პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თქვა შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულმა პირველ ჩვენებაში
რა თქვა შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულმა პირველ ჩვენებაში

21 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა ორი­ო­დე თვის წინ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, ლო­რენ ოლი­ვე­რის ფრა­ზა გა­ა­ზი­ა­რა: "სიყ­ვა­რუ­ლი ბუმ­ბუ­ლი­ვით ჰა­ე­რო­ვა­ნი, მოკ­ლე სი­ტყვაა და ნემ­სი­ვით ან სა­მარ­თებ­ლის პი­რი­ვით ბას­რია. ის შენი ცხოვ­რე­ბის შუ­ა­გულ­ში ესო­ბა და მას ორად ხლეჩს - მა­ნამ­დე და მას შემ­დეგ. შენ თვალ­წინ სამ­ყა­რო ორ ნა­წი­ლად იყო­ფა - მა­ნამ­დე და მას შემ­დეგ, შუ­ა­ლე­დი კი ამ ბასრ ნემსზე არც გა­ნი­ე­რია და არც - გრძე­ლი".

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გო­გო­ნას აქ­ტი­უ­რო­ბის მი­ხედ­ვით, ის სი­კე­თით და სი­ცო­ცხლით სავ­სე გოგო იყო - თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე, უყ­ვარ­და მე­გობ­რე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი და ოც­ნე­ბობ­და ბედ­ნი­ერ მო­მა­ვალ­ზე, თუმ­ცა...

22 თე­ბერ­ვალს, ანას ნა­წა­მე­ბი ცხე­და­რი მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან მდე­ბა­რე სკვერ­ში იპო­ვეს. ფაქ­ტის თვითმხილ­ველ­მა ძა­ლო­ვან­მა გვი­თხრა: "წლე­ბია ასე სა­დის­ტუ­რად მოკ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ მი­ნა­ხავს". გო­გო­ნა სის­ხლის გუ­ბე­ში იწვა, ყელი გა­მო­ღად­რუ­ლი ჰქონ­და, ექ­სპერ­ტმა 7 ჭრი­ლო­ბა დათ­ვა­ლა ყე­ლის არე­ში, ასე­ვე, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და თა­ვიც.

მარ­თა­ლია გო­გო­ნას ცხე­და­რი პო­ლი­ცი­ას ნა­პოვ­ნი ჰქონ­და, მაგ­რამ თა­ვი­დან თქვეს, რომ თით­ქოს გო­გო­ნა ცო­ცხა­ლი იყო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა. თემ­ქის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიც­ვივ­დნენ გო­გო­ნას მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ანის მა­მას თურ­მე ანის შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც მიყ­ვე­ბო­და გვერ­დით. ძა­ლოვ­ნე­ბი თვლი­ან, ამ გზით დამ­ნა­შა­ვე შე­ე­ცა­და ალი­ბის შექ­მნა­სო. პო­ლი­ცი­ამ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან­ვე წა­იყ­ვა­ნა ის მოწ­მის სტა­ტუ­სით და­სა­კი­თხად და მერე გა­რეთ აღარ გა­მო­უშ­ვეს.

ერთ-ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, კვა­ლის წაშ­ლა­ზე წი­ნას­წარ იზ­რუ­ნა დამ­ნა­შა­ვემ და მი­მო­წე­რე­ბი ორი­ვეს ტე­ლე­ფონ­ში წაშ­ლი­ლია. ცხა­დია, ძა­ლოვ­ნე­ბის­თვის არც ამ მი­მო­წე­რის აღ­დგე­ნაა პრობ­ლე­მა. მას მერე, რაც ექ­სპერ­ტე­ბი აღად­გე­ნენ სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­მო­წე­რას, კი­დევ უფრო მეტი დე­ტა­ლი გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

მარ­თა­ლია ად­ვო­კა­ტი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ სხვი­სი ჩა­დე­ნი­ლია, მაგ­რამ ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "მოწ­მედ და­კი­თხვი­სას, გრი­გა­ლაშ­ვილ­მა დე­ტა­ლუ­რად აღი­ა­რა, რომ გო­გო­ნა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოკ­ლა".

"ჩვე­ნე­ბა­ში ლა­პა­რა­კობს: ანა ჩემი სა­ცო­ლე იყო, ამ და­ნა­შა­უ­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ვნა­ხე შავი ფე­რის ბმვ-ში იჯდა. მის­მა საქ­ცი­ელ­მა აღ­მაშ­ფო­თა. მინ­დო­და მა­შინ­ვე გა­მერ­კვია შეყ­ვა­რე­ბულ­თან ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ანა იმ დღე­ებ­ში თბი­ლის­ში არ იყო და ვერ ვნა­ხეო. ადას­ტუ­რებს, რომ იმ ღა­მით სწერ­და მას, გა­მო­იყ­ვა­ნა სახ­ლი­დან, ჰკი­თხა ვის­თან და­დი­ო­და და როცა ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნა უხ­სე­ნა, ანა შე­ე­პა­სუ­ხა, მის­მა სი­ტყვებ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და ამ დროს მოკ­ლა", - ამ­ბობს ჩვე­ნი წყა­რო. ისიც უთ­ქვამს, ხში­რად ვჩხუ­ბობ­დით, მაგ­რამ ვრიგ­დე­ბო­დი­თო. თუმ­ცა, მას მერე რაც საქ­მე­ში ჩა­ერ­თო ად­ვო­კა­ტი, ბრალ­დე­ბულს ჩვე­ნე­ბა არ მი­უ­ცია და ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის მოწ­მის და­კი­თხვი­სას მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბას შეც­ვლის, რად­გან, ცნო­ბი­ლია, რომ ბრალს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ეთან­ხმე­ბა. ახლა ის და მისი ად­ვო­კა­ტი ხელს სხვის­კენ იშ­ვე­რენ და აცხა­დე­ბენ, რომ და­ნა­შუ­ლი გა­უხ­სნე­ლია გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რა თქვა შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულმა პირველ ჩვენებაში

რა თქვა შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულმა პირველ ჩვენებაში

21 წლის ანა ნაცვლიშვილმა ორიოდე თვის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ამერიკელი მწერლის, ლორენ ოლივერის ფრაზა გააზიარა: "სიყვარული ბუმბულივით ჰაეროვანი, მოკლე სიტყვაა და ნემსივით ან სამართებლის პირივით ბასრია. ის შენი ცხოვრების შუაგულში ესობა და მას ორად ხლეჩს - მანამდე და მას შემდეგ. შენ თვალწინ სამყარო ორ ნაწილად იყოფა - მანამდე და მას შემდეგ, შუალედი კი ამ ბასრ ნემსზე არც განიერია და არც - გრძელი".

სოციალურ ქსელში გოგონას აქტიურობის მიხედვით, ის სიკეთით და სიცოცხლით სავსე გოგო იყო - თბილი და მოსიყვარულე, უყვარდა მეგობრები, ცხოველები და ოცნებობდა ბედნიერ მომავალზე, თუმცა...

22 თებერვალს, ანას ნაწამები ცხედარი მის საცხოვრებელ სახლთან მდებარე სკვერში იპოვეს. ფაქტის თვითმხილველმა ძალოვანმა გვითხრა: "წლებია ასე სადისტურად მოკლული ადამიანი არ მინახავს". გოგონა სისხლის გუბეში იწვა, ყელი გამოღადრული ჰქონდა, ექსპერტმა 7 ჭრილობა დათვალა ყელის არეში, ასევე, დაზიანებული ჰქონდა თავიც.

მართალია გოგონას ცხედარი პოლიციას ნაპოვნი ჰქონდა, მაგრამ თავიდან თქვეს, რომ თითქოს გოგონა ცოცხალი იყო და საავადმყოფოში იწვა. თემქის საავადმყოფოში მიცვივდნენ გოგონას მეგობრები და ოჯახის წევრები. ანის მამას თურმე ანის შეყვარებულიც მიყვებოდა გვერდით. ძალოვნები თვლიან, ამ გზით დამნაშავე შეეცადა ალიბის შექმნასო. პოლიციამ საავადმყოფოდანვე წაიყვანა ის მოწმის სტატუსით დასაკითხად და მერე გარეთ აღარ გამოუშვეს.

ერთ-ერთი მტკიცებულება სატელეფონო საუბრები უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, კვალის წაშლაზე წინასწარ იზრუნა დამნაშავემ და მიმოწერები ორივეს ტელეფონში წაშლილია. ცხადია, ძალოვნებისთვის არც ამ მიმოწერის აღდგენაა პრობლემა. მას მერე, რაც ექსპერტები აღადგენენ სატელეფონო მიმოწერას, კიდევ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

მართალია ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სხვისი ჩადენილია, მაგრამ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, "მოწმედ დაკითხვისას, გრიგალაშვილმა დეტალურად აღიარა, რომ გოგონა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა".

"ჩვენებაში ლაპარაკობს: ანა ჩემი საცოლე იყო, ამ დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე შავი ფერის ბმვ-ში იჯდა. მისმა საქციელმა აღმაშფოთა. მინდოდა მაშინვე გამერკვია შეყვარებულთან ეს ამბავი, მაგრამ ანა იმ დღეებში თბილისში არ იყო და ვერ ვნახეო. ადასტურებს, რომ იმ ღამით სწერდა მას, გამოიყვანა სახლიდან, ჰკითხა ვისთან დადიოდა და როცა ზემოთხსენებული მანქანა უხსენა, ანა შეეპასუხა, მისმა სიტყვებმა გააღიზიანა და ამ დროს მოკლა", - ამბობს ჩვენი წყარო. ისიც უთქვამს, ხშირად ვჩხუბობდით, მაგრამ ვრიგდებოდითო. თუმცა, მას მერე რაც საქმეში ჩაერთო ადვოკატი, ბრალდებულს ჩვენება არ მიუცია და ის დუმილის უფლებას იყენებს. სავარაუდოდ, ის მოწმის დაკითხვისას მიცემულ ჩვენებას შეცვლის, რადგან, ცნობილია, რომ ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება. ახლა ის და მისი ადვოკატი ხელს სხვისკენ იშვერენ და აცხადებენ, რომ დანაშული გაუხსნელია განაგრძეთ კითხვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს