მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა, 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული" - პროკურორი დანაშაულის ახალ დეტალებზე საუბრობს
"ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა, 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული" - პროკურორი დანაშაულის ახალ დეტალებზე საუბრობს

თემ­ქა­ზე ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, გრი­გოლ ბი­ბი­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილს თა­ვი­სა და კის­რის არე­ში და­ნით 7 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბულ­მა ლადო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა, რო­მელ­საც მოკ­ლულ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, გო­გო­ნა შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით მოკ­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის და­სა­ბუ­თე­ბი­სას ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა ბრალ­დე­ბუ­ლის სას­ტიკ ქმე­დე­ბას.

"ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის ცხე­და­რი ყელ­გა­მო­ღად­რუ­ლი ეს­ვე­ნა. მას 7 სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა, ამო­ღე­ბუ­ლია ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მან და­ტო­ვა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და ფაქ­ტობ­რი­ვად მი­ი­მა­ლა - ტან­საც­მე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა, გა­და­მა­ლა და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი და ალი­ბის შექ­მნის მიზ­ნით, თით­ქოს­და ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი არ პა­სუ­ხობ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ტე­ლე­ფონ­ზე, სახ­ლში მი­ვი­და გარ­დაც­ვლილ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად თით­ქოს­და ძებ­ნა და­უ­წყო", - გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა.

თემ­ქა­ზე 20 წლის გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი გუ­შინ, გამ­თე­ნი­ი­სას ნა­ხეს. გუ­შინ­ვე მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა, 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული" - პროკურორი დანაშაულის ახალ დეტალებზე საუბრობს

"ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა, 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული" - პროკურორი დანაშაულის ახალ დეტალებზე საუბრობს

თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობის საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს თავისა და კისრის არეში დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული. როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა, რომელსაც მოკლულთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, გოგონა შურისძიების მოტივით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების დასაბუთებისას ბიბილაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ბრალდებულის სასტიკ ქმედებას.

"ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა. მას 7 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ამოღებულია ლადო გრიგალაშვილის ავტომანქანიდან. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან დატოვა შემთხვევის ადგილი და ფაქტობრივად მიიმალა - ტანსაცმელი გამოიცვალა, გადამალა დანაშაულის იარაღი და ალიბის შექმნის მიზნით, თითქოსდა ანა ნაცვლიშვილი არ პასუხობდა სოციალურ ქსელში და ტელეფონზე, სახლში მივიდა გარდაცვლილთან და მეგობრებთან ერთად თითქოსდა ძებნა დაუწყო", - განაცხადა გრიგოლ ბიბილაშვილმა.

თემქაზე 20 წლის გოგონა გარდაცვლილი გუშინ, გამთენიისას ნახეს. გუშინვე მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.

 

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს