თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად სიგარეტის და მეორადი ტანსაცმლის ბაზრობა დაიწვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადგილზე მყოფმა მოვაჭრეებმა განუცხადეს. მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ ბაზრობაზე ხანძარი შეგნებულად გააჩნიეს.
ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდნენ. როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, დიზელის საწვავი იყო, თუმცა მისი დროულად ლოკალიზება მოხდა. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, მღებრიშვილის განცხადებით, ამაზე საუბარი ამ დროისთვის ნაადრევია.
ხანძრის ჩქარობას 15-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ბაზრობის მიმდებარედ კვლავ გადაკეტილია ტრანსპორტის მოძრაობა.
ფოტო: ინტერპრესნიუსი