ამ თემაზე და მითხრეს, რომ გურია-აჭარაზეც გაგვიგონია, სადაც ამას "მარჭიხოლი" ერქვაო. მთაში "აფრინოვი" ერქვა. ამბობენ, რომ "აფრინოვს" თუშებიც იყენებდნენ. ძალიან საინტერესოა კაპიტან ნაჭყებიას არქივის შესწავლა, რომელიც ამაზე დიდი ხნის წინ წერდა.

- კიდევ რამე წყაროები ადასტურებს ამ ყველაფერს?

- დიახ, მოვიძიეთ უკრაინულ პრესაში მონაცემები ქერჩის ომის დროს. 1943 წელს ქართველმა მეომრებმა თურმე ეს ასფრენი ნაბდები ააწყვეს და ქერჩის ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრიდან იქვე ზღვაზე გადაეშვენ. მღელვარე ზღვა იყო და გერმანელები ზღვიდან არ ელოდნენ მეომრების შემოსვლას. თუ საიდან მოვიდა 120 მეომარი ზღვიდან, ვერაფრით გაარკვიეს. ქართველებს კაპიტან ნაჭყებიას მიერ ჰქონდათ ნასწავლები ნაბდის ასაწყობი კონსტრუქცია და პარაშუტის გარეშე გადმოეშვენ ასე. მერცხლის ფრთებს ეძახიან.

სტატიები რომ ვნახე გურია-აჭარის "მარჭიხოლის" შესახებ, დავრწმუნდი, რომ აჭარულის საცეკვაო ფორმებიც ცოტა ჰგავს "მარჭიხოლს".

1949 წელს ყაზბეგში ასეთი კონსტრუქციები გაუკეთებიათ და საჩვენებელი გადაფრენები. გია არაბული ყოფილა ვიღაც ახალგაზრდა მოზარდი, რომელიც გადაფრინდა და შემდეგ ამას იხსენებდა. შემდეგ ეს კონსტრუქცია სამხედრო საიდუმლოებად არის და ხალხში აღარ ჩანს. უმთავრესი კი ის არის, რომ უძველეს საქართველოში ამხელა ცოდნა ჰქონდათ და დღეს დავბეჩავდით.

ქართველები იმიტომაც იგებდნენ იმხელა ომებს, ყველაფერს დიდ ჭკუით ეკიდებოდნენ. კარგად არის გურია-აჭარის ჩანაწერები შესასწავლი, სადაც იქნება "მარჭიხოლის" აგების კონსტრუქცია შემონახული და რომ აღვადგინოთ, დღესაც შეიძლება გამოყენება. მე პირადად პარაშუტით გადმოვმხტარვარ და ამ უძველესი ქართული საფრენით სიამოვნებით გადმოვეშვებოდი. უცხოელებსაც ვაჩვენებდით ჩვენს უმდიდრეს ტრადიციებს!