კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ქალების 22% და კაცების 31% ფიქრობს, რომ ცოლის ცემა გამართლებულია
საქართველოში ქალების 22% და კაცების 31% ფიქრობს, რომ ცოლის ცემა გამართლებულია

ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 7-დან 1 ქალს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა გა­მო­უც­დია, ქა­ლე­ბის 9% სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ბავ­შვო­ბა­ში გამ­ხდა­რა, 5-დან 1 ქალი ამ­ბობს, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა გა­მო­უც­დია, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნულ სამ­სა­ხურ­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ერ­თობ­ლივ კვლე­ვა­ში.

გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გვაჩ­ვე­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლე­ბი­სა და კა­ცე­ბის­თვის ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა დიდ­წი­ლად კვლა­ვაც მი­სა­ღე­ბია: ქა­ლე­ბის თით­ქმის ერთ მე­ო­თხედს (22%) და კა­ცე­ბის ერთ მე­სა­მედს (31%) მი­აჩ­ნია, რომ ცო­ლის ცემა გარ­კვე­ულ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გა­მარ­თლე­ბუ­ლია. უფრო მე­ტიც: ქა­ლე­ბის თით­ქმის ერთი მე­ო­თხე­დი (23%) და კა­ცე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი (42%) მი­იჩ­ნევს, რომ ცოლი ქმარს მა­ში­ნაც კი უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოს, თუ ის მას არ ეთან­ხმე­ბა.

კვლე­ვა გა­ე­რო-ს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნულ­მა სამ­სა­ხურ­მა და ევ­რო­კავ­შირ­მა ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ა­ტა­რეს. კვლე­ვის შე­დე­გად, 2009 წლის შემ­დეგ ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის გავ­რცე­ლე­ბი­სა და ამ პრობ­ლე­მის მი­მართ მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი მას­შტა­ბის სარ­წმუ­ნო მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბა პირ­ვე­ლად მოხ­და. ამას გარ­და, კვლე­ვამ სა­ქარ­თვე­ლო­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბი­სა და ადევ­ნე­ბის გავ­რცე­ლე­ბა პირ­ვე­ლად შე­ის­წავ­ლა.

გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვის პრო­ცე­სი 2017 წელს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და იგი რა­ო­დე­ნობ­რივ და ხა­რის­ხობ­რივ მე­თო­ლო­გი­ებს აერ­თი­ა­ნებ­და. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სულ 15-64 წლის 6 006 ქალი და 15-64 წლის 1 601 კაცი გა­მო­ი­კი­თხა. ხა­რის­ხობ­რი­ვი კვლე­ვა კი 47 შეხ­ვედ­რას მო­ი­ცავ­და. კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და საქსტა­ტის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვი­თა და ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში „ერ­თად დავძლი­ოთ ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა“ ჩა­ტარ­და.

ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვის ძი­რი­თა­დი შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცია ხვალ გა­მარ­თავს, რო­მელ­საც და­ეს­წრე­ბი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სოფო ჯა­ფა­რი­ძე. პრე­ზენ­ტა­ცი­ას ფა­სი­ლი­ტა­ცი­ას გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერი­კა კვა­პი­ლო­ვა გა­უ­წევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

საქართველოში ქალების 22% და კაცების 31% ფიქრობს, რომ ცოლის ცემა გამართლებულია

საქართველოში ქალების 22% და კაცების 31% ფიქრობს, რომ ცოლის ცემა გამართლებულია

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გამხდარა, 5-დან 1 ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია, - ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ევროკავშირის ერთობლივ კვლევაში.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც მისაღებია: ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც: ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ ის მას არ ეთანხმება.

კვლევა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევის შედეგად, 2009 წლის შემდეგ ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელებისა და ამ პრობლემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ ეროვნული მასშტაბის სარწმუნო მონაცემების მოპოვება პირველად მოხდა. ამას გარდა, კვლევამ საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და ადევნების გავრცელება პირველად შეისწავლა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, ეროვნული კვლევის პროცესი 2017 წელს მიმდინარეობდა და იგი რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოლოგიებს აერთიანებდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6 006 ქალი და 15-64 წლის 1 601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი 47 შეხვედრას მოიცავდა. კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ჩატარდა.

ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის ძირითადი შედეგების პრეზენტაციას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხვალ გამართავს, რომელსაც დაესწრებიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე. პრეზენტაციას ფასილიტაციას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა გაუწევს.