სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოც კაცზე მეტი ურტყამდა თქვენ გმირსო, გადმოგვცეს..." - არჩილ ტეტუნაშვილის მეგობრის ემოციური მიმართვა
"ოც კაცზე მეტი ურტყამდა თქვენ გმირსო, გადმოგვცეს..." - არჩილ ტეტუნაშვილის მეგობრის ემოციური მიმართვა

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, ლე­ვან შერ­მა­დი­ნი "ფე­ის­ბუკ­ში" ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"გვა­პა­ტიე ძმაო ზვი­ა­და­უ­რი­ვით მარ­ტო რომ დაგ­ტო­ვეთ პი­რის­პირ აუ­რა­ცხელ მტერ­თან - ოც კაც­ზე მეტი ურტყამ­დაო თქვენ გმირ­სო, გად­მოგ­ვცეს შენი გუ­ლა­დო­ბით გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლებ­მა ქა­ლაქ ცხინ­ვა­ლი­დან. ვინ იცის რო­გორ გი­ჭირ­და მაგ­რამ შენ ხომ არას­დროს და­გიკ­ვნე­სია, არას­დროს და­გი­წუ­წუ­ნია, არას­დროს და­გი­ხე­ვია უკან. მუ­დამ სა­უ­კე­თე­სო იყა­ვი ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე თუ ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფა­ში, ყვე­ლას შენი იმე­დი ჰქო­ნა, ყვე­ლას­თვის გყოფ­ნი­და სით­ბო და ენერ­გია. გუ­შინ გაქ­ვა­ვე­ბულ­მა ბე­ბი­ა­შენ­მა მხო­ლოდ ერთი სი­ტყვით და­გა­ტი­რა: "აჩი­კო შვი­ლო ვინ მო­გე­რი­აო" მძი­მე ჟამს ამა­ზე მეტი გმი­რო­ბა რა გინ­და მან­დი­ლოს­ნის­გან რომ გა­ი­გო. ყვე­ლამ იცის რომ ქსნის ხე­ო­ბა­ში ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო მებ­რძო­ლებს შენს სო­ფელ­ში - ყან­ჩა­ვეთ­ში ზრდიდ­ნენ, მად­ლო­ბა აჩი შენს სო­ფელს, შენს მშობ­ლებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს შენი სა­ხით ასე­თი ლომი რომ გა­უ­ზარ­დეს სამ­შობ­ლოს ! რას ვი­ზამთ, ესეც ბედი ყო­ფი­ლა, მა­გარ ქვე­ყა­ნა­ში ცუდ დროს და­ბა­დე­ბა... რო­გორ მინ­და რომ შენ სიკ­ვდილ­ში ქარ­თვე­ლის ხელი არ ერი­ოს... რო­გორ მინ­და შენი დაღ­ვრი­ლი სის­ხლი ოკუ­პი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო იყოს...

გვა­პა­ტიე რომ შენს სა­ფი­ცარ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ღაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მუხ­თა­ლი უფრო ეძ­ვირ­ფა­სე­ბათ ვიდ­რე შენ - მა­მუ­ლი­სათ­ვის ზვა­რა­კად შე­წი­რუ­ლი ხარი... გვა­პა­ტიე სხვა­დას­ხვა ვაი პო­ლი­ტი­კო­სებ­სა თუ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს რომ მი­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა შენი უბე­დუ­რე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის ჩა­წე­რის... გვა­პა­ტიე შენ ხე­ო­ბე­ლებს, ეს დუ­მი­ლიც გვა­პა­ტიე, ჩვე­ნი ხმა­უ­რით რომ გვე­ში­ნია შენი ნა­წა­მე­ბი სხე­უ­ლის ოჯა­ხი­სათ­ვის ცხინ­ვა­ლი­დან გად­მო­ცე­მას რა­ი­მე პრობ­ლე­მა რომ არ შე­ვუქ­მნათ... გვა­პა­ტიე რომ ჩვე­ნი გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა თუ ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბის გამო ვერ და­გა­ფა­სეთ, ვერ მო­გიფრ­თხილ­დით, სა­თა­ნა­დოდ ვერ მო­გი­ა­რეთ. ბო­ლოს რომ გნა­ხე გი­თხა­რი: "რათ გინ­და რომ რის­კავ, რამე შარ­ში არ გა­ეხ­ვე მეთ­ქი" და "მეც ეგ მინ­და, ნეტა რამე მი­თხრა­ნო"- ისე მი­პა­სუ­ხე გულ­ში სი­ა­მა­ყის­გან ცრემ­ლე­ბი ჩა­მეღ­ვა­რა, ვიცი ძმაო რომ შენც ეგ გინ­დო­და, ეგეთ სიკ­ვდილს ნატ­რობ­დი და აგის­რულ­და კი­დეც, ვალ­მოხ­დი­ლი შე­უ­ერ­თდი ქარ­თველ­თა ზე­ცი­ურ მხედ­რო­ბას! ალა­ლი იქ­ნე­ბა შენს გულ­ზე დაყ­რი­ლი ქარ­თუ­ლი მიწა, გჯე­რო­დეს, შენს მე­გობ­რებს უკა­ნას­კნელ ამოქ­შე­ნამ­დე, სა­ნამ ბოლო წვე­თი სის­ხლი გვი­დუღს ძარ­ღვში, (ყვე­ლა­ნა­ი­რი მე­თო­დე­ბით) ვიბ­რძო­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სათ­ვის ! შენ სი­ცო­ცხლე­შიც გმი­რი იყა­ვი და სიკ­ვდი­ლიც გმი­რუ­ლი გერ­გო - ახლა ჩვე­ნი ჯე­რია!" - წერს ლე­ვან შერ­მა­დი­ნი.

22 თე­ბერ­ვალს, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე - არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, ლე­ვან ქუ­ტაშ­ვი­ლი და იო­სებ პავ­ლი­აშ­ვი­ლი ახალ­გორ­ში და­ა­კა­ვა. 23 თე­ბერ­ვალს კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ერგნეთ­ში, ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ჯგუ­ფის არა­გეგ­მუ­რი შეხ­ვედ­რა დღეს გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დე ფაქ­ტო სამ­ხრეთ ოსე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქარ­თულ მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარ­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კახა ქე­მოკ­ლი­ძემ კი აღ­ნიშ­ნა, რომ შეხ­ვედ­რა­ზე დე-ფაქ­ტო ცხინ­ვა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხედ­რის გად­მო­ცე­მა­ზე ამ ეტაპ­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"ოც კაცზე მეტი ურტყამდა თქვენ გმირსო, გადმოგვცეს..." - არჩილ ტეტუნაშვილის მეგობრის ემოციური მიმართვა

"ოც კაცზე მეტი ურტყამდა თქვენ გმირსო, გადმოგვცეს..." - არჩილ ტეტუნაშვილის მეგობრის ემოციური მიმართვა

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მეგობარი, ლევან შერმადინი "ფეისბუკში" ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"გვაპატიე ძმაო ზვიადაურივით მარტო რომ დაგტოვეთ პირისპირ აურაცხელ მტერთან - ოც კაცზე მეტი ურტყამდაო თქვენ გმირსო, გადმოგვცეს შენი გულადობით გაკვირვებულებმა ქალაქ ცხინვალიდან. ვინ იცის როგორ გიჭირდა მაგრამ შენ ხომ არასდროს დაგიკვნესია, არასდროს დაგიწუწუნია, არასდროს დაგიხევია უკან. მუდამ საუკეთესო იყავი ბრძოლის წინა ხაზზე თუ ყოველდღიურ ყოფაში, ყველას შენი იმედი ჰქონა, ყველასთვის გყოფნიდა სითბო და ენერგია. გუშინ გაქვავებულმა ბებიაშენმა მხოლოდ ერთი სიტყვით დაგატირა: "აჩიკო შვილო ვინ მოგერიაო" მძიმე ჟამს ამაზე მეტი გმირობა რა გინდა მანდილოსნისგან რომ გაიგო. ყველამ იცის რომ ქსნის ხეობაში ყველაზე საუკეთესო მებრძოლებს შენს სოფელში - ყანჩავეთში ზრდიდნენ, მადლობა აჩი შენს სოფელს, შენს მშობლებსა და ოჯახის წევრებს შენი სახით ასეთი ლომი რომ გაუზარდეს სამშობლოს ! რას ვიზამთ, ესეც ბედი ყოფილა, მაგარ ქვეყანაში ცუდ დროს დაბადება... როგორ მინდა რომ შენ სიკვდილში ქართველის ხელი არ ერიოს... როგორ მინდა შენი დაღვრილი სისხლი ოკუპირებულ საქართველოში ბოლო იყოს...

გვაპატიე რომ შენს საფიცარ საქართველოში ვიღაც აზერბაიჯანელი მუხთალი უფრო ეძვირფასებათ ვიდრე შენ - მამულისათვის ზვარაკად შეწირული ხარი... გვაპატიე სხვადასხვა ვაი პოლიტიკოსებსა თუ პოლიტიკურ ძალებს რომ მივეცით საშუალება შენი უბედურებით პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერის... გვაპატიე შენ ხეობელებს, ეს დუმილიც გვაპატიე, ჩვენი ხმაურით რომ გვეშინია შენი ნაწამები სხეულის ოჯახისათვის ცხინვალიდან გადმოცემას რაიმე პრობლემა რომ არ შევუქმნათ... გვაპატიე რომ ჩვენი გაუბედურებული ცხოვრებისა თუ ყოველდღიური ყოფითი პრობლემების გამო ვერ დაგაფასეთ, ვერ მოგიფრთხილდით, სათანადოდ ვერ მოგიარეთ. ბოლოს რომ გნახე გითხარი: "რათ გინდა რომ რისკავ, რამე შარში არ გაეხვე მეთქი" და "მეც ეგ მინდა, ნეტა რამე მითხრანო"- ისე მიპასუხე გულში სიამაყისგან ცრემლები ჩამეღვარა, ვიცი ძმაო რომ შენც ეგ გინდოდა, ეგეთ სიკვდილს ნატრობდი და აგისრულდა კიდეც, ვალმოხდილი შეუერთდი ქართველთა ზეციურ მხედრობას! ალალი იქნება შენს გულზე დაყრილი ქართული მიწა, გჯეროდეს, შენს მეგობრებს უკანასკნელ ამოქშენამდე, სანამ ბოლო წვეთი სისხლი გვიდუღს ძარღვში, (ყველანაირი მეთოდებით) ვიბრძოლებთ საქართველოს გაერთიანებისათვის ! შენ სიცოცხლეშიც გმირი იყავი და სიკვდილიც გმირული გერგო - ახლა ჩვენი ჯერია!" - წერს ლევან შერმადინი.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა დღეს გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ქართულ მედიასთან კომენტარზე უარი განაცხადეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ კი აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს.

"ჩემი ნატალია და ზაქარიას ნათლია ჩვენი უწმინდესი და უნეტარესია" - ნინო სურგულაძემ ტყუპი ქალ-ვაჟი მონათლა

"ჩემი დედიკო ამ დილით მოკლეს, არ ქონდა კოვიდი! მკვლელებო, უფალმა მოგიზღოთ" - რას წერს ქუთაისში კოვიდით გარდაცვლილი 65 წლის ქალის შვილი

"ამ დაავადების თითქმის ყველა სკნელი გავიარე. ექიმებმა გაიმარჯვეს" - რას წერს ლევან რატიანსა და მის კლინიკაზე covid-19-ს გადარჩენილი პაციენტი