პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაქტია, რომ მოკლეს..." - ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე და ქართული მხარის რეაგირება
"ფაქტია, რომ მოკლეს..." - ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე და ქართული მხარის რეაგირება

ოსუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, 35 წლის არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გუ­შინ, სო­ფელ ნი­ნი­გორ­ში ე.წ. ოსმა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს, გარ­და­იც­ვა­ლა.

ად­გი­ლობ­რივ სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი 23 თე­ბერ­ვალს ოკუ­პი­რე­ბულ ქა­ლაქ ცხინ­ვა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ცხინ­ვა­ლის, ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბით, - ისი­ნი ფლობ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ქარ­თულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრმ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თვალ­ყურს ადევ­ნებ­დნენ მას. ცხინ­ვა­ლის მხა­რის თქმით­ვე, და­კა­ვე­ბის დროს ტა­ტუ­ნაშ­ვილს თან ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ოფიც­რის ბა­რა­თი.

"1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, ჩვენ­მა ძა­ლოვ­ნებ­მა 22 თე­ბერ­ვალს ლე­ნინ­გორ­ში და­ა­კა­ვეს. ის 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სამ­ხრეთ ოსეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და და რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რუ­სე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ახალ დი­ვერ­სი­ებს ამ­ზა­დებ­და...

და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ის და­სა­კი­თხად ცხინ­ვალ­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, რა დრო­საც გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ტა­ტუ­ნაშ­ვილს აჩ­ვე­ნეს მა­სა­ლე­ბი, რაც ამ­ტკი­ცებს რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბა­ში მის მო­ნა­წი­ლე­ბას და სხვა მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო საქ­მი­ა­ნო­ბას.

მას შემ­დეგ, რაც ის გა­ეც­ნო მის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლის და­სა­ბუ­თე­ბას, - ის თა­ვის თავ­ში ჩა­ი­კე­ტა და ად­ვო­კა­ტი­სა და თარ­ჯიმ­ნის გა­რე­შე შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, მაგ­რამ არც მათი თან­დას­წრე­ბით და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. რის შემ­დე­გაც ის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში უნდა გა­და­ეყ­ვა­ნათ, რა დრო­საც მან ერთ-ერთი თან­მხლე­ბი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის ია­რა­ღის წარ­თმე­ვა სცა­და.

თან­მხლებ­მა პი­რებ­მა ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მცდე­ლო­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს და მის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძალა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს. ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და კი­ბის სა­ფე­ხუ­რებ­ზე და­გორ­და. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა" - წერს გა­მო­ცე­მა cominf.org.

ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის ცნო­ბით, არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ელი­ტუ­რი ქვე­და­ნა­ყო­ფის წევ­რი იყო და ავ­ღა­ნეთ­სა და ქუ­ვე­ით­ში მსა­ხუ­რობ­და.

არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ახალ­გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა­შიც ადას­ტუ­რე­ბენ. გამ­გებ­ლის ნუგ­ზარ თი­ნი­კაშ­ვი­ლის თქმით, - ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, წარ­მო­შო­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის სო­ფელ ყან­ჩა­ვე­თი­დან იყო და იქ ხში­რად და­დი­ო­და, რად­გან ბე­ბი­ა­მი­სიც იქ ცხოვ­რობს. ახალ­გორ­ში ხილი და ბოსტნე­უ­ლი შეჰ­ქონ­და და ვაჭ­რობ­და.

"მას ისე­თი წარ­სუ­ლი რომ ჰქო­ნო­და, რა­საც ოსუ­რი მხა­რე აცხა­დებს, - იქ უბ­რა­ლოდ არ შე­ვი­დო­და, რად­გან აუ­ცი­ლებ­ლად ეცო­დი­ნე­ბო­და, რომ რისკთან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი... არ არის გარ­კვე­უ­ლი, ეს­რო­ლეს თუ რა მოხ­და... ფაქ­ტია, რომ მოკ­ლეს" - აცხა­დებს ნუგ­ზარ თი­ნი­კაშ­ვი­ლი.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ სუს-ი ცხე­ლი ხა­ზის მეშ­ვე­ო­ბით, დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მხრი­დან კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვს არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის და მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ზუს­ტი და ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის 22 თე­ბერ­ვალს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, ლე­ვან ქუ­ტაშ­ვი­ლი და იო­სებ პავ­ლი­აშ­ვი­ლი უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს. სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი 23 თე­ბერ­ვალს ოკუ­პი­რე­ბულ ქა­ლაქ ცხინ­ვა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მო­ცე­მულ მო­მენ­ტში სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ცხე­ლი ხა­ზის მეშ­ვე­ო­ბით, დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მხრი­დან კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვს არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის და ყვე­ლა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­რის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ზუს­ტი და ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ფაქტია, რომ მოკლეს..." - ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე და ქართული მხარის რეაგირება

"ფაქტია, რომ მოკლეს..." - ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე და ქართული მხარის რეაგირება

ოსური მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც გუშინ, სოფელ ნინიგორში ე.წ. ოსმა სამართალდამცველებმა დააკავეს, გარდაიცვალა.

ადგილობრივ საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცხინვალის, ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, - ისინი ფლობდნენ ინფორმაციას, ტატუნაშვილის ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრმლობასთან დაკავშირებით და დიდი ხნის განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ მას. ცხინვალის მხარის თქმითვე, დაკავების დროს ტატუნაშვილს თან ჰქონდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის ბარათი.

"1983 წელს დაბადებული არჩილ ტატუნაშვილი, ჩვენმა ძალოვნებმა 22 თებერვალს ლენინგორში დააკავეს. ის 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალ დივერსიებს ამზადებდა...

დაკავების შემდეგ, ის დასაკითხად ცხინვალში გადმოიყვანეს, რა დროსაც გამომძიებლებმა ტატუნაშვილს აჩვენეს მასალები, რაც ამტკიცებს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებაში მის მონაწილებას და სხვა მართლსაწინააღმდეგო საქმიანობას.

მას შემდეგ, რაც ის გაეცნო მისთვის წარდგენილი ბრალის დასაბუთებას, - ის თავის თავში ჩაიკეტა და ადვოკატისა და თარჯიმნის გარეშე შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, მაგრამ არც მათი თანდასწრებით დაიწყო გამოძიებასთან ურთიერთობა. რის შემდეგაც ის დროებითი მოთავსების იზოლატორში უნდა გადაეყვანათ, რა დროსაც მან ერთ-ერთი თანმხლები თანამშრომლისთვის იარაღის წართმევა სცადა.

თანმხლებმა პირებმა ტატუნაშვილის მცდელობაზე რეაგირება მოახდინეს და მის მიმართ ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. ეჭვმიტანილმა წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურებზე დაგორდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გულის უკმარისობით გარდაიცვალა" - წერს გამოცემა cominf.org.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ცნობით, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელიტური ქვედანაყოფის წევრი იყო და ავღანეთსა და ქუვეითში მსახურობდა.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც ადასტურებენ. გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, - ტატუნაშვილი, წარმოშობით ოკუპირებული რეგიონის სოფელ ყანჩავეთიდან იყო და იქ ხშირად დადიოდა, რადგან ბებიამისიც იქ ცხოვრობს. ახალგორში ხილი და ბოსტნეული შეჰქონდა და ვაჭრობდა.

"მას ისეთი წარსული რომ ჰქონოდა, რასაც ოსური მხარე აცხადებს, - იქ უბრალოდ არ შევიდოდა, რადგან აუცილებლად ეცოდინებოდა, რომ რისკთან იყო დაკავშირებული... არ არის გარკვეული, ესროლეს თუ რა მოხდა... ფაქტია, რომ მოკლეს" - აცხადებს ნუგზარ თინიკაშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სადაც ნათქვამია, რომ სუს-ი ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და მასთან ერთად დაკავებულების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოცემულ მომენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და ყველა ზემოხსენებული პირის დაკავების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას", - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი