პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი თბილისის ერთ-ერთ უბანშია - რა საფრთხეზე საუბრობს ეკოლოგი
საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი თბილისის ერთ-ერთ უბანშია - რა საფრთხეზე საუბრობს ეკოლოგი

"წე­რეთ­ლი­სა და ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რი არის ყვე­ლა­ზე და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში" - ამის შე­სა­ხებ ეკო­ლო­გი ხა­თუ­ნა ახა­ლა­ია სა­უბ­რობს. მისი თქმით, ჰა­ე­რის და­ბუნ­ძუ­რე­ბას ხელს უწყობს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი ავ­ტო­სერ­ვი­სე­ბი.

"წე­რეთ­ლი­სა და ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რი არის ყვე­ლა­ზე და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჰა­ე­რი კი­დევ უფრო ბინ­ძურ­დე­ბა სპონ­ტა­ნუ­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბით, რო­გო­რიც არის ხან­ძრე­ბი, ეს გა­რე­მოს დაც­ვის კუ­თხით ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას ქმნის. სა­ერ­თოდ, ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ჩანს, რამ­დე­ნად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია ეს ტე­რი­ტო­რია და რამ­დე­ნად არას­წო­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს იქ საქ­მი­ა­ნო­ბა. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ავ­ტო­სერ­ვი­სია გან­ლა­გე­ბუ­ლი. ეს ობი­ექ­ტე­ბი არ არის აღ­ჭურ­ვი­ლი ისე­თი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით, რო­მე­ლიც გა­რე­მოს დაც­ვის კუ­თხით აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მსგავს ბიზ­ნესს ჰქონ­დეს. ჩვენ არ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით არა­ნა­ირ ბიზ­ნესს, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებს აქვთ უფ­ლე­ბა, რომ მსგავ­სი საქ­მი­ა­ნო­ბის­გან თავი და­იც­ვან. სხვა­დას­ხვა ტი­პის 36-მდე აქ­ტი­ვო­ბე­ბია ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა გა­სა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი და მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლია" - აღ­ნიშ­ნა ახა­ლა­ი­ამ.

მისი თმით, ეკო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს გახ­ში­რე­ბუ­ლი ხან­ძრე­ბი.

"ნე­ბის­მი­ე­რი წვის შე­დე­გი, რო­მე­ლიც არას­რუ­ლი წვით გა­მოწ­ვე­უ­ლი დი­ოქ­სი­ნე­ბის გა­მოფრქვე­ვას­თან არის კავ­შირ­ში, ძა­ლი­ან ცუ­დად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და მე არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხან­ძრის დროს შე­სუნ­თქუ­ლი ჰა­ე­რი, სა­ვა­ლა­ლო და სა­რის­კოა. გან­სა­კუთ­რე­ბით, პა­ტა­რა ბავ­შვებ­ში, ჩვილ­ში თუ ხან­დაზ­მუ­ლებ­ში, რო­მელ­თაც იმუ­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ აქვთ ძლი­ე­რი... რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ სა­ღე­ბა­ვე­ბი­სა და სხვა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის სა­წყობ­ში გაჩ­ნდა ხან­ძა­რი, ეს არის კა­ტას­ტრო­ფა? ხან­ძრი­დან ერთ კვი­რა­ში შე­ის­წავ­ლა ვინ­მემ მი­წის ზე­და­პი­რის შემ­ცვე­ლო­ბა? აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბო­და იქ დი­ოქ­სი­ნე­ბი, რო­მე­ლიც იწ­ვევს სიმ­სივ­ნურ და­ა­ვა­დე­ბებს, ნერ­ვი­ულ აშ­ლი­ლო­ბებს და ასე შემ­დეგ..." - აღ­ნიშ­ნა ახა­ლა­ი­ამ.

00:00 / 00:00

საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი თბილისის ერთ-ერთ უბანშია - რა საფრთხეზე საუბრობს ეკოლოგი

საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი თბილისის ერთ-ერთ უბანშია - რა საფრთხეზე საუბრობს ეკოლოგი

"წერეთლისა და ელიავას ბაზრობის გარშემო არსებული ატმოსფერული ჰაერი არის ყველაზე დაბინძურებული ჰაერი საქართველოში" - ამის შესახებ ეკოლოგი ხათუნა ახალაია საუბრობს. მისი თქმით, ჰაერის დაბუნძურებას ხელს უწყობს ტერიტორიაზე განლაგებული ავტოსერვისები.

"წერეთლისა და ელიავას ბაზრობის გარშემო არსებული ატმოსფერული ჰაერი არის ყველაზე დაბინძურებული ჰაერი საქართველოში. ჰაერი კიდევ უფრო ბინძურდება სპონტანური ინციდენტებით, როგორიც არის ხანძრები, ეს გარემოს დაცვის კუთხით ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის. საერთოდ, ვიზუალურადაც ჩანს, რამდენად დაბინძურებულია ეს ტერიტორია და რამდენად არასწორად მიმდინარეობს იქ საქმიანობა. ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ავტოსერვისია განლაგებული. ეს ობიექტები არ არის აღჭურვილი ისეთი აღჭურვილობით, რომელიც გარემოს დაცვის კუთხით აუცილებელია, რომ მსგავს ბიზნესს ჰქონდეს. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით არანაირ ბიზნესს, მაგრამ ადამიანებს აქვთ უფლება, რომ მსგავსი საქმიანობისგან თავი დაიცვან. სხვადასხვა ტიპის 36-მდე აქტივობებია ელიავას ბაზრობაზე. აბსოლუტურად ყველა გასაკონტროლებელი და მოსაწესრიგებელია" - აღნიშნა ახალაიამ.

მისი თმით, ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს გახშირებული ხანძრები.

"ნებისმიერი წვის შედეგი, რომელიც არასრული წვით გამოწვეული დიოქსინების გამოფრქვევასთან არის კავშირში, ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე და მე არაერთხელ მითქვამს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძრის დროს შესუნთქული ჰაერი, სავალალო და სარისკოა. განსაკუთრებით, პატარა ბავშვებში, ჩვილში თუ ხანდაზმულებში, რომელთაც იმუნური მდგომარეობა არ აქვთ ძლიერი... როდესაც ვამბობთ, რომ საღებავებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების საწყობში გაჩნდა ხანძარი, ეს არის კატასტროფა? ხანძრიდან ერთ კვირაში შეისწავლა ვინმემ მიწის ზედაპირის შემცველობა? აუცილებლად იქნებოდა იქ დიოქსინები, რომელიც იწვევს სიმსივნურ დაავადებებს, ნერვიულ აშლილობებს და ასე შემდეგ..." - აღნიშნა ახალაიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ